ერიხ ნაუმანი
ერიხ ნაუმანი (გერმ.: Erich Naumann) (დ. 29 აპრილი, 1905, მაისენი, საქსონია — გ. 7 ივნისი, 1951, ლანდსბერგ-ამ-ლეხი, ბავარია) — «სს»-ის ბრიგადენფიურერი და პოლიციის გენერალ-მაიორი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ერიხ ნაუმანი დაიბადა ქალაქ მაისენში. სკოლის დამთავრების შემდეგ, 1921 წლიდან იგი სავარო საქმის შესწავლით იყო დაკავებული. 1933 წელს მან ფირმა დატოვა, როგორც პროკურისტის პროფესიამიღებულმა. 1929 წელს ნაუმანი «ნსდაპ»-ის წევრი გახდა. თავდაპირველად ცაეწერა «სა»-ს რიგებში და მხოლოდ "რიომის პუტჩის" შემდეგ გადავიდა «სს»-ში. 1935 წელს იგი «სს»-ის მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს. იმავე წელს მან მუშაობა დაიწყო «სდ»-ში. იგი «რსჰა III»-ის ერთ-ერთი განყოფილების უფროსად დაინიშნა. მისი ხელმძღვანელი იყო ჰაინც იოსტი. მოკლე ხანში ნაუმანი გადაიყვანეს ნიურნბერგის "უშიშროების პოლიციისა და სდ-ს ინსპექტორის თანამდებობაზე.
1941 წლის ნოემბერში ნაუმანი დაინიშნა «სპეცჯგუფი "ბ"»-ს შეფად. ამ თანამდებობაზე მან შეცვალა ართურ ნებე. სპეცჯგუფი სსრკ-ში ბელორუსიის ტერიტორიაზე მოქმედებდა. მხოლოდ 1942 წლის მარტში ნაუმანის სპეცჯგუფმა 3500-მდე ებრაელი და ბოშა გაანადგურა. 1942 წლის დეკემბერში ნაუმანის ბერლინს უპატაკა 1 წლის განმავლობაში 134 298 ადამიანის განადგურება.
მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ნაუმანი დააპატიმრეს და 1948 წელს ნიურნბერგის ტრიბუნალმა მას სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. 1951 წლის 9 იანვარს გერმანიის ბუნდესტაგის წევრებმა და სახალხო დამცველმა კარლო შმიდმა შუამდგომლობა იკისრეს ამერიკის უმაღლეს კომისართან ჯონ მაკქლოისთან ნაუმანის შეწყალების თაობაზე. შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.
1951 წლის 7 ივნისს ერიხ ნაუმანი და მისი თანამონაწილენი ოსვალდ პოლი, ოტო ოლენდორფი, პაულ ბლობელი და ვერნერ ბრაუნე ლანდსბერგის ციხეში სიკვდილით იქნენ დასჯილი.