აბრეკ ფხალაძე
დაბადების თარიღი |
10 ოქტომბერი, 1920 საქართველოს სსრ, სსრკ |
---|---|
გარდაცვალების თარიღი | 9 იანვარი, 2018 |
აბრეკ ფხალაძე (დ. 10 ოქტომბერი, 1920 — გ. 9 იანვარი, 2018) – ქართველი მსახიობი, საქართველოს სსრ-ის დამსახურებული არტისტი (1969).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა 1920 წლის 10 ოქტომბერს. 1937-1939 წლებში სწავლობდა თბილისის საესტრადო სტუდიაში. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1950 წლიდან მოღვაწეობდა თბილისის მოზარდ-მაყურებელთა თეატრში. წლების განმავლობაში იყო მისი წამყვანი მსახიობი. გადაღებულია ფილმებში: „მშვენიერი კოსტიუმი“ (ლ. ელიავა, 1973), „შერეკილები“ (ე. შენგელაია, 1973), „თერმომეტრი“ (რ. შარაბიძე, 1975), „გზა შინისაკენ“ (ა. რეხვიაშვილი, 1981), „ცხელი ზაფხულის სამი დღე (მ. კოკოჩაშვილი, 1981), „ადამიანთა სევდა“ (გ. ჩოხელი, 1984), „წერილები ნაძვებს" (გ. ჩოხელი, 1986), „საფეხური" (ა. რეხვიაშვილი, 1986), „დამშვიდობება“ (ზ. თუთბერიძე, 1987), „სამოთხის გვრიტები" (გ. ჩოხელი, 1997). იყო დიდი სამამულო ომის მონაწილე.
აბრეკ ფხალაძე გარდაიცვალა 2018 წლის 9 იანვარს.
ჯილდოები და აღიარება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფილმოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1965 — ბოდიში, თქვენ გელით სიკვდილი — ფხალაძე
- 1970 — გამსვლელი პაიკი
- 1973 — მშვენიერი კოსტიუმი
- 1973 — შერეკილები — ნოშრევანი
- 1975 — თერმომეტრი
- 1981 — ცხელი ზაფხულის სამი დღე — ლოტბარი
- 1981 — ძნელი დასაწყისი — მიხეილი
- 1981 — გზა შინისაკენ
- 1984 — ადამიანთა სევდა
- 1986 — საფეხური — მიხეილი (მასწავლებელი)
- 1986 — წერილი ნაძვებს
- 1987 — დამშვიდობება (ხანა ჩვენი ბავშვობისა)
- 1988 — მეტიჩარა
- 1997 — სამოთხის გვრიტები — აბრეკი
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- აბრეკ ფხალაძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- აბრეკ ფხალაძე — ეროვნული ფილმოგრაფია
- აბრეკ ფხალაძე კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში