საფრანგეთის ზღვისიქითა დეპარტამენტი
საფრანგეთის ზღვისიქითა დეპარტამენტი (ფრანგ. département d’outre-mer, შემოკლებით DOM) — საფრანგეთის დეპარტამენტი, რომელიც მდებარეობს საფრანგეთის მეტროპოლიიდან დაშორებით. ზღვისიქითა დეპარტამენტებს აქვთ იგივე პოლიტიკური სტატუსი, რაც მეტროპოლიის დეპარტამენტებს.
1946 წელს მეოთხე რესპუბლიკის მიერ მიღებული კონსტიტუციის თანახმად, საფრანგეთის კოლონიები გვადელუპა და მარტინიკა კარიბის ზღვაში, საფრანგეთის გვიანა სამხრეთ ამერიკაში და რეიუნიონი ინდოეთის ოკეანეში განისაზღვრა, როგორც ზღვისიქითა დეპარტამენტები. მას 2011 წლის 31 მარტის რეფერენდუმის შედეგად ასევე დაემატა მაიოტა ინდოეთის ოკეანეში. არის რა საფრანგეთის და ევროპის კავშირის განუყოფელი ნაწილი, ზღვისიქითა დეპარტამენტები წარმოდგენილნი არიან საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში, საფრანგეთის სენატში, საფრანგეთის სოციალურ და ეკონომიკურ საბჭოში, ევროპის პარლამენტში ირჩევენ წევრებს და ვალუტის სახით აქვთ ევრო.
1982 წლიდან, საფრანგეთის ხელისუფლების მიერ ჩატარებული დეცენტრალიზაციის პოლიტიკის თანახმად, ზღვისიქითა დეპარტამენტებში ირჩევა რეგიონული საბჭოები, რომლებსაც აქვთ საფრანგეთის დეპარტამენტების საბჭოების ანალოგიური უფლებამოსილება. 2003 წელს მომხდარი კონსტიტუციის გადახედვის შედეგად ხმარებაში შემოვიდა ტერმინი — «საფრანგეთის ზღვისიქითა რეგიონი», მაგრამ სინამდვილეში კანონმდებლობა არ აძლევს უპირატესობას რომელიმე დასახელებას და ახალი ტერმინი პრაქტიკულად არ გამოიყენება ფრანგულ მასმედიაში.
№ | დროშა | გერბი | ტერიტორია | რეგიონი | ფართობი კმ² |
მოსახლეობა (აღწერა) |
დედაქალაქი |
---|---|---|---|---|---|---|---|
1 | გვადელუპა | კარიბის ზღვა | 1628 | 404 635 (2011) |
ბას-ტერი | ||
2 | მარტინიკა | კარიბის ზღვა | 1128 | 392 291 (2011) |
ფორ-დე-ფრანსი | ||
3 | რეიუნიონი | ინდოეთის ოკეანე | 2512 | 828 581 (2011) |
სენ-დენი | ||
4 | საფრანგეთის გვიანა | სამხრეთი ამერიკა | 91 000 | 237 549 (2011) |
კაიენა | ||
5 | მაიოტა | ინდოეთის ოკეანე | 374 | 212 645 (2012) |
მამუცუ | ||
სულ | 96 642 | 2 075 701 |