პალიასტომი (ფილმი)
იერსახე
„პალიასტომი“ | |
---|---|
დამდგმელი რეჟისორი | სიკო დოლიძე |
სცენარის ავტორი | სიკო დოლიძე |
კომპოზიტორი | დავით თორაძე |
ხმის ოპერატორი | ვლადიმერ დოლიძე |
ოპერატორი | დუდარ მარგიევი |
მონტაჟი | ლარისა დიღმელოვა |
მხატვარი | კახი ხუციშვილი |
სტუდია | ქართული ფილმი |
გამოსვლის თარიღი | 1963 |
ხანგრძლივობა | 93 წთ |
ქვეყანა |
სსრკ საქ. სსრ |
ენა | ქართული |
პალიასტომი — რეჟისორ სიკო დოლიძის 1963 წლის ფილმი. გადაღებულია ეგნატე ნინოშვილის მოთხრობა "პალიასტომის ტბის" მიხედვით.
სიუჟეტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ყურადღება! ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.
სოციალური უთანასწორობის მძიმე უღელქვეშ გმინავს რევოლუციამდელი გურული გლეხი ივანე, რომელიც უკიდურესი ფიზიკური დატვირთვით, ხე-ტყის დამზადებით ცდილობს გამოკვებოს გაღატაკებული ოჯახი, გაისტუმროს სახელმწიფო და საიჯარო გადასახადები. მომავლის მცირე იმედიც გამოანათებს, მაგრამ ფოთის გზაზე, პსლიასტომის ტბაზე მამა-შვილს ქარიშხალი წამოეწევათ და გამძვინვარებული სტიქია ორივეს შთანთქავს.[1]
როლებში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სერგო ზაქარიაძე (ივანე)
- მ. ჯიბლაძე (ნიკო)
- დუდუხანა წეროძე (ეკა)
- მეგი წულუკიძე (თავადის ქალი ქეთევანი)
- გ. ჩაჩავა (ცირა)
- ზეინაბ ბოცვაძე (ფატი)
- ვახტანგ ნინუა (მოურავი კაცია)
- ვლადიმერ წულაძე (ბესარიონი)
- ლაზარე ყაზაიშვილი (ალმასხანი)
- გურამ საღარაძე (სემინარიელი)
- ირაკლი უჩანეიშვილი (ოფიცერი)
- ნუგზარ შარია (დათიკო დარჩია)
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- პალიასტომი — კინოფილმების ინტერნეტ მონაცემთა ბაზა (ინგლისური)
- პალიასტომი — Кино-Театр.РУ (რუსული)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|