შინაარსზე გადასვლა

ბაქო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
ბაქო
აზერ. Bakı
დროშა გერბი

ქვეყანა აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
რეგიონი აფშერონი
კოორდინატები 40°21′59″ ჩ. გ. 49°50′06″ ა. გ. / 40.3666556° ჩ. გ. 49.8351833° ა. გ. / 40.3666556; 49.8351833
მერი ჰაჯიბალა აბუტალიბოვი
დაარსდა I საუკუნე
პირველი ხსენება მე-5 საუკუნე
ფართობი 2140 კმ²
ცენტრის სიმაღლე −28 მეტრი
ოფიციალური ენა აზერბაიჯანული ენა
მოსახლეობა 2 300 500 (1 იანვარი, 2021)[1]
სასაათო სარტყელი UTC+04:00
სატელეფონო კოდი 12
საფოსტო ინდექსი AZ1000
საავტომობილო კოდი 10, 90 და 99
ოფიციალური საიტი http://www.baku-ih.gov.az/
ბაქო — აზერბაიჯანი
ბაქო

ბაქო (აზერ. Bakı [bɑˈcɯ], ბაქი — ქარიანი ადგილი) — აზერბაიჯანის დედაქალაქი, მდებარეობს კასპიის ზღვის აფშერონის ნახევარკუნძულის სამხრეთ სანაპიროზე. თანამედროვე ბაქო სამი ნაწილისგან შედგება: ძველი ქალაქი (İçəri Şəhər), კოლონიური ნაწილი და საბჭოთა პერიოდში აშენებული ქალაქი. ქალაქის მოსახლეობა 2011 წლის მონაცემებით იყო 2.0 მილიონი[2], აგლომერაციაში 3 მილიონამდე ადამიანი სახლობს ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა ჩათვლით.

სახელწოდება ბაქო მომდინარეობს სპარსული სიტყვიდან Bād-kube, რაც ნიშნავს „ქარიან ქალაქს“. ნაკლებად სავარაუდო ხალხური ეტიმოლოგია განმარტავს ქალაქის სახელს, გამომდინარე სიტყვიდან Baghkuy, რაც ნიშნავს „ღვთის ქალაქს“[3]. არაბულ წყაროებში ქალაქის სახელწოდებების Baku, Bakukh, Bakuya, and Bakuye. თითოეული მათგანი სპარსული სახელწოდებიდან გამომდინარეობს.

მოკლე ისტორიული ცნობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბაქო პირველად V საუკუნის წყაროებში იხსენიება. IX-X საუკუნეებში მის შესახებ ცნობებს გვაწვდიან არაბი გეოგრაფები (ალ-ისტახი, ალ-მასუდი, ალ-მუკადასი). აქ უკვე მაშინ იღებდნენ ნავთობს. XII საუკუნის II ნახევარში ბაქო ერთხანს შირვანის სახელმწიფოს პოლიტიკური ცენტრი იყო. XII-XV საუკუნეებში ბაქოდან ნავთობი გაჰქონდათ აღმოსავლეთის ქვეყნებში. ბაქო მნიშვნელოვანი სავაჭრო ნავსადგური იყო. XV-XVI საუკუნეებში ამიერკავკასიაში ერთ-ერთ შეუვალ ციხესიმაგრედ ითვლებოდა. 1540 წელს ბაქო სეფიანთა ჯარებმა დაიკავეს. XVI საუკუნის 80-იან წლებში ოსმალეთი ფლობდა. 1604 წელს ირანის შაჰმა აბას I-მა ციხესიმაგრე დაანგრია, მაგრამ მალე ისევ აღადგინა. XVII საუკუნეში ბაქო მნიშვნელოვანი ქალაქი იყო.

აფშერონის ნახევარკუნძულზე ქალაქის წარმოშობა გამოწვეული იყო ფიზიკურ-გეოგრაფიული და კლიმატური პირობებით, ქალაქის ადგილმდებარეობით, მიგრაციისა და სავაჭრო მარშრუტების გადაკვეთით ჩრდილოეთიდან, სამხრეთიდან, დასავლეთიდან და აღმოსავლეთიდან (დიდი აბრეშუმის გზა); ასევე ბუნებრივი აირითა და ენერგეტიკული სიმდიდრით[4].

შუა საუკუნეებიდან ბაქო შირვანის ისტორიულ ტერიტორიაზე იყო. IX საუკუნის მეორე ნახევრიდან ბაქო შირვანშაჰთა სახელმწიფოს შემადგენლობაში შევიდა. მოსახლეობა  ვაჭრობით, თევზაობით, მებაღეობითა და ნავთობპროდუქტების წარმოებით იყო დაკავებული. მეთერთმეტე საუკუნემდე, თურქიზაციამდე, ბაქოს მოსახლეობამ განაგრძო მკვიდრი ხალხების ენაზე საუბარი, რომელიც არაბულ ავტორთა მიერ ნახსენებია, როგორც არანის მკვიდრი ენა[5].

1191 წელს შირვანშაჰ ახისთან I-მა სახელმწიფოს დედაქალაქი დროებით შამახიდან ბაქოში გადაიტანა. XII საუკუნეში ბაქო ციხე-კედლით იყო გარშემორტყმული. ქალწულის კოშკი ასევე შევიდა ქალაქის თავდაცვის სისტემაში.

XIII საუკუნეში მონღოლების შემოჭრის დროს ქალაქი დაეცა. მაგრამ უკვე მომდევნო საუკუნეში ბაქოს ეკონომიკური ცხოვრება კვლავ აღდგა. შირვანშაჰ ხალილ-ულას (1417-1462) მმართველობის დროს ბაქოში მნიშვნელოვანი სამშენებლო სამუშაოები ჩატარდა. XV საუკუნეში შეიქმნა შირვანშაჰთა სასახლის კომპლექსი. XV საუკუნის არაბი გეოგრაფი, აბდ ალ რაშიდუ ბაქუვი, ასევე აღწერს ბაქოს. გეოგრაფი საუბრობს ქალაქში მდებარე ორ ციხეზე. ერთ-ერთი მათგანი მონღოლებმა ვერ აიღეს. ასევე აღწერს, რომ ქალაქის მიდამოები ცარიელია, საკვები შირვანიდან ჩამოჰქონდათ, ქალაქში შემოტანილი ნივთები კი აბრეშუმი, მარილი და ზეთი იყო[6].

ბაქოში შემორჩენილია XI საუკუნეში აშენებული მუჰამედის მეჩეთი და XIV საუკუნის რამდენიმე მეჩეთი[6].

1501 წელს, შაჰ ისმაილ ხათაიმ დაიპყრო მთელი შირვანი. ბაქო სეფიანთა სახელმწიფოს ნაწილი გახდა. 1578 წელს ოსმალეთის არმიამ დაიპყრო ბაქო. 1607 წელს ქალაქი კვლავ სეფიანთა დაქვემდებარებაში აღმოჩნდა. მათი მმართველობის პერიოდში ბაქოში სპილენძის მონეტები გამოიცა. ბაქოსა და აფშერონის მაცხოვრებელთა დიდი ნაწილი დაკავებული იყო ხალიჩების ქსოვით[4].

XVII საუკუნეში ბაქოში იყო დიდი სომხური თემი. სომხები მთელ ქუჩებში დასახლდნენ და აქტიურ ვაჭრობაში იყვნენ ჩართულები[7]. ბაქომ, როგორც სავაჭრო ცენტრმა, დაიწყო რუსეთის სახელმწიფო ყურადღების მიზიდვა. პეტრე I-მა სამხრეთ კავკასიაში ექსპედიცია გაგზავნა. 1723 წლის 26 ივლისს რუსულმა ჯარებმა ბაქო დაიკავეს, მაგრამ შემდგომ განჯის ტრაქტატის მიხედვით 1735 წელს დატოვეს.

XVIII საუკუნეში შეიქმნა ბაქოს სახანო. 1796 წელს ბაქო კვლავ რუსებმა დაიპყრეს, მაგრამ ერთი წლის შემდეგ იმპერატორმა პავლე პირველმა ჯარები გაიყვანა. XIX საუკუნის შუა წლიდან ბაქო კავკასიის ერთ-ერთი სამრეწველო და კულტურული ცენტრი გახდა. ბაქოში უცხოური კაპიტალის შემოდინება დაიწყო. გაიხსნა როთშილდის, ძმები ნობელებისა და სხვა ბიზნესმენების ოფისები. ნავთობის მრეწველობის გარდა, განვითარდა ქსოვა, მექანიკური ქარხნები, თამბაქოს ქარხნები, საწარმოები და ა.შ. 1878 წელს ქალაქ ბაქოს სათათბირო გაიხსნა. 1883 წლის 8 მაისს ამუშავდა ბაქო-თბილისის რკინიგზა. ქალაქში აყვავდა კულტურული ცხოვრება. გაიხსნა თეატრები, აშენდა ოპერის სახლის შენობა. ბაქო ცნობილი გახდა, როგორც „კავკასიის პარიზი“[8].

