შინაარსზე გადასვლა

სტივენ ჯონსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სტივენ ჯონსი (დ. 1952) — ამერიკელი ისტორიკოსი, მასაჩუსეტსის შტატის „მაუნტ ჰოლიოკის“ კოლეჯის პროფესორი, რუსისტი. ჯონსი ავტორია რამდენიმე წიგნისა კავკასიის ისტორიის და პოლიტიკის შესახებ. ის საბჭოთა და რუსულ პოლიტიკას ასწავლიდა კალიფორნიის სანტა-კრუზის, ლონდონისა და ოქსფორდის უნივერსიტეტებში. ავტორია რამდენიმე წიგნისა საქართველოს ისტორიის შესახებ, არის ქართლის ცხოვრების ინგლისური თარგმანის რედაქტორი. 2011 წელს ჯონსი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის უცხოელ წევრად აირჩიეს. იმავე წელს მას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჯონსი კითხულობს ლექციებს თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამაზე.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]