ლათინური ომი
ლათინური ომი | |||
---|---|---|---|
იტალიის გაერთიანების რომაული ომები ნაწილი | |||
იტალია ძვ. წ. 400 წელს | |||
თარიღი | ძვ. წ. 340 - ძვ. წ. 338 | ||
მდებარეობა | ცენტრალური იტალია | ||
შედეგი | ლათინების გაერთიანების დაშლა და რომისთვის დამორჩილება | ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
|
ლათინური ომი — სამხედრო კონფლიქტი რომაელებსა და ლათინური ქალაქების გაერთიანებას შორის, ძვ. წ. 340 - ძვ. წ. 338 წლებში. ამ ომის შედეგად ლათინური ქალაქები რომმა საბოლოოდ დაიმორჩილა.
ომის დაწყების მიზეზები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რომაელების და სამნიტების ომი ახალი დასრულებული იყო, როდესაც ლათინების, სიდიციენელების და კამპანიელების ჯარები შეიჭრნენ სამნიტების მიწებზე. სამნიტებმა რომში გაუშვეს ელჩობა, და აღდგენილი მეგობრული ხელშეკრულების თანახმად სთხოვეს დახმარება. კამპანიელებმა რომის მოთხოვნის შედეგად ნებაყოფლობით შეწყვიტეს საომარი მოქმედებები, ხოლო ლათინები რომაელებს ფაქტობრივად აღარ ემორჩილებოდნენ.
რომაელები ხედავდნენ რომ შექმნილი სიტუაცია ლათინებთან ღია დაპირისპირებას გამოიწვევდა. ამიტომ რომაელებმა სენატში ლათინთა მეთაურები მოიწვიეს მოსალაპარაკებლად. ლათინებმა მოითხოვეს რომ ერთ-ერთი კონსული მათი ყოფილიყოს არჩეული. რომის კონსულმა ტიტუს მანლიუსმა ეს მოთხოვნა დამამცირებლად მიიჩნია და დაუყონებლივ ომი გამოუცხადა ლათინებს.
საომარი მოქმედებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რომაული და ლათინური ლეგიონები კაპუასთან დაბანაკდნენ. აქ რომის ორივე კონსულმა ერთი და იგივე სიზმარი ნახეს, რომ ერთ-ერთი მათგანი მსხვერპლად უნდა შეეწიროს ქვესკნელის ღმერთებს. კონსულებმა მოითათბირეს რომ მსხვერპლად ის შეეწირებოდა რომლის ჯარიც პირველი დაიწყებდა დახევას.
ბრძოლა ვეზუვის მთასთან შედგა, პირველმა პუბლიუს დეციუს მუსის ჯარებმა დაიხია. მან მოუწოდა ქურუმს შეესრულებინა ლოცვა, რომლის შემდეგად იგი ღმერთებისთვის მსხვერპლად შეწირული იქნებოდა. ამის შემდეგ იგი გაემართა სადაც ყველაზე გაცხარებული ბრძოლა იყო და თავდაუზოგავად იბრძოლა სადან გმირულად არ დაიღუპა. ამის შემდეგ ბრძოლაში მართლაც მოხდა გარდატეხა და რომაელებმა სძლიეს ლათინებს.
დამარცხებული ლათინები ქალაქ ვესციუმში შეიკრიბნენ. მათ მალევე შეკრიბეს ლათინებისგან და ვოლსკებისგან დაკომპლექტებული ჯარი. ამ ჯარს რომაელები შეებრძოლნენ ტრიფანუმთან, სადაც რომაელებმა სასტიკად დაამარცხეს ლათინებიც და კამპანიელებიც, რის შემდეგაც დაიკავეს მათი მიწები.
ომის დასრულება და შედეგები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლაციუმს და კაპუას მიწების ნაწილი ჩამოაჭრეს და რომაელ პლებს გაუნაწილეს. რომაელებმა ამ ომის შედეგად საბოლოოდ დაიმორჩილეს ლათინები და კამპანიელები.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ტიტუს ლივიუსი, რომის ისტორია ქალაქის დაარსებიდან VIII 1-12 (რუსულად)
- ტიტუს ლივიუსი, რომის ისტორია ქალაქის დაარსებიდან VIII 1-12 (ლათინურად)