შინაარსზე გადასვლა

იურიდიული პირი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

იურიდიული პირი — განსაზღვრული მიზნის მისაღწევად შექმნილი, საკუთარი ქონების მქონე ორგანიზებული წარმონაქმნი, რომელიც თავისი ქონებით დამოუკიდებლად აგებს პასუხს და საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ[1].

ისტორიული ექსკურსი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თანამედროვე იურიდიული პირის წინამორბებად მიიჩნევა პირთა გაერთიანებას „universitas“, რომელიც შეიქმნა შუა საუკუნეებში — Ius Commune-ს ეპოქაში[შენიშვნა 1]. Universitas მოძღვრების საფუძველია პირთა გაერთიანება. Universitas გამოცალკევებულია მისი წევრებისგან და შეიძლება მისი განხილვა ცალკე პირად, ანუ persona ficta-დ (ლათ. ფიქციური პირი) და არა პიროვნებად. ამის გამო, იგი დამოუკიდებელია წევრთა შეცვლისგან, აქვს საკუთარი ქონება და მოქმედებს თავისი ორგანოების მეშვეობით და შეუძლია ჰქონდეს საკუთარი წესდება[2].

Universita-ს ჰქონდა საკუთარი წესდება (ლათ. Statuta). გაერთიანება ურთიერთობაში გამოდიოდა მისი წევრების, ფიზიკური პირების მეშვეობით, რომლებიც მას წარმოადგენდნენ საგარეო ურთიერთობაბში.

  1. Ius Commune წარმოადგენს საერთო სამართალს კონტინენტურ ევროპაში