საბჭოთა ეპოქაში ბაქო გახდა აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის დედაქალაქი და საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი უდიდესი ადმინისტრაციული, სამრეწველო, სამეცნიერო და კულტურული ცენტრი.

ბაქოს გენერალური გეგმა და განლაგება შეიქმნა 1924-1928 წლებში, არქიტექტორ ა. ივანიცკის მიერ. 1941-1945 წლების დიდი სამამულო ომის დროს ბაქო იყო მთავარი სტრატეგიული ცენტრი სამხედრო საავიაციო და ჯავშანტრანსპორტიორებისათვის. ომის შემდგომ წლებში ბაქო ასევე იყო საბჭოთა კავშირის მნიშვნელოვანი ნავთობის რეგიონი, მაგრამ 80-იან წლებში პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი საბჭოთა აზერბაიჯანისა და ბაქოს ცხოვრების ახალ რეალობას წარმოშობდა, რამაც გამოიწვია სერიოზული ტრაგედიები და განხეთქილება საზოგადოებაში.

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის დაწყების შემდეგ, 1988-1989 წლებში, აზერბაიჯანელი ლტოლვილების დიდი რაოდენობა ბაქოში ჩავიდა[9]. 1988-1990 წლებში ქალაქში არეულობა იყო.

1990 წლის 19-20 იანვრის ღამეს, ანტი-სომხური და ანტისაბჭოთა აჯანყების ჩახშობის საბაბით, ბაქოში სსრკ-ს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ნაწილები შემოვიდა. ქვეყანაში, ამ მოვლენებს შავ ან სისხლიან იანვარს უწოდებენ. ამას მოყვა ადგილობრივი მოსახლეობის ხოცვა. დაღუპულთა შორის იყვნენ ქალები, ბავშვები და მოხუცები, რომლებიც ცდილობდნენ შეაჩერონ ჯარები[10].

დღეს ბაქო ამიერკავკასიის უდიდესი ეკონომიკური და კულტურული ცენტრიასაჭიროებს წყაროს მითითებას - თარიღი არ არის მითითებული! გამოიყენებთ {{subst:ფაქტიჩა}} !. ბაქოს რეგიონალური განვითარების გეგმა 2030 წლამდე პერიოდს მოიცავს[11]. ერთ-ერთი ფართომასშტაბიანი ურბანული განვითარების პროექტია „Baku White City“ (ბაქოს თეთრი ქალაქი), რომელიც დედაქალაქის ცენტრალურ უბნის აღმოსავლეთ ნაწილში აღდგენასა და განვითარებას ითვალისწინებს. 2010 წლის 1 სექტემბერს ბაქოში სახელმწიფო დროშის მოედანი გაიხსნა, სადაც აზერბაიჯანის დროშა ფრიალებს. 2012 წლის მაისში ბაქოში გაიმართა 57-ე ევროვიზიის სიმღერის კონკურსი, რომლისთვისაც აშენდა Baku Crystal Hall. 2012 წლის სექტემბერ-ოქტომბერში ბაქოში 17 წლამდე ასაკის გოგონების მსოფლიო თასის გათამაშება ჩატარდა. 2015 წლის ივნისში ბაქოში პირველი ევროპული თამაშები ჩატარდა.

ქალაქი მდებარეობს აფშერონის ნახევარკუნძულის სამხრეთ ნაწილში, კასპიის ზღვის ნაპირზე.

ბაქოს კლიმატი ზომიერი კონტინენტური და ნახევრად ცხელია მშრალი ზაფხულით, გრილი ზამთრითა და იშვიათი ნალექებით.

