გურამ დოჩანაშვილი
გურამ დოჩანაშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 26 მარტი, 1939 |
დაბადების ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
გარდაცვალების თარიღი | 3 აპრილი, 2021 (82 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | თბილისი, საქართველო |
დასაფლავებულია | საბურთალოს სასაფლაო[1] |
საქმიანობა | არქეოლოგი, მწერალი და რომანისტი |
ეროვნება | ქართველი |
მოქალაქეობა |
სსრკ საქართველო |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ჟანრი | მოკლე რომანი, ნოველა და დრამა |
Magnum opus | სამოსელი პირველი და ვატერ(პო)ლოო ანუ აღდგენითი სამუშაოები |
ჯილდოები | პრემია „საბა“, ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია და ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი |
გავლენა მოახდინეს | |
ხელმოწერა | |
გურამ დოჩანაშვილი (დ. 26 მარტი, 1939, თბილისი, საქართველოს სსრ — გ. 3 აპრილი, 2021, თბილისი, საქართველო)[2] — ქართველი კლასიკოსი მწერალი, თანამედროვე ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელი.
გურამ დოჩანაშვილის შემოქმედების მთავარი თემებია სიყვარული, სიკეთე, შეუპოვარი ბრძოლა ბოროტების წინააღმდეგ და თავისუფლებისკენ სწრაფვა. მისი შემოქმედება თარგმნილია მრავალ ენაზე და საფუძვლად დაედო ცნობილ კინოფილმებსა და ტელესპექტაკლებს.[3]
გურამ დოჩანაშვილის მამა, პეტრე დოჩანაშვილი, ექიმი იყო. დედა, გულნარა ემხვარი, აკაკი წერეთლის დის შვილთაშვილი. ბავშვობაში გურამ დოჩანაშვილი თბილისის სხვადასხვა უბანში იზრდებოდა, რაც მომავალში მისი ცოცხალი და უშრეტი ფანტაზიის წყარო გახდა. სკოლაში სწავლასთან ერთად, სამუსიკო სასწავლებელში ვიოლინოზე დაკვრას ეუფლებოდა.[4]
ახალგაზრდა დოჩანაშავილი შეუერთდა არალეგალურ პატრიოტულ ორგანიზაცია — „გორგასლიანს“. 17 წლის ასაკში, სკოლის მეგობრებთან ერთად, დააკავეს ანტისაბჭოური პროპაგანდის ბრალდებით და სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მოგვიანებით განაჩენი პირობითი სასჯელით შეეცვალა.[4]
1962 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი დაამთავრა, რის შემდეგაც ისტორიის, არქეოლოგიის და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის თანამშრომელი გახდა. ინსტიტუტში მუშაობისას მან მონაწილეობა მიიღო ათობით არქეოლოგიურ ექსპედიციაში.[4]
გურამ დოჩანაშვილის პირველი წიგნი, მოთხრობების კრებული „მთის გადაღმა“ 1966 წელს გამოიცა. ამავე წელს, მას და მის მეუღლეს — ნათელა სეფიაშვილს — პირველი შვილი შეეძინათ. დოჩანაშვილის მეორე შვილი — ირაკლი — 1968 წელს დაიბადა. 1990 წელს, 22 წლის ასაკში, ირაკლი დოჩანაშვილი აივნიდან გადავარდნით ტრაგიკულად დაიღუპა.[4]
მისი ერთ-ერთ ყვლეაზე მნიშვნელოვანი ნაწარმოების „სამოსელი პირველის“ გამოცემიდან ექვსი წლის შემდეგ დოჩანაშვილმა ნოველა „ვატერ(პო)ლოო ანუ აღდგენითი სამუშაოები“. 1989 წელს რეჟისორმა ნინო ახვლედიანმა გადაიღო ფილმი „ბესამე“, რომლის სცენარის ავტორი თავად დოჩანაშვილი იყო. მისი მოთხრობა „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“ შესულია სასკოლო პროგრამაში.[4]
გურამ დოჩანაშვილი იყო თბილისის საპატიო მოქალაქე [5], დაჯილდოებულია ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიით რომანისათვის „ბრმადყოფილზე. და…“ (ასევე, მთელი შემოქმედებითი მოღვაწეობისთვის)[6] და ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ლიტერატურული პრემიით „საბა“.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გურამ დოჩანაშვილი დაიბადა 1939 წლის 26 მარტს ქალაქ თბილისში. მომავალი მწერლის მამა — პეტრე დოჩანაშვილი იყო ექიმი, ხოლო დედა — გულნარა ემხვარი — დიასახლისი. გურამ დოჩანაშვილი იზრდებოდა თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ზემელზე, სოლოლაკსა და ვერაზე. მწერლის ბებია იყო მერი(ფაცა) კორძაია, პაპა — სილოვან ემხვარი (აკაკი წერეთლის დის შვილიშვილი) და ბებია — ოლღა გუსევა (მამის მხრიდან).
