შინაარსზე გადასვლა

დომინიკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დომინიკის თანამეგობრობა
ინგლ. Commonwealth of Dominica
დომინიკა
დომინიკის
გერბი
დევიზი: Après le Bondie, C'est la Ter ფრანგული
ჰიმნი: „Isle of Beauty, Isle of Splendour“
დომინიკის მდებარეობა
დედაქალაქი
(და უდიდესი ქალაქი)
როზო
15°18′ ჩ. გ. 61°23′ დ. გ. / 15.300° ჩ. გ. 61.383° დ. გ. / 15.300; -61.383
ოფიციალური ენა ინგლისური
მთავრობა საპარლამენტო რესპუბლიკა
 -  პრეზიდენტი სილვანი ბარტონი
 -  პრ.-მინისტრი რუზველტ სკერიტი
ფართობი
 -  სულ 754 კმ2 (172-ე)
 -  წყალი (%) 1.6
მოსახლეობა
 -   შეფასებით 69 029 (184-ე)
 -  2018 აღწერა 71,625 
 -  სიმჭიდროვე 93 კაცი/კმ2 (120-ე)
მშპ (მუპ) 2005 შეფასებით
 -  სულ $384 მილიარდი (209-ე)
 -  ერთ მოსახლეზე $5970 (110)
ვალუტა აღმოსავლეთ კარიბის დოლარი (XCD)
დროის სარტყელი UTC-04:00
ქვეყნის კოდი DOM
Internet TLD .dm
სატელეფონო კოდი 767

დომინიკა (ინგლ. Dominica, დომინიკის თანამეგობრობა ინგლ. Commonwealth of Dominica) – სახელმწიფო კარიბის ზღვაში, მცირე ანტილის არქიპელაგში ამავე სახელწოდების კუნძულზე. დომინიკის ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს გვადელუპა, სამხრეთ-აღმოსავლეთით მარტინიკა. ფართობი – 754 კმ², მოსახლეობა 71 625 კაცი (2018 წლის შეფასება). დედაქალაქია როზო (ინგლ. Roseau).

კუნძული მე-5 საუკუნეში არავაკებით დასახლდა, რომლებიც აქ სამხრეთ ამერიკიდან მოხვდნენ. ქრისტეფორე კოლუმბის მონაცემებით, მან კუნძულს 1493 წლის 3 ნოემბერს, კვირას მიაღწია. მოგვიანებით ტერიტორია ევროპელებმა კოლონიზატორებმა დაიპყრეს. 1690-დან 1763 წლამდე კუნძულს ფრანგები მმართავდნენ. ფრანგებმა ქვეყანაში დასავლეთ აფრიკიდან დამონებული ტყვეები შემოიყვანეს ყავის პლანტაციებზე სამუშაოდ. 1763 წელს შვიდწლიანი ომის შემდეგ კუნძული დიდმა ბრიტანეთმა დაიპყრო და ოფიციალურ ენად ინგლისური გამოაცხადა. კუნძულმა დამოუკიდებლობა 1978 წელს მოიპოვა.

დომინიკას თავისი ბუნებრივი გარემოს მეტსახელად "კარიბის ზღვის ბუნების კუნძული" უწოდეს.[1] კუნძული მცირე ანტილიებიდან ყველაზე პატარაა. კუნძულზე უიშვიათესი სახეობის მცენარეები, ფრინველები და ცხოველები ბინადრობს. სისეროუს თუთიყუში, ასევე ცნობილია როგორც იმპერიული ამაზონი, მსოფლიოში მხოლოდ დომინიკაში ბინადრობს. ის კუნძულის ეროვნული ფრინველია და რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს, გამოსახულია ეროვნულ დროშაზე. თუთიყუში იასამნისფერი შეფერილობისაა, რაც დროშას უნიკალურს ხდის. მსოფლიოში მხოლოდ ორი დროშა შეიცავს იასამნისფერ ფერს და დომინიკა ერთ-ერთია (მეორე ასეთი არის ნიკარაგუის დროშა).

