დიადი განთიადი
იერსახე
„დიადი განთიადი“ | |
---|---|
დამდგმელი რეჟისორი | მიხეილ ჭიაურელი |
სცენარის ავტორი | გიორგი ცაგარელი, მიხეილ ჭიაურელი |
როლებში | სპარტაკ ბაღაშვილი, ალექსანდრე (სანდრო) ჟორჟოლიანი, შალვა ღამბაშიძე, გიორგი შავგულიძე და სხვ. |
კომპოზიტორი | ივანე გოკიელი |
ხმის ოპერატორი | ალექსანდრე შუგერმანი |
მხატვარი | შალვა მამალაძე |
სტუდია | „ქართული ფილმი“ |
გამოსვლის თარიღი | 1938 |
ხანგრძლივობა | 86 წუთი |
ქვეყანა | სსრკ |
დიადი განთიადი — ისტორიულ-რევოლუციური ჟანრის მხატვრული ფილმი. რეჟისორი მიხეილ ჭიაურელი. ფილმის პრემიერა გაიმართა 1938 წლის 6 ნოემბერს.
სიუჟეტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1917 წელი. რევოლუციურად განწყობილ ჯარისკაცებს გერმანიის ფრონტზე ბრძოლა აღარ სურთ. ყველა გამოსვლაში ისმის მოწოდება: გერმანიასთან ომი უნდა დასრულდეს! ისინი დელეგატების — ღუდუშაურის, პანასიუკისა და ერშოვის ხელით გაზეთ „პრავდის“ რადაქციას ფრონტზე შეკრებილ ფულს გაუგზავნიან. დელეგატებს სტალინი მიიღებს. პეტროგრადში საპროტესტო მიტინგები ხშირდება. ლენინი ხალხს შეიარღებული აჯანყებისკენ მოუწოდებს. დროებითი მთავრობა ცეცხლს გაუხსნის მომიტინგეებს. აჯანყების დღე დანიშნულია: 25 ოქტომბერი. ჯარისკაცთა დელეგატები ზამთრის სასახლის იერიშში მონაწილეთა შორის მოხვდებიან…
როლებში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კონსტანტინე მიუფკე — ლენინი
- მიხეილ გელოვანი — სტალინი
- ბორის პოლტავცევი — სვერდლოვი
- სპარტაკ ბაღაშვილი — გიორგი ღუდუშაური
- ტამარა მაკაროვა — სვეტლანა
- ანა სმირნოვა — სვეტლანას დედა
- ვასილ მატოვი — ერშოვი (ჯარისკაცი)
- დ. ივანოვი — პანასიუკი (გლეხი)
- გიორგი საღარაძე — წერეთელი (მინისტრი)
- მიხეილ ჩიხლაძე — მიქელაძე (პოლკოვნიკი)
- ალექსანდრე (სანდრო) ჟორჟოლიანი — სამხედრო ექიმი
- შალვა ღამბაშიძე — ქარუმიძე (დიპლომატი)
- გიორგი შავგულიძე — პავლე ღუდუშაური
- ნუცა ჩხეიძე — ღუდუშაურის დედა
- ალექსანდრე კვალიაშვილი
- შალვა ხუსკივაძე
- გიორგი ჯავაშვილი
- დიმიტრი ყიფიანი
ჯილდოები და პრიზები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1941 — სახელმწიფო პრემია
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ეროვნული ფილმოგრაფია — დიადი განთიადი
- „დიადი განთიადი“ — კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა (ინგლისური)
|