ბაქოს კლიმატი
მაჩვენებელი იანვარი თებერვალი მარტი აპრილი მაისი ივნისი ივლისი აგვისტო სექტემბერი ოქტომბერი ნოემბერი დეკემბერი წელი
საშუალო მაქსიმუმი, °C 6,6 6,3 9,8 16,4 22,1 27,3 30,6 29,7 25,6 19,6 13,5 9,7 18,9
საშუალო ტემპერატურა, °C 4,2 4,0 6,3 12,3 18,0 22,8 26,4 25,6 21,8 16,0 10,8 6,6 14,5
საშუალო მინიმუმი, °C 2,1 2,0 4,2 9,4 14,9 19,7 22,2 22,9 19,4 13,6 8,8 4,8 12,0
ნალექების ნორმა, მმ 21 20 21 18 18 8 2 6 15 25 30 26 210
წყარო: World Climate

1988 წლამდე ბაქოში დიდი რუსული, სომხური და ებრაული მოსახლეობა იყო, რამაც ხელი შეუწყო კულტურული მრავალფეროვნებისა და ბაქოს ისტორიის სხვადასხვა გზით განვითარებას.

2009 წლის დასაწყისში ბაქოს მოსახლეობა 2.046 მლნ ადამიანი იყო. 2009 წლის 13 აპრილის მდგომარეობით, 2.246 მლნ ადამიანი ცხოვრობდა ბაქოში ადგილობრივ მაცხოვრებლებთან, დევნილებთან და დროებით მაცხოვრებლებთან ერთად[12].

2009 წელს ბაქოში ცხოვრობდნენ აზერბაიჯანელები (90.3%), რუსები (5.3%), უკრაინელები, ქურთები, ლეკები და დაღესტანელი სხვა ხალხები, ებრაელები, ქართველები, თურქები[13].

წელი აზერბაიჯანელები % რუსები % სომხები % ებრაელები % სხვები % ჯამი
1851[14] 5000-ზე მეტი 405 5.5% 7,431
1886[15] 37,530 43.3 21,390 24.7 24,490 28.3 391 0.5 2,810 3.2 86,611
1897[16] 40,341 36 37,399 33.4 19,099 17.1 3,369 3 11,696 10.5 111,904
1903[17] 44,257 28,4 59,955 38,5 26,151 16,8 n.a. n.a. 28,513 18,3 155,876
1913[18] 45,962 21,4 76,288 35,5 41,680 19,4 9,690 4,5 41,052 19,1 214,672
1926[19] 118,737 26.2 167,373 36.9 76,656 16.9 19,589 4.3 70,978 15.7 453,333
1939[20] 215,482 27.4 343,064 43.6 118,650 15.1 31,050 3.9 79,377 10.1 787,623
1959[21] 211,372 32.9 223,242 34.7 137,111 21.3 24,057 3.7 56,725 8.7 652,507
1970[22] 586,052 46.3 351,090 27.7 207,464 16.4 29,716 2.3 88,193 6.9 1,262,515
1979[23] 530,556 52.4 229,873 22.7 167,226 16.5 22,916 2.3 62,865 6.2 1,013,436
1999[24] 1,574,252 88 119,371 6.7 378 0.02 5,164 0.3 89,689 5 1,788,854
2009[25] 1,848,107 90.3 108,525 5.3 104 0 6,056 0.6 83,023 4.1 2,045,815

2017 წლისთვის ბაქოს მოსახლეობის რაოდენობა გაიზარდა 16 770 ათასით, ხოლო 2018 წლის დასაწყისისთვის შეადგენდა 2 მლნ 262 ათას 560 ადამიანს[26].

ადმინისტრაციული დაყოფა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბაქო დაყოფილია 12 რაიონად (ადმინისტრაციულ ერთეულად) და ქალაქის ტიპის 5 დასახლებად[27].

  • ბინაგადის რაიონი
  • ყარადაღის რაიონი
  • ხათაის რაიონი
  • ხაზარის რაიონი
  • ნარიმანოვის რაიონი
  • ნასიმის რაიონი
  • ნიზამის რაიონი
  • ფირალაჰის რაიონი
  • საბაილის რაიონი
  • საბუნჩუს რაიონი
  • სურახანის რაიონი
  • იასამალის რაიონი
  • ქალაქი ბაქო

