ალფრედ იოდლი
ალფრედ იოდლი (გერმ. Alfred Jodl; დ. 10 მაისი, 1890; ვიურცბურგი, გერმანია — გ. 16 ოქტომბერი, 1946; ნიურნბერგი, გერმანია) — გერმანელი სამხედრო მოღვაწე. ვერმახტის გენერალ-პოლკოვნიკი, ვერმახტის უმაღლესი მთავარსარდლობის (OKW) შტაბის შეფი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1914 წლამდე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1890 - 10 მაისი: ბავარიელ პოლკოვნიკს იოჰანეს იოდლს და თერეზე ბაუმგერტლერს შეეძინას ვაჟი ალფრედი. რაკი მშობლები დაქორწინებულები არ იყვნენ, ამიტომ ალფრედი 1899 წლამდე დედის გვარს, ბაუმგერტლერს (გერმ. Baumgärtler) ატარებდა. მათი დაქორწინების შემდეგ კი იოდლის გვარი მიიღო.
- 1903 წლამდე იოდლი მიუნხენის თერეზიენ-გიმნაზიაში სწავლობდა.
- 1903 - 1910 - მან სწავლა განაგრძო ბავარიის არმიის კადეტთა სკოლაში მიუნხენში.
- 1910 - იოდლი აუგსბურგში მე-4 ბავარიული საველე საარტილერიო ბატალიონის ზემდეგად დაინიშნა.
- 1911 - 1912 - იგი განათლებას იმაღლებს მიუნხენში ბავარიის სამხედრო სასწავლებელში.
- 1912 - 28 ოქტომბერი: სამხედრო სასწავლებლის წარმატებით დამთავრების შემდეგ იოდლს ლეიტენანტის წოდება მიენიჭა.
- 1913 - სექტემბერი: ალფრედ იოდლი დაქორწინდა გრაფინია ირმა ფონ ბულიონზე (გერმ. Irma Gräfin von Bullion).
პირველ მსოფლიო ომში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1914 - 1916 - პირველ მსოფლიო ომში იოდლი საარტილერიო ბატარეის ოფიცრად მსახურობდა დასავლეთ ფრონტზე და ბრძოლებში ორჯერ იქნა დაჭრილი.
- 1914 - ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობისთვის იგი დაჯილდოებულ იქნა „რკინის ჯვრის“ II ხარისხის ორდენით.
- 1916 - მიენიჭა ობერლეიტენანტის წოდება.
- 1917 - გადაყვანილ იქნა აღმოსავლეთ ფრონტზე უნგრეთის არმიის 72-ე საველე საარტილერიო პოლკში ბატარეის უფროსად.
- 1918 - იოდლი დაინიშნა დასავლეთ ფრონტის გენერალური შტაბის ოფიცრის თანამდებობაზე.
- 1918 - 3 მაისი: დაჯილდოებულ იქნა „რკინის ჯვრის“ I ხარისხის ორდენით.
ომთაშორისი პერიოდი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1919 - პირველი მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ იოდლმა სამხედრო სამსახური განარძო რაიხსვერში, 21-ე საარტილერიო პოლკში.
- 1921 - კვალიფიკაცია აიმაღლა მიუნხენის საოფიცრო სასწავლებელში და დაინიშნა 21-ე საარტილერიო პოლკის ბატარეის მეთაურად.
- 1923 - იოდლი ხელმეორედ გაიგზავნა კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე. ამჯერად ბერლინში და მისი დამთავრების შემდეგ კაპიტნის წოდება მიანიჭეს.
- 1924 - იოდლი რაიხსვერის სამინისტროში გადაიყვანეს სამუშაოდ და იმავე წლის ოქტომბერში დანიშნულ იქნა მე-7 დივიზიის შტაბის ოფიცრად მიუნხენში.
- 1927 - 1 ოქტომბერი: იგი დაინიშნა მე-7 საარტილერიო პოლკის მე-5 ბატარეის მეთაურად.
- 1928 - 1932 - ტაქტიკასა და სამხედრო ისტორიას ასწავლიდა დივიზიაში.
