შინაარსზე გადასვლა

არაპირდაპირი გადასახადი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

არაპირდაპირი გადასახადი – გადასახადი (დამატებული ღირებულების გადასახადი, აქციზის გადასახადი, იმპორტის გადასახადი), რომელიც დგინდება მიწოდებული (იმპორტირებული) საქონლის ან/და გაწეული მომსახურების ფასზე დანამატის სახით და რომელსაც იხდის მომხმარებელი (იმპორტიორი) ამ გადასახადით გაზრდილი ფასით საქონლის ან/და მომსახურების შეძენისას (იმპორტისას). არაპირდაპირი გადასახადის ბიუჯეტში გადახდის ვალდებულება ეკისრება საქონლის მიმწოდებელს (იმპორტიორს) ან/და მომსახურების გამწევს, რომელიც ამ კოდექსის მიზნებისათვის გადასახადის გადამხდელად იწოდება.[1]

არაპირდაპირ გადასახადებს აერთიანებთ 2 დამახასიათებელი ნიშანი: ის დგინდება ფასზე დანამატის სახით და მას იხდის საბოლოო მომხმარებელი.

  1. საქართველოს საგადასახადო კოდექსი. თავი II. მუხლი 8.3. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-06-25. ციტირების თარიღი: 2014-05-20.