დომინიკაში კარიბები ცხოვრობდნენ, რომლებმაც სავარაუდოდ არავაკები კუნძულიდან უნდა გაეყარათ. [2] კარიბები კუნძულს ვუაი'ტუ კაბულის ეძახდნენ რაც ითარგმნება როგორც ,,სიმაღლე მისი სხეულია''.

ქრისტეფორე კოლუმბმა , რომელიც ესპანეთის სახელით მცურავი იყო კუნძულს დომინიკა უწოდა. სახელი ლათინური ტერმინიდან dies Dominica მომდინარეობდა და ნიშნავდა კვირას. ეს ის დღე იყო, როდესაც ესპანელმა კოლონიზატორებმა კუნძული პირველად ნახეს 1493 წლის 3 ნოემბერს.

ესპანელები, რომლებიც კოლუმბის მოგზაურობისას კუნძულზე დარჩნენ ადგილობრივებმა კუნძულიდან გაყარეს. 1642-1650 წლებში ფრანგი მისიონერი რაიმონდ ბრეტონი კუნძულს რეგულარულად სტუმრობდა.

1660 წელს ინგლისელები და ფრანგები შეთანხმდნენ, რომ დომინიკა და სენტ-ვინსეტი არ უნდა დასახლებულიყვნენ ის კარიბებისთვის ნეიტრალურ ტერიტორიად უნდა დაეტოვებინათ. მაგრამ დომინიკას ბუნებრივმა რესურსებმა ფრანგი და ბრიტანელი მეტყევეები მიიზიდა, რომლებმაც ხე-ტყის რესურსის გაჩეხვა დაიწყეს. 1690 წელს ფრანგმა მეტყევეებმა მარტინიკადან და გვადელუპადან კუნძულზე პირველი მუდმივი დასახლებები შექმნეს. სწორედ მათვე ჩამოიყვანეს დასავლეთ აფრიკელი ტყვეები მარტინიკაში.

1727 წელს ფრანგმა სარდალმა, ლი გრანდმა კუნძულზე ფრანგული მთავრობა ჩამოაყალიბა. ამით დომინიკა ოფიციალურად გახდა საფრანგეთის კოლონია და კუნძული დაიყო ოლქებად ან "მეოთხედებად", როგოც მას ფრანგები უწოდებდნენ.[3] ფრანგებს უკვე განვითარებული ჰქონდათ სოფლის მეურნეობა მარტინიკასა და გვადელუპაზე, რომლებიც უმეტესად შაქრის პლანტაციებით იყო წარმოდგენილი, სადაც აფრიკელ ტყვეებს ამუშავებდნენ. დომინიკაზე მათ ყავის პლანტაციები გააშენეს. მათ დიდი რაოდენობით აფრიკელები ჩაიყვანეს სამუშაოდ, რითაც მოსახლეობის უმეტესობა ეთნიკურად აფრიკელი გახდა.

1770 წელი, თეთრეულის ბაზარი დომინიკაში

1761 წელს შვიდწლიანი ომის მსვლელობისას ბრიტანულმა ექსპედიციამ ანდრიუ როლოს მეთაურობით კარიბის რამდენიმე კუნძული დაიპყრო და მათ შორის, დომინიკაც. 1763 წელს საფრანგეთი დიდ ბრიტანეთთან ბრძოლაში დამარცხდა და კუნძული პარიზის ხელშეკრულების თანახმად ბრიტანელებს გადაეცა. ამავე წელს ბრიტანელებმა შექმნეს საკანონმდებლო ასამბლეა, სადაც მხოლოდ ევროპელი წარმოშობის ხალხი იყვნენ წარმოდგენილები. ფრანგული ენა ოფიციალურ ენად დარჩა. ამასთანავე განვითარდა ანტილეური კრეოლი, რომელიც მოსახლეობის უმეტესობისთვის მთავარ ენას წარმოადგენდა.

