ლუ ჰუვერი
ლუ ჰუვერი Lou Hoover | |
აშშ-ის პირველი ლედი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
4 მარტი, 1929 – 4 მარტი, 1933 | |
პრეზიდენტი | ჰერბერტ ჰუვერი |
წინამორბედი | გრეის კულიჯი |
მემკვიდრე | ელეონორა რუზველტი |
დაბადებული | 29 მარტი, 1874 უოტერლუ, აიოვა, აშშ |
გარდაცვლილი | 7 იანვარი, 1944 ნიუ-იორკი, აშშ |
პოლიტიკური პარტია | რესპუბლიკური პარტია |
მეუღლე | ჰერბერტ ჰუვერი |
შვილები | 2 |
ხელმოწერა |
ლუიზა ჰენრი ჰუვერი (ინგლ. Lou Henry Hoover; დ. 29 მარტი, 1874 — გ. 7 იანვარი, 1944; უფრო მეტად ცნობილია, როგორც ლუ ჰუვერი) — აშშ-ის პრეზიდენტის ჰერბერტ ჰუვერის ცოლი და აშშ-ის პირველი ლედი მისი პრეზიდენტობის დროს (1929-1933 წწ.). იგი პირველი პირველი ლედი იყო, რომელიც ქვეყნის მასშტაბით რეგულარულად აწარმოებდა რადიო გადაცემებს.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლუიზა ჰენრი დაიბადა 1874 წლის 29 მარტს აიოვის შტატის ქალაქ უოტერლუში. იგი იყო ბანკირ ჩარლზ დელანო ჰენრისა და ფლორენს იდი ვიდის შვილი.
ბავშვობაში ლუს მოუწია ცხოვრება კალიფორნიის რამდენიმე ქალაქში უიტირესა და მონტერეიში. მოაზრდობაში იგი საკმაოდ დაუდეგარი იყო. ჩარლზ ჰენრიმ გოგონა თავისთან წაიყვანა მთებში, რაც ყველაზე დაუვიწყარი მომენტი იყო მის ბავშვობაში. ლუ გახდა შესანიშნავი მხედარი. მას ასევე უყვარდა ნადირობა და აგროვებდა მინერალებს.
დაწყებითი და საშუალო სკოლის დასრულების შემდეგ ლუმ სწავლა დაიწყო სან-ხოსეს პედაგოგიურ კოლეჯში (ამჟამად კოლეჯის კამპუსებში განთავსებულია კალიფორნიის სახელმწიფო უნივერსიტეტი სან-ხოსეში). 1894 წელს ლუიზა შევიდა სტენფორდის უნივერსიტეტის (წამყვანი კერძო უნივერსიტეტი კალიფორნიაში) გეოლოგოიის სკოლაში, სადაც იყო ერთადერთი ქალი კურსზე.
გახდა სტუდენტი და ამავე წელს გაიცნო ასევე გეოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი ჰერბერტ ჰუვერი, აშშ-ის მომავალი 31-ე პრეზიდენტი რესპუბლიკური პარტიიდან.
ლუიზამ და ჰერბერტმა გადაწყვიტეს ქორწილის გადადება სასწავლებლის დამთავრებამდე, რათა ლუიზას სწავლის გაგრძელება შეძლებოდა, ხოლო ჰერბერტ ჰუვერს საინჟინრო კარიერა გაიევლო ავსტრალიაში, სადაც სამუშაოდ წავიდა ოქროს მაღაროებში. ჰერბერტ ჰუვერი იყო პროტესტანტი კვაკერი, მის ჰენრიმაც, რომელიც ეპოისკოპალური ეკლესიის მიმდევარი იყო, გადაწყვიტა კვაკერი გამხდარიყო.