ბაქოს უმსხვილესი ინდუსტრია ნავთობია. ნავთობის ექსპორტს აზერბაიჯანის ეკონომიკაში დიდი წვლილი შეაქვს. ნავთობის არსებობა ცნობილია VIII საუკუნიდან. XV საუკუნეში, ნავთობს იღებდნენ ხელით გათხრილი ზედაპირიდან. ნავთობის კომერციული ექსპლუატაცია დაიწყო 1872 წელს და XX საუკუნის დასაწყისში ბაქოს ნავთობის სფეროები მსოფლიოში ყველაზე დიდი იყო[28]. XX საუკუნის დასასრულს ნავთობის მოპოვების უმეტესი ნაწილი ამოწურული იყო და საბურღი ზღვაში გადავიდა. XIX საუკუნის ბოლოს, ბაქოში გამოცდილი მუშაკები და სპეციალისტები ჩავიდნენ. 1900 წლისთვის ქალაქს 3000-ზე მეტი ნავთობის ჭაბურღილი ჰქონდა, საიდანაც 2,000 ნავთობპროდუქტების წარმოება იყო[29].

ამჟამად ბაქოს ნავთობის ეკონომიკა აღორძინებას განაგრძობს ისეთი პროექტების განვითარებითა და გაფართოებით, როგორიცაა აზერი-ჩირაგ-გიუნაშლი, შაჰ-დენიზი, სანგაჩალის ტერმინალი და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი.

ბაქოს საფონდო ბირჟა აზერბაიჯანის უმსხვილესი საფონდო ბირჟაა და საბაზრო კაპიტალიზაციის მხრივ ყველაზე მსხვილი კავკასიის რეგიონში . ზოგიერთი ტრანსნაციონალური კომპანიების  სათაო ოფისებია ბაქოში.

ბაქო კავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტურისტული ადგილია. ქალაქში რამდენიმე მსხვილი სავაჭრო ცენტრი მდებარეობს.

Mercer Human Resource Consulting-ის მიხედვით, 2011 წელს ქალაქი იკავებდა 48-ე ადგილს ყველაზე ძვირადღირებულ ქალაქებს შორის. ნიზამის ქუჩა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ ქუჩად ითვლება[30].

ბაქო აზერბაიჯანის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საგანმანათლებლო ცენტრია, ქალაქში შემდეგი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებია:

ოპერისა და ბალეტის თეატრი
ლიტერატურული მუზეუმი
მუხთაროვის სასახლე

ღირსშესანიშნაობები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ბიბი-ჰეიბათის მეჩეთი
წმინდა მრევლის ეკლესია

ბაქოს აქვს დიდი ნაწილის მწვანე ზონები, რომლებიც დაცულია ეროვნული მთავრობის მიერ. თუმცა, ქალაქი კვლავ აგრძელებს სიმწვანის განვითარებას, რადგან ეკონომიკური აქტივობა დედაქალაქში გაიზარდა[31].

ბაქოს ბულვარი, რომელიც გასასეირნებელი ადგილია ბაქოს სანაპიროს გასწვრივ გადის. ბულვარში განთავსებულია გასართობი პარკი, იახტ კლუბი, მუსიკალური შადრევანი, ქანდაკებები და ძეგლები. მუგამის ახლად აშენებული საერთაშორისო ცენტრი და მუსიკალური შადრევანი მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს. სხვა ცნობილი პარკები და ბაღები მოიცავს ჰეიდარ ალიევის პარკს, სამედ ვურღუნის პარკს, ნარიმანოვის პარკს, ღირსების ხეივანსა და შადრევნების მოედანს.

ბაქო აზერბაიჯანის ყველაზე დიდი სატრანსპორტო კვანძია. ქალაქში რამდენიმე მნიშვნელოვანი საავტომობილო და სარკინიგზო მაგისტრალი გადის, არსებობს საზღვაო პორტი და საერთაშორისო აეროპორტი.

რესპუბლიკაში ავტოსატრანსპორტო საშუალებების მნიშვნელოვანი ნაწილი კონცენტრირებულია ქალაქში. ასე რომ, 2016 წლის 1 იანვრიდან ბაქოში დარეგისტრირებული იყო 728.7 ათასი ავტოსატრანსპორტო ერთეული[32].

საერთაშორისო ტრანსპორტი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ჰეიდარ ალიევის სახელობის აეროპორტი

ჰეიდარ ალიევის საერთაშორისო აეროპორტი — ერთ-ერთი შვიდი საერთაშორისო აეროპორტიდან, რომელიც ემსახურება აზერბაიჯანს. ადრე „ბინას საერთაშორისო აეროპორტის“ სახელს ატარებდა. სახელწოდება შეცვალეს 2004 წლის 10 მარტს აზერბაიჯანის მესამე პრეზიდენტის, ჰეიდარ ალიევის პატივსაცემად. მდებარეობს ქალაქის აღმოსავლეთით. სამგზავრო და სატვირთო რეისები ხორციელდება ევროპის, ახლო აღმოსავლეთის, სამხრეთ-აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში[33].

ძველი რკინიგზის შენობა

რკინიგზის ტრანსპორტი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამჟამად, მატარებლები ბაქოს რკინიგზის სადგურზე მოდიან. მატარებლები მოძრაობენ მოსკოვში, თბილისში, ხარკოვში, როსტოვში, აღსთაფაში, ყაზახში, სუმგაითში, ასტარში[34]. ბაქო-თბილისი-ყარსის დერეფნის გახსნის შემდეგ, იგეგმება მარშრუტების გახსნა ყარსსა და სტამბულში.

აზერბაიჯანის სატრანსპორტო სისტემის ნაწილი საერთაშორისო სატრანსპორტო პროექტებსა და კორიდორებშია, რომელიც წარმოადგენს ბაქო-თურქმენბაშის, ბაქო-აქტაუს სარკინიგზო ხაზებს.

მილსადენური ტრანსპორტი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბაქოს მეტროპოლიტენი — ქალაქური ტრანსპორტის სახეობა. მეტროპოლიტენმა მუშაობა დაიწყო 1967 წლის 6 ნოემბერს. 36,7 კმ სიგრძის ხაზებზე 25 სადგურია განლაგებული. ყველა სადგური განლაგებულია მიწისქვეშ და ძალიან ღრმა არის. სადგურების უმეტესობას მიწისქვეშა ვესტიბიულები და ქუჩის მიწისქვეშა გადასასვლელებიდან შესასვლელები აქვს.

1960 წელს ბაქოში ფუნიკულიორის სისტემა გაიხსნა, რომელიც აკავშირებს ნეფთჩილარისა და მთიანი პარკის პროსპექტებს. ფუნიკულიორი ალიშ ლემბერანსკის ინიციატივით აშენდა. ვაგონები ხარკოვში დამზადდა.

ბაქომ პირველად უმასპინძლა ფორმულა ერთის რბოლას 2016 წელს. ქალაქი ასევე უმასპინძლა უეფას ევრო 2020 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის სამი ჯგუფის თამაშს და მეოთხედფინალს[35].

2002 წლიდან ბაქოში ჩატარდა 36 ძირითადი სპორტული ღონისძიება. 2015 წელს ქალაქმა უმასპინძლა პირველ ევროპულ თამაშებს[36]. ბაქო ასევე 2017 წელს ისლამური სოლიდარობის თამაშებს უმასპინძლა[37].

ბაქო ასევე მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ჭადრაკის ცენტრია. ქალაქში ყოველწლიურად ტარდება საერთაშორისო ტურნირები, როგორიცაა ჭადრაკის გრან პრი, პრეზიდენტის თასი, Baku Open[38].

თამაშბის სამასპინძლოდ აშენდა პირველი კლასის სპორტული ობიექტები, მათ შორის ჰეიდარ ალიევის სპორტული და საკონცერტო კომპლექსი, რომელიც ბევრ სპორტულ ღონისძიებას მასპინძლობს. კომპლექსმა უმასპინძლა FIFA U-17 ქალთა მსოფლიო თასს, 2007 და 2009 წლებში მსოფლიოს რიტმული ტანვარჯიშის ჩემპიონატს, 2007 წელს ფილას ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატს და 2010 წელს ევროპის ჭიდაობის ჩემპიონატს, 2011 წელს მსოფლიო კრივის სამოყვარულო ჩემპიონატს, 2009 წელს ქალთა გამოწვევის თასს და 2007 წელს ევროპის ტაეკვონდოს ჩემპიონატს[39]. 2011 წლიდან ქალაქში ყოველწლიურად ტარდება WTA-ს ჩოგბურთის ტურნირი - Baku Cup[40].