1957 წელს ანტისაბჭოთა საქმიანობისათვის 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, რაც მალე პირობითი სასჯელით შეუცვალეს. 1959 წელს შეუერთდა არალეგალური პატრიოტული ორგანიზაცია — „გორგასლიანს“.
1962 წელს დაამთავრა თსუ-ის ისტორიის ფაკულტეტი. უნივერსიტეტში სწავლისას გურამ დოჩანაშვილმა გაიცნო თავისი მომავალი მეუღლე, ნათელა სეფიაშვილი, რომელთანაც იქორწინა 1964 წელს.[7]
მწერლის ცხოვრებაში განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი იყო 1966 წელი: 7 აპრილს დაიბადა მისი პირველი შვილი, ქეთო და გამოიცა პირველი წიგნი, „მთის გადაღმა“. 1968 წელს გურამ დოჩანაშვილი მწერალთა კავშირის წევრი გახდა, ამავე წლის 29 მაისს დაიბადა მისი უმცროსი ვაჟი, ირაკლი, რომელიც 1990 წელს ტრაგიკულად დაიღუპა. [7]
გურამ დოჩანაშვილის პირველი მოთხრობები დაიბეჭდა ჟურნალ „ცისკარში“ 1961 წელს. მწერალი არის ლიტერატურული პრემია — „საბას“ ლაურეატი ნომინაციაში — „ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.“[7]
პრეზენტაცია „რაც უფრო მახსოვს, და მეტად მაგონდება“
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2010 წლის 17 დეკემბერს გურამ დოჩანაშვილის ბოლო ნაწარმოების, ავტობიოგრაფიული შინაარსის რომანის „რაც უფრო მახსოვს, და მეტად მაგონდება“ პრეზენტაცია გაიმართა. რომანი გურამ დოჩანაშვილის ბავშვობისა და ახალგაზრდობის პერიოდს მოიცავს. მწერალი წიგნზე სამი-ოთხი წლის განმავლობაში მუშაობდა. პრეზენტაციას დაესწრო თბილისის მერი გიგი უგულავა, კომპოზიტორი ვაჟა აზარაშვილი და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები, რომლებმაც ქართველ მკითხველს გურამ დოჩანაშვილის ახალი წიგნის გამოცემა მიულოცეს. [8]
განათლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1946 წელს მომავალი მწერალი სასწავლებლად მიაბარეს ვაჟთა პირველ სკოლაში. მისი თანაკლასელები და უახლოესი მეგობრები იყვნენ: მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია, ჯონდო მეტრეველი, ანატოლი მიქაძე, ვოვა სიხარულიძე, თამაზ გუნჯუა, თემურ ცერცვაძე, გურამ სხირტლაძე და სხვ. 1956 წელს სუკ-მა გურამ დოჩანაშვილს ბრალად წაუყენა ანტისაბჭოთა პროპაგანდა, ხოლო სასამართლომ სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა შემდგომ პირობითი სასჯელით შეუცვალეს.[7]
1957 წელს ექსტერნად დაამთავრა 61-ე საშუალო სკოლა და მუსიკალური სასწავლებელი (ვიოლინოს კლასი). იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ისტორიის ფაკულტეტზე და აქტიურად მონაწილეობდა არქეოლოგიურ გათხრებში. უკრავდა უნივერსიტეტის ორკესტრში. 1962 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.[7]
პროფესიული გამოცდილება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1962-1975 წლებში გურამ დოჩანაშვილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიის და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის არქეოლოგიური განყოფილების უმცროსი მეცნიერი თანამშრომელი იყო. ამ პერიოდში მწერალი მონაწილეობდა ქვის ხანის 30-მდე ძეგლის შესწავლაში. 1975-1985 წლებში ჟურნალ „მნათობის“ პროზის განყოფილების გამგე იყო, მეთაურობდა პროზის სექციას მწერალთა კავშირში. 1985 წლიდან კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მთავარ რედაქტორად მუშაობდა.[7]
გარდაცვალება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2021 წლის მარტში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. იგი თბილისის საავადმყოფო „ნიუ ჰოსპიტალის“ რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს.[9] გარდაიცვალა 2021 წლის 3 აპრილს.[10] დაკრძალულია საბურთალოს სასაფლაოზე, შვილის გვერდით, საკუთარი ანდერძის თანახმად.[11]
გამოცემული წიგნები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მთის გადაღმა, მოთხრობები. თბ., „ლიტერატურა და ხელოვნება“, 1966
- ნაბიჯი, მოთხრობები. თბ., „საბჭოთა საქართველო“, 1969
- ათასი წვრილმანი, თბ., „ნაკადული“, 1972
- მხიარული ბორცვი, მოთხრობები. თბ., „ნაკადული“, 1971
- სამოსელი პირველი, რომანი, წიგნები 1-4, თბ. გამომცემლობა ნაკადული, 1975-1990
- საქმე, მოთხრობები. თბ., „მერანი“, 1974
