შინაარსზე გადასვლა

კახაბერ ქოიავა

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კახაბერ ქოიავა
დაბ. თარიღი 1 იანვარი, 1976 (1976-01-01) (48 წლის)
დაბ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საქართველოს დროშა საქართველო
საქმიანობა მეცნიერი
მუშაობის ადგილი ალექსანდრე ჯანელიძის გეოლოგიის ინსტიტუტი
ჯილდოები

ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის პრემია

ლეო დავითაშვილის სახელობის პრემია
სამეცნიერო სფერო გეოლოგია, პალეონტოლოგია

კახაბერ ქოიავა (დ. 1 იანვარი, 1976, თბილისი) — ქართველი გეოლოგი[1]. გეოლოგიურ-მინერალოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი (2006)[2], აკადემიური დოქტორი (2007).

დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი ნავთობისა და გაზის გეოლოგიის სპეციალობით 1998 წელს[3]. ამავე წელს ჩაირიცხა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრატურაში, რომლის დამთავრების შემდეგ 2000 წელს მიენიჭა მაგისტრის ხარისხი (სპეციალობა პალეონტოლოგია და სტრატიგრაფია)[4]. 1998–2000 წლებში იყო ალ. ჯანელიძის სახეოლობის გეოლოგიის ინსტიტუტის პალეონტოლოგიისა და სტრატიგრაფიის განყოფილების ლაბორანტი, 2000–2005 წლებში უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი, 2005–2008 წლებში მეცნიერ თანამშრომელი, 2009 წლიდან არის გეოლოგიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, სამეცნიერო საბჭოს წევრი[5]. 1999–2001 წლებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ზოგადი გეოლოგიის და პალეონტოლოგიის, კათედრაზე კითხულობდა ლაბორატორიულ კურს „ზოგად გეოლოგიაში“. საერთაშორისო ჟურნალებსა[6][7][8] და კონფერენციებზე[9][10][11] გამოქვეყნებული აქვს 50-ზე მეტი სამეცნიერო წერილი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა — „აღმოსავლეთ საქართველოს სარმატული ნალექების ბიოსტრატიგრაფია ფორამინიფერების მიხედვით“[12].

  • მიკროპალეონტოლოგიის, მიკრობიოლოგიის და მეიობენტოლოგიის საერთაშორისო ასოციაცია, საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი (2004–2009)[13].
  • საქართველოს გეოლოგიური საზოგადოება, სწავლული მდივანი (2004–2008).

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
  2. მეცნიერბათა კანდიდატის დიპლომი
  3. ბაკალავრის დიპლომი
  4. მაგისტრის დიპლომი
  5. ალექსანდრე ჯანელიძის გეოლოგიის ინსტიტუტი
  6. Lamara Maisuradze, Kakhaber Koiava, Silvia Spezzaferri (2009). „Taxonomic revision and new species/subspecies of Middle-Late Miocene (Bessarabian) miliolids of the Family Hauerinidae Schwager from Georgia—Eastern Paratethys“. Geologica Carpathica. 60 (5): 419–430. ISSN 1336-8052.CS1-ის მხარდაჭერა: იყენებს ავტორის პარამეტრს (link)
  7. Maia Bukhsianidze, Kakhaber Koiava (2018). „Synopsis of the terrestrial vertebrate faunas from the Middle Kura Basin (Eastern Georgia and Western Azerbaijan, South Caucasus)“. Acta Palaeontologica Polonica. 63 (3): 441–461. doi:10.4202/app.00499.2018.CS1-ის მხარდაჭერა: იყენებს ავტორის პარამეტრს (link)
  8. Kakhaber Koiava, Tamar Gavtadze, Vakhtang Glonti, Lika Kvaliashvili, Jérémiah Mauvilly, Jon Mosar (2018). „Late Triassic age of moshevani suite of the Loki massif (Georgia, the Caucasus)“. Geofizicheskiy Zhurnal. 40 (6): 80–95. doi:10.24028/gzh.0203-3100.v40i6.2018.151016.CS1-ის მხარდაჭერა: იყენებს ავტორის პარამეტრს (link)
  9. Kakhaber Koiava, Lika Kvaliashvili, Lamara Maissuradze, Jeremiah Mauvilly, Jon Mosar (17-18 November 2017). „Species of the genus Porosononion from Sarmatian deposits of Georgia and their stratigraphic significance“. 15th Swiss Geoscience Meeting. Davos, Switzerland. pp. 181-182. https://geoscience-meeting.ch/sgm2017/wp-content/uploads/abstracts/Koiava_Kakhaber_09-01-17-11-34-27.pdf.
  10. Jon Mosar, Jérémiah Mauvilly, Nikolay Enna, Irakli Gamkrelidze, Talat Kangarli, Kakhaber Koiava, Tofig Rashidov, Vladimir Lavrishev (8 April 2018). „The Greater Caucasus: a new tectonic map!“. EGU General Assembly. Vienna, Austria. pp. 7934. https://meetingorganizer.copernicus.org/EGU2018/EGU2018-5040.pdf.
  11. Irakli Gamkrelidze, Kakhaber Koiava, Jon Mosar, Lika Kvaliashvili, Jérémiah Mauvilly (8 April 2018). „Main features of geological structure and a new tectonic map of Georgia“. EGU General Assembly. Vienna, Austria. pp. 5040. https://meetingorganizer.copernicus.org/EGU2018/EGU2018-5040.pdf.
  12. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
  13. ISEMMM
  14. პრეზიდენტის სტიპენდიის სერთიფიკატი
  15. 2021წ. ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის პრემიის ლაურეატი
  16. 2024წ. ლეო დავითაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი