შინაარსზე გადასვლა

ბარონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბარონი (< გვიანდ. ლათ. baro — გერმანული წარმოშობის სიტყვა, რომლის თავდაპირველი მნიშვნელობაა: ადამიანი, მამაკაცი) — დასავლეთ ევროპაში მეფის უშუალო ვასალი. მოგვიანებით თავადაზნაურთა ტიტული. ინგლისის უმაღლეს თავადაზნაურობის იერარქიაში ბარონს უკანასკნელი ადგილი უჭირავს. უფრო ფართო გაგებით, ბარონს უწოდებენ ინგლისის თავადაზნაურობის ზედაფენას, ლორდთა პალატის მემკვიდრეობითს წევრებს. საფრანგეთსა და გერმანიაში ეს ტიტული უფრო დაბლა იდგა, ვიდრე გრაფისა. რუსეთში პეტრე I-მა შემოიღო ბალტიისპირეთის გერმანელ თავადაზნაურობის ზედაფენის წარმომადგენელთათვის.