1778 წელს, დომინიკის მოსახლეობის აქტიური ხელშეწყობით საფრანგეთმა კუნძულის ხელახალი დაპყრობა დაიწყო. ეს 1783 წლის პარიზის ზავით მალევე დასრულდა და კუნძული ისევ ბრიტანეთის დაქვემდებარებაში დარჩა. კუნძულის მოსახლეობა, განსაკუთრებით კი შერეული რასის წარმომადგენლები ბრიტანეთის კანონებს წინააღმდეგობას უწევდა. ბრიტანელებმა შეინარჩუნეს კონტროლი საფრანგეთის შემოსევებისდა მიუხედავად 1795 და 1805 წლებში.

1805 წელს დომინიკა დიდი ბრიტანეთის ოფიციალური კოლონია გახდა. 1833 წელს მონობის გაუქმების აქტით, ბრიტანეთმა დაასრულა მონობის ინსტიტუტი მთელ თავის იმპერიაში,მათ შორის დომინიკაშიც. გამონაკლის მხოლოდ ინდოეთი წარმოადგენდა. [1]

1835 წელს დომინიკის საკანონმდებლო ასამბლეაზე პირველად აირჩიეს აფრიკული წარმოშობის სამი ადამიანი. მეზობელი ფრანგული კოლონიებიდან ბევრი მონა გაიქცა დომინიკაში. 1838 წელს დომინიკა გახდა ბრიტანეთის დასავლეთის ინდიელთა პირველი კოლონია, რომლის საკანონმდებლო ორგანო, ეთნიკურად აფრიკელების მიერ კონტროლდებოდა. ამ კანონმდებელთა უმეტესი ნაწილი მონობის გაუქმებამდე თავისუფალი მეწარმეები იყვნენ. რომელთა ეკონომიკური და სოციალური შეხედულებები ინგლისურის პლანეტარული კლასის ინტერესებისგან მკვეთრად განსხვავდებოდა. 1871 წლიდან კუნძულის აფრიკელი მოსახლეობის უფლებები მკვეთრად შესუსტდა.

ადრეული მე-20 საუკუნე

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
დომინიკური საფოსტო მარკები ჯორჯ VI-სა და ელისაბედ II-ის გამოსახულებით

პირველი მსოფლიო ომის დროს ბევრი დომინიკელი მიიღეს ბრიტანეთის არმიაში მიიღეს და ევროპაში საბრძოლოდ გაუშვეს.

მეორე მსოფლიო ომის დროს, ზოგიერთი დომინიკელი მოხალისედ მონაწილეობდა ბრიტანეთისა და კარიბის ზღვის ძალებში.

კარიბის კუნძულების ქვეყნები 1958 წლიდან 1962 წლამდე ცდილობდნენ, 1958 წელს დომინიკა დასავლეთ ინიელთა ფედერაციის წევრი სახელმწიფო გახდა. 1962 წელს, ფედერაციის დაშლის შემდეგ დომინიკა დიდი ბრიტანეთის ასოცირებული სახელმწიფო გახდა. 1978 წლის 3 ნოემბერს დომინიკას მიენიჭა დამოუკიდებლობა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი პატრიკ ჯონი ხელმძღვანელობდა. [4]

დომინიკა კარიბის ზღვის კუნძულოვანი სახელმწიფოა. ის ქარიშხლის კუნძულებიდან ყველაზე ჩრდილოეთით მდებარეობს. ქვეყნის ზომა დაახლოებით 750 კვ.კილომეტრია (289.5 კვადრატული მილი). სიგრძე 47 კმ-ია(29 მილი) , ხოლო სიგანე 26 კმ (16 მილი).

ქარიშხალი მარიას შედეგები როზოში.

ცნობილია როგორც "კარიბის ზღვის კუნძული ბუნება" თავისი აყვავებულ პეიზაჟებისა და მრავალფეროვანი ფლორისა და ფაუნის გამო, დომინიკა უმეტესწილად არის დაფარული ტროპიკული ტყეებით. აქ მდებარეობს მსოფლიოში სიდიდით მეორე გეოთერმული ტბა, რომლის სახელწოდება მდუღარე ტბაა.[5] დაარქივებული 2016-01-30 საიტზე Wayback Machine. [6] კუნძული მცირე ანტილიის კუნძულებიდან ყველაზე მთიანია. ასევე კუნძული ცნობილია ვულკანებითაც, რომელთაგან უმაღლესიც 1447 მეტრის სიმაღლისაა. მორნ-ტრუა-პიტონის ეროვნული პარკი ტროპიკული ტყეა, რომელიც შერწყმულია ვულკანურ ქანებთან.ეს მსოფლიო მემკვიდრეობა იქნა აღიარებული 4 აპრილს, 1995 წელს.ქვეყნის ჩრდილო-არმოსავლეთში მდებარე დასახლება კალიბიშის ქვიშიანი სანაპიროები აქვს. [7] დაარქივებული 2017-05-27 საიტზე Wayback Machine. ზოგიერთი მცენარე და ცხოველი, რომლებზეც ფიქრობენ რომ გადაშენებულები არიან სწორედ დომინიკას ტყეებში შეიძლება აღმოვაჩინოთ.[8] დაარქივებული 2016-03-04 საიტზე Wayback Machine. კუნძულს რამდენიმე დაცული ტერიტორია აქვს. რამდენიმე წლის განმავლობაში მთავრობა ცდილობდა კუნძულის წახალისებას, როგორც ეკოტურიზმის დანიშნულების ადგილს, თუმცა 2017 წლის ქარიშხალმა ეს გეგმები შეცვალა.

დომინიკაზე მოსახლეობის განაწილების ორი ძირითადი ცენტრი არსებობს ერთ-ერთი დედაქალაქი როზოა(14,725 მოსახლე), ხოლო მეორე - პორტსმაუთი (4,167 მოსახლე). დასახლებების ძირითადი ცენტრები სანაპირეობის მიმდებარედ მდებარეობს. მთიან ნაწილებში დასახლებები იშვიათად გვხვდება.

დომინიკა ტროპიკული ციკლონებისგან დაუცველია, რადგან ის ქარიშხლიან რეგიონში მდებარეობს. 1979 წელს ქარიშხალმა დავიდმა ქვეყანას მე-4 კატეგორიის ქარიშხალი დაატეხა, რამაც ქვეყანას უდიდესი ზიანი მიაყენა. 2017 წლის ქარიშხალ მარიას შედეგად კუნძულის ზარალი 930 მილიონი ამერიკული დოლარი, რაც დომინიკის მთლიანი შიდა პროდუქტის 226%-ს წარმოადგენდა. [9]

სადავო ტერიტორიები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუნძულ დომინიკას სადავო ტერიტორია ვენესუელასთან აქვს. კონკრეტულად პრეტენზია დაკავშირებულია კუნძულ ისლა დე ავესთან (სიტყვასიტყვით ითარგმნება, როგორც ფრინველთა კუნძული,მაგრამ დომინიკის ხელისუფლება მას ”ჩიტის ქვად” მოიხსენიებს). ეს პატარა კუნძული დომინიკადან 225 კმ-ით დასავლეთით მდებარეობს.

დომინიკა საპარლამენტო რესპუბლიკაა და ამავდროულად ერთა თანამეგობრობის წევრი სახელმწიფო. [10] სახელმწიფოს მეთაური პრეზიდენტია, ხოლო აღმასრულებელი ხელისუფლება ეკისრება კაბინეტს, რომელსაც ხელმძღვანელობს პრემიერ-მინისტრი.პარლამენტი შედგება 30-კაციანი ასამბლეის პალატისაგან, რომელთაგან 21 უშუალოდ არჩეული წევრია, ხოლო ცხრა სენატორი, რომლებიც არჩეულია პრეზიდენტის ან პალატის სხვა წევრების მიერ.

დომინიკა ასევე არის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს წევრი.