- მოთხრობები, თბ., საბჭოთა საქართველო, 1976
- ყველაზე კარგი პაპა, ზღაპარი უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვთათვის. თბ., საქ. კპცკ-ს გამ-ბა, 1976
- ერთი რამის სიყვარული, დაფარვა რომ სჭირდება ანუ მესამე ძმა კეჟერაძე, 1978
- განმსდგომი შუაკაცი, მოთხრობები. თბ., „ნაკადული“, 1983
- ორი მოთხრობა, თბ., „მერანი“, 1984
- ბაქანი, მოთხრობები. თბ., „მერანი“, 1988
- იქამდე, მოთხრობები. თბ., „ნაკადული“, 1991
- ოთხი მოთხრობა, თბ., „მერანი“. 1991
- კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა, მოთხრობები. თბ., „საარი“, 2001
- ხუთი მოთხრობა, თბ., „საარი“, 2002
- ძმისავ, მოთხრობა. თბ., „მარსი“, 2002
- ვატერ(პო)ლო ანუ აღდგენითი სამუშაოები, ფანტასტიკური მოთხრობა. თბ., „საარი“, 2002
- მხოლოდ ერთი კაცი, მოთხრობები, თბ., „მარსი“, 2002
- დაეძებდა: ერთგვარი მოთხრობა, ალაგ დეტექტივიც, თბ., „მარსი“, 2002
- ძნელი, მოთხრობები. თბ., „მარსი“, 2002
- ლოდი ნასაყდრალი, რომანი. თბ., „მარსი“.2002
- ხორუმი ქართული ცეკვაა, პიესა. თბ., „მარსი“, 2003
- თხზულებები, ოთხტომეული. თბ., 2003
- კეჟერაძეები, ოთხი მოთხრობა. თბ., „ლაშარელა“, 2005
- ისედაც დასავლეთელები ომარა და გივია და პლანეტა ჰოლივუდი, ახალი რომანი, „აისი“, 2005
- არის და იყოც უცნაური, ადამიანიც, წუთისოფელიც, თბ., „საარი“, 2009
- რაც უფრო მახსოვს, და მეტად მაგონდება, თბილისი, 2010
- ბრმადყოფილზე. და...[12], 2015
თეატრი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ვატერ(პო)ლოო ანუ აღდგენითი სამუშაოები[13], თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი, რეჟისორი ნუგზარ ბაგრატიონი-გრუზინსკი, 1989
- ვატერ(პო)ლოო, ქუთაისის მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრი, რეჟისორი თორნიკე მარჯანიშვილი, 2004
- ჰარალეთი, ჰარალეთი[14], თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი, რეჟისორი ნუგზარ ბაგრატიონი-გრუზინსკი, 2007
- მხოლოდ ერთი კაცი, თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი, რეჟისორი ნუგზარ ბაგრატიონი-გრუზინსკი, 2019
რადიოთეატრი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- უჩვეულო სტუმრობა, რეჟისორი ზურაბ კანდელაკი, 1975
- ფიქრები ფიროსმანზე, რეჟისორი ზურაბ კანდელაკი, 1977
- იგი სიყვარულისთვის იყო გაჩენილი, ანუ გრიშა და მთავარი, რეჟისორი ზურაბ კანდელაკი, 1978
- ვატერ(პო)ლოო, ანუ აღდგენითი სამუშაოები, რეჟისორი ზურაბ კანდელაკი, 1979
- მიხეილი და ალექსანდრე, რეჟისორი ზურაბ კანდელაკი, 1980
- სამოსელი პირველი (12 სერია), რეჟისორი ზურაბ კანდელაკი, 2002
- კაცი რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა, რეჟისორი ზურაბ კანდელაკი, 2003
კინო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბესამე (სცენარის თანაავტორი) – რეჟისორი ნინო ახვლედიანი, 1989
ტელევიზია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა, ტელესპექტაკლი, საქართველოს ტელევიზიის პირველი არხი, რეჟისორი ზურაბ კანდელაკი, 1975
- ერთი რამის სიყვარული, დაფარვა რომ სჭირდება, ტელესპექტაკლი, საქართველოს ტელევიზიის პირველი არხი, რეჟისორი ზურაბ კანდელაკი, 1979
პრემიები და ჯილდოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საქართველოს ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის კავალერი[15], 2010
- ლიტერატურული პრემია საბა ნომინაციაში „ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“, 2010
- ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია რომანისათვის „ბრმადყოფილზე. და…“ (ასევე, მთელი შემოქმედებითი მოღვაწეობისთვის)[16], 2018
- თბილისის საპატიო მოქალაქე — დაჯილდოვდა 2020 წლის 3 ოქტომბერს.[17]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ https://www.interpressnews.ge/ka/article/650135-guram-dochanashvili-samebis-sakatedro-tazridan-gamoasvenes/
- ↑ „მწერალი გურამ დოჩანაშვილი გარდაიცვალა“. www.ambebi.ge. ციტირების თარიღი: 3 აპრილი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება) - ↑ ქ. თბილისის 181- ე საჯარო სკოლა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-01-14. ციტირების თარიღი: 2011-01-01.