1898 წელს ლუიზამ უნივერსიტეტი დაასრულა, ხოლო ჰუვერმა ავსტრალიიდან ტელეგრამის საშუალებით სთხოვა ხელი. ლუიზა ჰენრი და ჰერბერტ ჰუვერი დაოჯახდნენ 1899 წლის 10 თებერვალს ლუიზას მშობლების სახლში მონტერეიში, კალიფორნია. ქორწინების შემდეგ იმოგზაურეს ჩინეთში, მათ შორის შანხაიშიც.
ჰერბერტსა და ლუიზას შეეძIნათ ორი ბიჭი: ჰერბერტ კლარკ ჰუვერ-უმცროსი (1903-1969 წწ.), ინჟინერი და დიპლომატი, რომელმაც დაამთავრა სტენფორდის უნივერსიტეტი და გახდა ავიამშენებლობის ინჟინერი. მას 1954-1957 წლებში ეკავა სახელმწიფო მდივნის თანამდებობა ახლო აღმოსავლეთის საკითხებში. მეორე შვილი იყო ალან ჰენრი ჰუვერი (1907-1993 წწ.), სამთო ინჟინერი. დაიბადა ლონდონში და 1929 წელს დაასრულა სტენფორდის უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი. მუშაობდა სამთო ინჟინრად კალიფორნიაში.
პირველი მსოფლიო ომის დროს ლუ ეხმარებოდა მეუღლეს ბელგიელი ლტოლვილების საქმეების მოგვარებაში, რის გამოც 1919 წელს იგი დააჯილდოვა ბელგიის მეფე ალბერტ I-მა. ხელი შეუწყო დაწყებითი სკოლის გახსნას უიტერეში, რომელსაც 2005 წელს მიენიჭა ლუ ჰუვერის სახელი. ლუ ასევე აფინანსებდა სკაუტებიოს სახლის მშენებლობას კალიფორნიის ქალაქ პალო-ალტოში. ამჟამად სკაუტების აღნიშნული სახლიც ლუ ჰენრის სახელს ატარებს.
პირველი ლედის ხარისხში, მან გააუქმა ტრადიციული საახალწლო წვეულებები, რომელიც ტარდებოდა 1801 წლიდან ჯონ ადამსის მითიტებით.
ლუ ჰენრი გარდაიცვალა მიოკარდის ინფარქტით 1944 წლის 7 იანვარს ნიუ-იორკში, 69 წლის ასაკში. თავდაპირველად იგი დაკრძალეს კალიფორნიის ქალაქ პალო-ალტოში, შემდეგ კი მისი ცხედარი გადაასვენეს და დაკრძალეს უესტ-ბრანჩში, აიოვა, 1964 წელს გარდაცვლილი მეუღლის გვერდით.
კარგად ფლობდა ლათინურ ენას, ჩინურ მანდარინს, ესპანურს, გერმანულს, იტალიურსა და ფრანგულ ენებს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Allen, Anne Beiser and Jon L. Wakelyn (2000). An independent woman: the life of Lou Henry Hoover. Greenwood Press
- Gummere, Amelia Mott (1922). The journal and essays of John Woolman. New York: The Macmillan Company
- Hart, Craig (2004). A genealogy of the wives of the American presidents and their first two generations of descent. North Carolina, Jefferson: McFarland & Co., Inc. pp. 129—133.
- Hynes, Judy (1997). The Descendants of John and Elizabeth (Borton) Woolman. Mount Holly, New Jersey: John Woolman Memorial Association
- Agricola’s De Re Metallica დაარქივებული 2009-12-09 საიტზე Wayback Machine. translated by H. Hoover and L.H. Hoover, full text (650 pages) and illustrations
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- The Herbert Hoover Presidential Library-Museum
- Illustrated biographical sketch of Louise Henry Hoover
- First Lady Biography: Lou Hoover დაარქივებული 2012-05-09 საიტზე Wayback Machine.
- Anne Beiser Allen and Jon L. Wakelyn; An Independent Woman: The Life of Lou Henry Hoover Greenwood Press, 2000
- Biography of William Henry, great-grandfather of Lou Henry Hoover
- Biography of Abigail Hunt, great-grandmother of Lou Henry Hoover