დავით გადელია
დავით გადელია | |
---|---|
დაბადების თარიღი | 1 მარტი, 1959 |
დაბადების ადგილი | ცხაკაია, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი |
ეროვნება | ქართველი |
დავით გადელია (დ. 1 მარტი, 1959, ცხაკაია, ახლანდ. სენაკი) — ქართველი ექიმი. აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალური დირექტორი.
1983 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. 1984 წელს იყო რუსთავის ფსიქონევროლოგიური დისპანსერის ექიმი-ფსიქიატრი. 1986 წლიდან გარდაბნის რაიონის მთავარი ექიმის მოადგილე. 1991–1994 წლებში საქართველოს ჯანმრთელობის სამინისტროს რეფორმების შტაბის წევრი.
1995-1999 წლებში იყო საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით (საარჩევნო ბლოკიდან „ეროვნულ–დემოკრატიული პარტია“), ჯანმრრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე.
თბილისობასთან დაკავშირებით, 2020 წლის 3 ოქტომბერს, COVID-19-ის პანდემიასთან მებრძოლ რვა ექიმთან ერთად თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა.[1]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დავით გადელია — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- დავით გადელია — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ COVID-19-თან მებრძოლ ექიმებს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭათ. netgazeti.ge (2020-20-03). ციტირების თარიღი: 4 ოქტომბერი, 2020.