საბუთების და პროცესების ჩამონათვალი რაც საჭიროა გერმანიაში ლურჯი ბარათის(Blaue Karte) ვიზის მისაღებად.
Note სავარაუდოდ ამ ყველაფერში თქვენი რელოკაციის სააგენტო დაგეხმარებათ თუმცა სჯობს ეს ინსტრუქციები ერთიანად იყოს თავმოყრილი რომ მოულოდნელობა არ იყოს შემდგომ. ასევე რელოკაციის სააგენტომაც შეიძლება არ მოგაწოდოთ სრული ინფორმაცია ერთიანად და მოგიწიოთ ნაბიჯ-ნაბიჯ გარკვევა თითოეულ ინსტანციაში.
როგორც საკონსულოს ვებ-გვერდი იუწყება, დაჯავშნიდან 8 კვირა სჭირდება უშუალო ვიზიტს რადგანაც მიმართვიანობა მნიშვნელოვნად გაზრდილია. წესით და რიგით საკონსულოში დარეკვა არ უნდა დაგჭირდეთ არაფერი ინფორმაციის მოსაძიებლად და რომც დაგჭირდეთ ტელეფონს არასდროს პასუხობენ თითქმის და სატელეფონო ზარებისთვის მხოლოდ 10-13 საათამდე მუშაობენ. ჩემი პირადი გამოცდილებით რამოდენიმე 30 წუთიანი (30 წუთს მერე მობილური ოპერატორი თიშავს ზარს) ლოდინი უშედეგო აღმოჩნდა.
Note ამასთანავე მოცემულობად ნუ მიიღებთ საკონსულოს პასუხებს რადგან ხშირად თვითონაც არ აქვთ ბოლომდე ზუსტი პასუხები. რადგანაც საკონსულო საქართველოში მოქმედი ორგანოა, როგორც ყველა სხვა ქართულ დაწესებულებას აქვს სენი: ელოდეთ რომ რაღაც სუპრიზები შეიძლება გამოჩნდეს, ამაზე ოდნავ მოგვიანებით.
იქამდე სანამ საკონსულოში ვიზიტს დაჯავშნით გადახედეთ რა დოკუმენტებს ითხოვს საელჩო ლურჯ ბარათზე.. ამას თქვენი სააგენტოც მოგაწვდით მაგრამ მაინც იცოდეთ წინასწარ.
ყველაფერს რასაც ლურჯი ბარათი ითხოვს არ მუშავდება საქართველოში იგივე წესით როგორც სხვა ქვეყნებში, მაგალითად ლურჯი ბარათი ითხოვს 5+ პროფესიულ გამოცდილებას რომელსაც დაამტკიცებთ იმ სამსახურებიდან რეკომენდაციით ან აღიარებული უნივერსიტეტის დიპლომს იმავე სფეროში. სამწუხაროდ საქართველოში მხოლოდ უნივერსიტეტის დიპლომს ითხოვენ რომელიც საკმაოდ ართულებს ხოლმე პროცესს გარკვეულ შემთხვევებში (გავივლით ოდნავ ქვემოთ, ცალკე თავია), განსხვავებით პოლონეთის ლურჯი ბარათისგან სადაც შეგიძლიათ სამუშაო გამოცდილება გეყოთ.
ამიტომ სანამ ვიზიტს დაჯავშნით კარგად გადახედეთ მოთხოვნებს და განსაკუთრებით უნივერსიტეტს. თქვენი უნივერსიტეტი აღიარებული უნდა იყოს გერმანიის ბაზაში რომ შეძლოთ სავიზოდ წარდგენა. წინააღმდეგ შემთხვევაში უნდა დაიწყოთ ცალკე აღიარების პროცესი (ამაზე ცალკე ვისაუბროთ) Anabin არის ვებსაიტი სადაც შეგიძლიათ იპოვოთ თქვენი უნივერსიტეტი, კონკრეტული ფაკულტეტი და პროგრამა (საბაკალვრო, სამაგისტრო, დოქტორანტურა). გუგლ თრანსლეითი დაგეხმარებათ მაგრამ მაინც იწვალებთ, ასევე ბევრი ფაკულტეტი ტრანსლიტით არის გადმოტანილი და არა პირდაპირ თარგმანით მაგალითად - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი -> Savi Zgvis Saertashoriso Universiteti, შეხვდებით უცნაურ დუბლიკატებსაც. თუკი თქვენი უნივერსიტეტის სტატუსი H+-ით არ არის მითითებული მაშინ ვწუხვარ.
