შინაარსზე გადასვლა

ოტო ოლენდორფი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ოტო ოლენდორფი
ეროვნება გერმანელი
დაბადების თარიღი 4 თებერვალი, 1907
დაბადების ადგილი ჰოენეგელსენი, პრუსია, გერმანიის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 7 ივნისი, 1951 (44 წლის)
გარდაცვალების ადგილი ლანდსბერგ-ამ-ლეხი, ბავარია, დასავლეთ გერმანია
ჯარის სახეობა შუცშტაფელი
წოდება SS-ის გრუპენფიურერი და პოლიციის გენერალ-ლეიტენანტი
ჯილდოები ნაციონალ-სოციალისტური პარტიის ოქროს პარტიული ნიშანი, War Merit Cross, NSDAP Long Service Award, რუმინეთის ვარსკვლავის ორდენი, SS Long Service Award, Honour Chevron for the Old Guard, SS-Ehrenring და Order of the Crown
კავშირი მესამე რაიხი
ვაფენ-სს

ოტო ოლენდორფი ('გერმ. Otto Ohlendorf; დ. 4 თებერვალი 1907, ჰოენეგელსენი, ქვემო საქსონია — გ. 7 ივნისი 1951, ლანდსბერგ-ამ-ლეხი, ბავარია) — „სს“-ის გრუპენფიურერი, „სდ-ს სპეცჯგუფის“ მეთაური და „რსჰა III“-ის შეფი.

ოტო ოლენდორფი დაიბადა ჰოენეგელსენში ჰილდესჰაიმის მახლობლად. სამართალმცოდნეობასა და საერთაშორისო ურთიერთობებს ეუფლებოდა ლაიფციგისა და გეტინგენის უნივერსიტეტებში. 1925 წელს 18 წლის ასაკში იგი „ნსდაპ“-ის წევრი გახდა. სტუდენტობის შემდეგ მეცნიერულ მუშაობას ეწოდა კილის მაკროეკონომიკის ინსტიტუტსა და ბერლინის უნივერსიტეტში. 1936 წელს იგი დაინიშნა „სს-ის რაიხსფიურერის უშიშროების სამსახურის“ რეფერნატად ეკონომიკის დარგში. 1939-1945 წლებში ოტო ოლენდორფი „რაიხის უშიშროების მთავარი სამსახურის“-ს III განყოფილების (გერმანიის ტერიტორია) უცვლელ შეფად მუშაობდა. მის უშუალო დავალებაში შედიოდა გერმანიის ფარგლებში მოსახლეობის პოლიტგანწყობის შესწავლა და გაანალიზება.

1941 წელს უშუალოდ ჰიმლერის დავალებით მან ჩაიბარა „სპეცჯგუფი "დ"“, რომელიც მოქმედებდა სსრკ-ის ტერიტორიაზე. „სს“-ის სპეცჯგუფების მთავარი ამოცანა დაპყობილ ქვეყნებში მცხოვრები ებრაული მოსახლეობის განადგურება იყო. „სპეცჯგუფი "დ"“ ოლენდორფს 1942 წლის ივნისამდე ებარა და ამ ხნის განმავლობაში მისი ხელმძღვანელობით დაახ. 90.000 ადამიანი იქნა მოკლული.

ნიურნბერგის მთავარ სამხედრო დამნაშავეთა სასამართლო პროცესზე ოლენდორფი ერთ-ერთი მთავარი მოწმე იყო. მას საზოგადოება შოკში ჩააგდო „სპეცჯგუფების“ მიერ ადამიანთა მასობრივი განადგურების დეტალური აღწერის ყოვლად უემოციო გადმოცემით. 1948 წელს სპეცჯგუფების სასამართლო პროცესზე მას სიკვდილით დასჯა მიესაჯა.

1951 წლის 9 იანვარს გერმანიის ბუნდესტაგის წევრებმა და სახალხო დამცველმა კარლო შმიდმა შუამდგომლობა იკისრეს ამერიკის უმაღლეს კომისართან ჯონ მაკქლოისთან ოლენდორფის შეწყალების თაობაზე. შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. 1951 წლის 7 ივნისს განაჩენი შესრულდა ლანდსბერგის ციხეში. მასთან ერთად სიკვდილით დასაჯეს ოსვალდ პოლი, ერიხ ნაუმანი, პაულ ბლობელი და ვერნერ ბრაუნე.

  • Michael Brackmann: Der Tag X. - Im Juni 1948 kommt die D-Mark und verändert das Land. Die Währungsreform ist von langer Hand vorbereitet und bis ins Detail ausgetüftelt worden. In: Handelsblatt 23./24./25. June 2006. Der Tag X[მკვდარი ბმული] In English: "The day X. - In June 1948 the Deutschmark is introduced and this changes the country. The currency reform has been prepared for a long time and had been subtly and punctiliously prepared in detail in advance." The article claims a collaboration between Otto Ohlendorf and Ludwig Erhard and other experts in preparing the post war economy with collusion and protection by Heinrich Himmler.
  • Zentner, Christian; Bedürftig, Friedemann (1991) The Encyclopedia of the Third Reich. (2 vols.) New York: MacMillan Publishing. ISBN 0-02-897500-6. 

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]