შინაარსზე გადასვლა

მერისი (ქედის მუნიციპალიტეტი)

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მერისი (მრავალმნიშვნელოვანი).
სოფელი
მერისი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ავტონომიური რესპუბლიკა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა
მუნიციპალიტეტი ქედის მუნიციპალიტეტი
თემი მერისი
კოორდინატები 41°34′54″ ჩ. გ. 42°00′18″ ა. გ. / 41.58167° ჩ. გ. 42.00500° ა. გ. / 41.58167; 42.00500
ცენტრის სიმაღლე 700
მოსახლეობა 300[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
მერისი (ქედის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
მერისი (ქედის მუნიციპალიტეტი)
მერისი (ქედის მუნიციპალიტეტი) — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა
მერისი (ქედის მუნიციპალიტეტი)

მერისი (1948 წლამდე ქეშიოღლები, ორთამელა[2]) — სოფელი საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქედის მუნიციპალიტეტში. მერისის თემის ცენტრი (სოფლები: გარეტყე, გუნდაური, ინაშარიძეები, ნამონასტრევი, სილიბაური, სიხალიძეები).

მდებარეობს მდინარე მერისის მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 700 მ სიმაღლეზე. დაბა ქედიდან დაშორებულია 9 კილომეტრით. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 300 კაცი[1]. სოფელში არის საჯარო სკოლა.

აღწერის წელი მოსახლეობა
1886 1221[3]
2002 337[4][5]
2014 300[1]

საბჭოთა პერიოდში მერისი აჭარის მევენახეობა–მეღვინეობის ერთ–ერთი ძლიერი ცენტრი იყო. საკოლმეურნეო ზვრებში გამოიყენებოდა სამი ძირითადი ჯიში: ჩხავერი, ცოლიკოური და ალიგოტე. ამჟამად ყოფილი საკოლმეურნეო ვენახები თითქმის მთლიანად განადგურებულია. მათ ნაცვლად ითესება სიმინდი და ბოსტნეული კულტურები, მოსახლეობაში შემორჩენილია აგრეთვე ჩხავერი და ცოლიკოური.[6]