პლატონის აკადემია
პლატონის აკადემია — პლატონის მიერ დაფუძნებული ფილოსოფიის სკოლა ათენში, დაახლოებით ძვ. წ. 385 წელს.
სანამ აკადემია სკოლა გახდებოდა, ის ძველი ათენის კედლებს გარეთ არსებული ზეთისხილის ბაღი იყო - წმინდა ადგილი ათენელთათვის. ამ ადგილის არქაული სახელი იყო „ჰეკადემია“, რომელიც კლასიკურ ხანაში „აკადემია“-დ გარდაიქმნა დაახლოებით ძვ.წ. VI საუკუნეში, დაუკავშირდა რა ეპიკურ ათენელ გმირს, ლეგენდარულ აკადემოსს.
აკადემიის ბაღი ქალღმერთ ათინასა და სხვა უკვდავთათვის მიძღვნილი წმინდა ადგილი იყო; ეს ასევე იყო ადგილი ბრინჯაოს ხანიდან მოყოლებული რელიგიური კულტისა, რომელსაც გმირ-ღმერთებს დიოსკურელებს უკავშირებენ. დიოსკურთან ასოციაციის გამო სპარტანელები „აკადემიის ბაღს“ ხელუხლებელს ტოვებდნენ ატიკაზე შემოსევების დროს, განსხვავებით რომაელი სულასგან, რომელმაც ძვ. წ. 86 წელს ერთიანად გაჩეხა წმინდა ზეთისხილის ხეები ნაღმსატყორცნების ასაგებად.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Collier's New Encyclopedia 1. (1921) New York: P.F. Collier & Son Company. 15.