ქალაქში უდიდესი სპორტული ცენტრია ბაქოს ოლიმპიური სტადიონი, რომელიც 68,700 ადამიანს იტევს. სტადიონის მშენებლობა დასრულდა 2015 წელს. ქალაქის სამი ძირითადი საფეხბურთო კლუბები არიან ნეფთჩი ბაქო, ინტერი ბაქო და ყარაბაღი.

საერთაშორისო ურთიერთობები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დამეგობრებული ქალაქები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პარტნიორი ქალაქები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიპლომატიური წარმომადგენლობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამჟამად ბაქოში 62 საელჩოა.

ბაქოს პანორამა
ღამის ხედი
დღის ხედი
  1. http://www.baku.azstat.org/section/demography/001.xls
  2. (აზერბაიჯანული) Bakı şəhəri - Azərbaycan Dövlət Statistika Komitəsi დაარქივებული 2012-06-30 საიტზე Wayback Machine.
  3. "Culture & Religion on Podium: Politicizing Linguistics".
  4. 4.0 4.1 История города Баку. Часть 1.
  5. BAKU - Encyclopædia Iranica
  6. 6.0 6.1 В. В. Бартольд. Часть 1 // Сочинения. — Москва: Восточная литература, 1963. — Т. 1. — С. 721.
  7. Керимов Э. А. Из истории этнографического изучения Азербайджана в русской науке (XV — первая четверть XIX в.) // Азербайджанский этнографический сборник. Вып. 1. — Баку: Изд-во АН Азербайджанской ССР, 1964. — С. 202—204, 210, 217.
  8. Лев Нуссимбаум - Эссад Бей - Курбан Саид. История загадки[მკვდარი ბმული]
  9. Азербайджанские беженцы, изгнанные из Карабаха…
  10. «Azerbaijani Militants vowed a 'real guerrilla war' against Soviet forces»/ Wall Street Journal, Bowling Green (Jan 24, 1990)
  11. Генплан Гянджи представлен на общественные дебаты
  12. Численность населения Азербайджана
  13. Центр Миграционных Исследований. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-08-31. ციტირების თარიღი: 2018-09-03.
  14. Kavkazskii Kalendar 1852 g., pp. 305–307
  15. Свод статистических данных о населении Закавказского края, извлечённых из посемейных списков 1886 года, г. Тифлис, 1893
  16. Первая всеобщая перепись населения Российской Империи 1897 г.
  17. The Azerbaijani Turks: Power and Identity Under Russian Rule, Audrey L. Altstadt, page 32, Hoover Press, 1992, ISBN 978-0-8179-9183-8
  18. The Azerbaijani Turks: Power and Identity Under Russian Rule, Audrey L. Altstadt, page 32, Hoover Press, 1992, ISBN 978-0-8179-9183-8
  19. Всесоюзная перепись населения 1926 года, т. 14, Закавказская СФСР, г. Москва, 1929
  20. Soviet 1939 census
  21. Soviet 1959 census
  22. Soviet 1970 census
  23. Soviet 1979 census
  24. "Ethnic composition of Azerbaijan 1999".
  25. "Ethnic composition of Azerbaijan 2009".
  26. Объявлена численность населения Баку[მკვდარი ბმული]
  27. Baku City
  28. The History of Oil in Azerbaijan
  29. Азербайджан: сто лет надежд
  30. Bakı bahalığına görə dünyada 48-cidir (აზერბაიჯანული)
  31. Экология и охрана окружающей среды в Азербайджане. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-05-15. ციტირების თარიღი: 2018-09-04.
  32. В Баку стало меньше автомобилей – СТАТИСТИКА - oxu.az
  33. Врата в Азербайджан: Новый терминал Международного аэропорта Гейдар Алиев
  34. ГРАФИК ДВИЖЕНИЯ
  35. Euro 2020: England might have to play games at Hampden Park დაარქივებული 2015-09-25 საიტზე Wayback Machine. - Independent
  36. Azerbaijan is a country known for its love of sport and sportsmanship.
  37. Report: Основные события 2017 года в Азербайджане и мире report.az
  38. Chess players from 11 countries to join "Baku Open 2010"-today.az
  39. Добро пожаловать в бакинский ад!
  40. Baku Cup (Кубок Баку по теннису)
  41. 41.0 41.1 СОВРЕМЕННЫЕ МЕЖДУНАРОДНЫЕ ОТНОШЕНИЯ И ВНЕШНЯЯ ПОЛИТИКА АЗЕРБАЙДЖАНА