- ↑ 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 გიორგი მუზაშვილი. "დედამიწას სიყვარული ატრიალებს" — გურამ დოჩანაშვილის ცხოვრება ფაქტებსა და ფოტოებში. ციტირების თარიღი: 2021-04-04.
- ↑ COVID-19-თან მებრძოლ ექიმებს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭათ. netgazeti.ge (2020-20-03). ციტირების თარიღი: 4 ოქტომბერი, 2020.
- ↑ პრეზიდენტმა შოთა რუსთაველის და ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიებისა და ეროვნული პრემიის ლაურეატები დააჯილდოვა
- ↑ 7.0 7.1 7.2 7.3 7.4 7.5 გურამ დოჩანაშვილის ბიოგრაფია[მკვდარი ბმული] — 400.ge
- ↑ საინფორმაციო სააგენტო GeoNews[მკვდარი ბმული] — გურამ დოჩანაშვილის ახალი წიგნი — „რაც უფრო მახსოვს, და მეტად მაგონდება“ პრეზენტაცია გაიმართა
- ↑ „გურამ დოჩანაშვილი კლინიკაში გადაიყვანეს, მისი მდგომარეობა მძიმეა“. On.ge. 2 აპრილი, 2021. ციტირების თარიღი: 3 აპრილი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ „გარდაიცვალა გურამ დოჩანაშვილი“. 1tv.ge. ციტირების თარიღი: 3 აპრილი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება) - ↑ ცქიფურიშვილი, ნათია (6 აპრილი, 2021). „გურამ დოჩანაშვილი საბურთალოს სასაფლაოზე, შვილის გვერდით დაკრძალეს“. netgazeti.ge. ციტირების თარიღი: 6 აპრილი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ ბრმადყოფილზე. და...
- ↑ ვატერ(პო)ლოო ანუ აღდგენითი სამუშაოები[მკვდარი ბმული]
- ↑ ჰარალეთი, ჰარალეთი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-12-05. ციტირების თარიღი: 2021-04-07.
- ↑ ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი
- ↑ პრეზიდენტმა შოთა რუსთაველის და ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიებისა და ეროვნული პრემიის ლაურეატები დააჯილდოვა
- ↑ COVID-19-თან მებრძოლ ექიმებს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭათ. netgazeti.ge (2020-20-03). ციტირების თარიღი: 4 ოქტომბერი, 2020.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პორტალი „ბიოგრაფიები“ | |
გურამ დოჩანაშვილი ვიკიციტატებში | |
გურამ დოჩანაშვილი ვიკისაწყობში |
- გურამ დოჩანაშვილის შემოქმედებანი დაარქივებული 2016-03-05 საიტზე Wayback Machine. - ner.ge - "ქართული ლიტერატურის დიდი ბიბლიოთეკა"
- გურამ დოჩანაშვილი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ინფორმაცია გურამ დოჩანაშვილის შესახებ 400.ge-ზე[მკვდარი ბმული]
- გურამ დოჩანაშვილი[მკვდარი ბმული], ქ. თბილისის 181- ე საჯარო სკოლა. მწერლისადმი მიძღვნილი საიტი.
- გურამ დოჩანაშვილი დაარქივებული 2004-09-23 საიტზე Wayback Machine. , lib.ge დაარქივებული 2010-11-25 საიტზე Wayback Machine. . შემოქმედება.
- გურამ დოჩანაშვილი
- ექსკლუზიური ინტერვიუ მწერალ გურამ დოჩანაშვილთან // Presa.ge_27.12.2010
- "სამოსელი პირველი"-ს მოყვარულთა გვერდი Facebook-ზე
- დაბადებული 26 მარტი
- დაბადებული 1939
- თბილისში დაბადებულები
- გარდაცვლილი 3 აპრილი
- გარდაცვლილი 2021
- თბილისში გარდაცვლილები
- საბას პრემიის ლაურეატები
- ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის ლაურეატები
- ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის კავალრები
- ქართველი მწერლები
- საქართველოს ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის კავალრები
- თბილისის საპატიო მოქალაქეები (2020)
- საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატები
- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები