რისერ-ლარსენის ზღვა
რისერ-ლარსენის ზღვა | |
---|---|
რისერ-ლარსენის ზღვის მდებარეობა ანტარქტიდის რუკის ფონზე | |
ზოგადი ინფორმაცია | |
ოკეანის აუზი | სამხრეთის ოკეანე |
ფართობი | 1,138,000 კმ² |
უდიდესი სიღრმე | 3000 მ |
რისერ-ლარსენის ზღვა — განაპირა ზღვა სამხრეთის ოკეანეში, ანტარქტიდის ნაპირებთან. დასავლეთით ესაზღვრება ლაზარევის ზღვა, ხოლო აღმოსავლეთით კოსმონავტთა ზღვა. ფართობი 1,138,000 კმ². ზღვის დიდ ნაწილში სიღრმეები 3000 მ-ს სჭარბობს. თითქმის მთელი წლის განმავლობაში დაფარულია მოდრეიფე ყინულებით, ბევრია აისბერგი. მისგან სამხრეთით გაწოლილია პრინცესა ასტრიდის ნაპირი და პრინცესა რაგნჰილის ნაპირი. ზღვის სანაპიროებზე არ არის სამეცნიერო-კვლევითი სადგურები, თუმცა დედოფალ მოდის მიწის შიდა რაიონებში განლაგებულია იაპონური სადგური ასუკა. პირველი ცნობები რისერ-ლარსენის ზღვის შესახებ მოგვაწოდა ფადეი ბელინსგაუზენის რუსულმა ექსპედიციამ (1819-1821). გამოიკვლიეს და გამოყვეს დამოუკიდებელ ზღვად საბჭოთა ანტარქტიდული ექსპედიციის წევრებმა 1962 წელს. სახელი ეწოდა ნორვეგიელი პოლარეთის მკვლევარის იალმარ რისერ-ლარსენის პატივსაცემად.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- რისერ-ლარსენის ზღვა — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)