Note თქვენი რელოკაციის სააგენტო მოძებნის თქვენს ნაცვლად ამ უნივერსიტეტს მაგრამ გირჩევთ არ ენდოთ რადგან ყოფილა შემთხვევები როცა ვერ უპოვნიათ, რელურად იყო სიაში და ვიზის კანდიდატმა თვითონ იპოვა. ამიტომ გირჩევთ თქვენი საშინაო დავალება თქვენით გააკეთოთ
თუკი თქვენი უნივერსიტეტი H+ სტატუსით არის მაშინ სხვა პუნქტები ძალიან მარტივად მოსაგვარებელია და არ სჭირდება ბევრი დრო, ამიტომ შეგიძლიათ დაჯავშნოთ ვიზიტი. ყველა ნაბიჯი შეუთანხმეთ რელოკაციის სააგენტოს და ყველა მონაცემი მათ გადაამოწმებინეთ.
გაითვალისწინეთ ყველაფერი უნდა იყოს გერმანულ ენაზე ნოტარიულად ნათარმგნი და დამოწმებული. მომავალ 8 კვირას ამაში დახარჯავთ.
იმ შემთხვევაში როდესაც H+/- სტატუსია, ეს ნიშნავს რომ აქვთ ბაზაში მაგრამ არ აქვთ სრული ინფორმაცია, ამიტომ მოგიწევთ ინდივიდუალური მიმართვის საფუძველზე გააკეთოთ აღიარება. აქ იწყება ყველაზე დიდი დროის წელვა და ფულის ხარჯვა, გილოცავთ 🙃
- აქ არის ზოგადი ინსტრუქცია https://www.kmk.org/zab/statement-of-comparability/application.html
- საქართველოსთვის სპეციალური ინსტრუქცია https://www.kmk.org/fileadmin/pdf/ZAB/Zeugnisbewertungen/Einzureichende_Dokumente/Georgien_Zeugnisbewertung_Dokumente_EN.pdf
- აპლიკაციის ფორმა https://anabin.kmk.org/antragsformular.html?L=1
მთავარია ნაბიჯ-ნაბიჯ გაყვეთ საქართველოსთვის განკუთვნილ ინსტრუქციებს.
თუკი კერძო უნივერსიტეტი გაქვთ დამთავრებული პირველ რიგში დაუკავშირდით emis.ge-s და მოითხოვეთ განცხადების ფორმა. გჭირდებათ სახელმწიფო სტრუქტურისგან აღიარება რომ კონკრეტულად სწავლის პერიოდში თქვენი უნივერსიტეტი იყო აკრედიტირებული. (ტექსტის მაგალითს დავურთავ ცალკე). თითოეული პროგრამისთვის საჭიროა ცალ-ცალკე მაგალითად ცალკე ბაკალავრი და ცალკე მაგისტრატურა.
Warning როგორც კი საკონსულოში საბუთებს შეიტანთ და პროცესი დაიწყება არ დაურეკოთ და არ მიწეროთ სტატუსის გასარკვევად! ამან შეიძლება ზეგავლენა იქონიოს თქვენს ვიზაზე.
-
დიპლომის საბუთები
-
საელჩოს საბუთები
-
წამოსაღები საბუთები
-
ბინის ძებნა
-
დაფუძნება