შინაარსზე გადასვლა

ბაი (სოციალური ფენა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბაი (თურქ. Bey) — ოქტომბრის რევოლუციამდელ შუა აზიაში, ყაზახეთში, ალთაისა და ნაწილობრივ კავკასიაში მდიდარი, მსხვილი მიწათმფლობელი, მესაქონლე, მევახშე. ბაების სოციალური კატეგორია წარმოიქმნა კაპიტალიზმამდელ პერიოდში. XX საუკუნის დამდეგისათვის გაიზარდა იმ ბაების ფენა, რომლებიც ქალაქის სავაჭრო და სამრეწველო ბურჟუაზიას განეკუთვნებოდნენ.