ადმინისტრაციული დაყოფა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დომინიკა 10 სამრეკლოდ (პარიშად) იყოფა. თითოეულს თან მითითებული აქვს მოსახლეობის ოდენობა 2011 წლის მონაცემებით

  1. წმინდა ჯონის სამრეკლო (6,561)
  2. წმინდა პიტერის სამრეკლო (1,430)
  3. წმინდა ანდრიას სამრეკლო (9,471)
  4. წმინდა იოსების სამრეკლო (5,637)
  5. წმინდა დავიდის სამრეკლო (6,043)
  6. წმინდა პაულის სამრეკლო (9,786)
  7. წმინდა გიორგის სამრეკლი (21,241)
  8. წმინდა პატრიკის სამრეკლო (7,622)
  9. წმინდა ლუკას სამრეკლო (1,668)
  10. წმნიდა მარკის სამრეკლო (1,834)

დომინიკაში უმეტესად ვულკანებია. მას რამდენიმე პლაჟიც აქვს. აქ ტურიზმი შედარებით ნელა ვითარდება, ვიდრე მის მეზობელ კუნძულებზე. მიუხედავად ამისა დომინიკას მთები, ტროპიკული ტყეები, ცხელი ტბები, მტკნარი წყლის ტბები და ჩანჩქერები კუნძულს ეკოტურიზმის მიმზიდველ დანიშნულების ადგილად აქცევს. კარიბის ზღვის აუზის 22 ქვეყნიდან 2008 წელს დომინიკას ყველაზე ცოტა ვიზიტორი ჰყავდა (სულ 55 800 ვიზიტორი). 950

ბატალის ყურე, დომინიკა

დომინიკელთა უმეტესობა აფრიკელი წარმოშობისაა. უმცირესობას წარმოადგენენ ევროპული წარმოშობის ხალხი (უმეტესად ბრიტანელები, ფრანგები და იშვიათად ირლანდიელები), ასევე ცხოვრობენ ლიბანელები, სირიელები და აზიელები. დომინიკა ასევე არის ერთადერთი აღმოსავლეთ კარიბის კუნძული, რომელსაც ჯერ კიდევ აქვს პრე-კოლუმბიური მშობლიური კალინაგოს (ადრე უწოდებდნენ კარიბებს) მოსახლეობა. 2014 წლის მონაცემებით კალინაგოს მოსახლეობა 3 000-ღაა დარჩენილი. ისინი ცხოვრობენ დომინიკის რვა სოფელში, ქვეყნის აღმოსავლეთ სანაპიროზე.

დომინიკის მოსახლეობის ზრდის ტემპი ძალიან დაბალია, რაც ძირითადად სხვა ქვეყნებში ემიგრაციის გამოა. 21-ე საუკუნეში დომინიკელთა უმრავლესობა საცხოვრებლად შემდეგ ქვეყნებში გადავიდა:

1902 წელს, 8 მაისს, მარტინიკაზე ვულკანი მონტან-პელე ამოიფრქვა, რომლის შედეგადაც ქალაქი სენ-პიერი განადგურდა. მარტინიკელეფი ნავებით გადავიდნენ დომინიკის კუნძულის სამხრეთ ნაწილში დასახლდნენ. მარტინიკელთა ნაწილი დღესაც სამხრეთის სოფლებში ცხოვრობს.

დომინიკას ოფიციალური ენა ინგლისურია, რომელზეც ყველას შეუძლია საუბარი. გარდა ამისა, დომინიკელთა უმრავლესობა დომინიკურ კრეოლზეც საუბრობს, რომელიც ფრანგულზეა დაფუძნებული. ეს განპირობებულია წარსულში კუნძულის ფრანგულენოვანი მოსახლეობით და ასევე მეზობელი ორი კუნძულით, რომლებზედაც ოფიციალურ ენას ფრანგული წარმოადგენს.

როზოს კათედრალი

კუნძულის მოსახლეობის 61.4 % კათოლიკე ქრისტიანია. ბოლო წლებში ქვეყანაში პროტესტანტთა რიცხვი გაიზარდა. დაახლოებით 10-12 % მეშვიდე დღის ადვენტისტულ ეკლესიის მიმდევრები არიან. ქვეყანაში ასევე გავრცელებულია სპირიტიზმი (2.6 %), ბაჰაიზმი (1.7 %) და აგნოსტიციზმი (0.5 %).


რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. https://www.pdavis.nl/Legis_07.htm