- 1932 - 1 თებერვალი: მიენიჭა მაიორის წოდება. 1 ივნისი: იგი დაინიშნა რაიხსვერის სამინისტროში არმიის საოპერაციო განყოფილების ჯგუფის უფროსად.
- 1935 - 20 ივნისი: იოდლი გადაიყვანეს ქვეყნის შინაგანი დაცვის განყოფილების უფროსად და 1 აგვისტოს მიენიჭა პოლკოვნიკის წოდება.
- 1938 - მარტი: იგი „ვერმახტის სამმართველო განყოფილების“ (გერმ. Wehrmachtführungsamt - „WFA“) შეფი გახდა. 1 ოქტომბერს მან თანამდებობა თავის მოადგილეს ვალტერ ვარლიმონტს გადააბარა და თვითონ 44-ე დივიზიის არტილერიის მეთაურის თანამდებობდა დაიკავა ქ. ლინცში.
- 1939 - 1 აპრილი: იოდლს გენერალ-მაიორის წოდება მიენიჭა. 23 აგვისტო: იგი თავის თანამდებობაზე დაბრუნდა ბერლინში.
მეორე მსოფლიო ომი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1939 - 1940 - მეორე მსოფლიო ომის პირველ პერიოდში იოდლის ხელმძღვანელობის ქვეშ შემუშავდა პოლონეთის წინააღმდეგ ომის მთელი გეგმა.
- 1940 - 19 ივლისი: იოდლს არტილერიის გენერლის წოდება მიენიჭა. იმავე წლის 18 დეკემბრის Nr. 21 მიმართვის საფუძველზე იოდლმა და „WFA-მა“ დაიწყეს მუშაობა სსრკ-ს წინააღმდეგ ომის საბრძოლო გეგმის მომზადებაზე. გეგმას ეწოდა „ოპერაცია ბარბაროსა“ (გერმ. Unternehmen Barbarossa).
- 1942 - იოდლი დაინიშნა დასავლეთის ფრონტზე წარმოებული სამხედრო ოპერაციების უფროსად და ამით პასუხისმგებელი გახდა ომის მართვაზე ნორვეგიიდან ჩრ. აფრიკამდე.
- 1943 - დააჯილდოეს „NSDAP-ეს ოქროს პარტიული ნიშნით“.
- 1944 - 30 იანვარი: - მიენიჭა გენერალ-პოლკოვნიკის წოდება. 18 აპრილი: კიონიგსბერგში გარდაიცვა მისი მეუღლე ირმა. 20 ივლისს ჰიტლერზე მოწყობილი ტერაქტის დროს იგი მსუბუქად დაიჭრა.
- 1945 - 7 მარტი: იოდლმა მეორედ იქორწინა. ამჯერად ლუიზე კატარინა ფონ ბენდაზე (გერმ. Luise Katharina von Benda), თავის ყოფილ პირად მდივანზე. იმავე წლის 7 მაისს საფრანგეთის ქალაქ რეიმსში იოდლმა, როგორც სახელმწიფოს მეთაურის გროსადმირალ დენიცის წარმომადგენელმა ხელი მოაწერა გერმანიის ვერმახრის უსიტყვო კაპიტულაციას. 10 მაისი: დიონიცმა იგი დააჯილდოვა ორდენით - „რკინის ჯვრის რაინდის ჯვარი მუხის ფოთოლით“. 13 მაისი: იოდლმა დაპატიმრებული გენერალ-ფელდმარშალ კაიტელის თანამდებობა - ვერმახტის უმაღლესი მთავარსარდლის პოსტი დაიკავა. 23 მაისი: რაიხის მთავრობასთან და ვერმახტის მთავარსადლობასთან ერთად იგი ტყვედ ჩაბარდა ბრიტანელებს ქ. ფლენსბურგში.
ტრიბუნალი და აღსასრული
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნიურნბერგის მთავარ დამნაშავეთა ტრიბუნალმა იოდლი ყველა, ოთხივე საბრალდებო პუნქტში დამნაშავედ ცნო და 1946 წლის 1 ოქტომბერს სიკვდლით დასჯა ჩამოხრჩობით მიუსაჯა. მისი თხოვნა (ისევე როგორც გენერალ-ფელდმარშალ კაიტელის), ჩამოხჩობა სამხედრო პირისათვის შესაფერი დასჯით - დახვრეტით შეეცვალათ ტრიბუნალის მიერ უარყოფილ იქნა. განაჩენი შესრულდა 1946 წლის 16 ოქტომბერს 2 საათსა და 40 წუთზე ნიურნბერგის ციხეში.
ალფრედ იოდლის ბოლო სიტყვები იყო: „მოგესალმები ჩემო გერმანიავ!“ (გერმ. „Ich grüße Dich, mein Deutschland!“).
რეაბილიტაცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იოდლის მეორე მეუღლის ლუიზეს დაჟინებული პროტესის შემდგომ 1953 წლის 2 მარტს მიუნხენის სასამართლომ მიიღო დადგენილება ალფრედ იოდლის რეაბილიტაციის და დამნაშავეთა პირველი ჯგუფიდან („მთავარი დამნაშავეები“) მეორე ჯგუფში („დამნაშავეები“) გადაყვანის შესახებ. მოტივით - იოდლი, როგორც სამხედრო პირი თავის მოქმედებებში მხოლოდ ოპერატიული საკითხებით შემოიფარგლებოდა.
ამერიკულმა მხარემ თავდაპირველად სასამართლოს გადაწყვეტილება კატეგორიულად უარყო მისი „ნიურნბერგის განაჩენთან“ წინააღმდეგობაში მოსვლის მოტივით. თუმცა საბოლოოდ, 1953 წლის 3 სექტემბერს, ბევრი სასამართლო სხდომის და კულისებს მიღმა მიღწეული ორმხრივი კომპრომისის შემდგომ, ბავარიის პოლიტიკური გათავისულების საქმეთა მინიტრმა მიუნხენის სასამართლოს დადგენილება სამართლებრივ აქტად ცნო და ალფრედ იოდლის პოლიტიკური რეაბილიტაცია მოახდინა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Hitler and his generals. Military Conferences 1942–1945 / Heiber, Helmut; Glantz, David M. (англ.)русск.. — New York: Enigma Books, 2004. — ISBN 1-929631-28-6.
- Maser, Werner (англ.)русск.. Nürnberg: Tribunal der Sieger — Verlag Antaios, 2005. — ISBN 978-3-935063-37-1.
- O'Keeffe, William J. A Literary Occupation: Responses of German writers in service in occupied Europe (англ.). — Amsterdam: Rodopi, 2013. — ISBN 978-9042037700.
- Scherzer, Veit. Die Ritterkreuzträger 1939–1945 Die Inhaber des Ritterkreuzes des Eisernen Kreuzes 1939 von Heer, Luftwaffe, Kriegsmarine, Waffen-SS, Volkssturm sowie mit Deutschland verbündeter Streitkräfte nach den Unterlagen des Bundesarchives — Jena, Germany: Scherzers Militaer-Verlag, 2007. — ISBN 978-3-938845-17-2.
- Scheurig, Bodo. Alfred Jodl. Gehorsam und Verhängnis. — Berlin: Propyläen, 1997. — ISBN 3-549-07228-7.
- Sereny, Gitta. Albert Speer: His Battle with Truth. — New York: Knopf , 1995. — ISBN 0-394-52915-4.
- Shepherd, Ben (англ.)русск.. Hitler's Soldiers: The German Army in the Third Reich . — Yale University Press, 2016. — ISBN 9780300179033.
- Shirer, William. The Rise and Fall of the Third Reich: A History of Nazi Germany . — Simon & Schuster, 1990. — ISBN 0-671-72868-7.
- Thomas, Franz. Die Eichenlaubträger 1939–1945 Band 1: A–K. — Osnabrück, Germany: Biblio-Verlag, 1997. — ISBN 978-3-7648-2299-6.
- Tofahrn, Klaus W. Das Dritte Reich und der Holocaust . — Peter Lang GmbH, 2008. — ISBN 978-3631577028.