შრი-ლანკის დროშა
იერსახე
შრი-ლანკის დროშა | |
---|---|
შრი-ლანკა | |
მიღებულია | 22 მაისი, 1972 |
პროპორცია | 1:2 |
შრი-ლანკის დროშა — შრი-ლანკის ეროვნული სიმბოლო. ოფიციალური სიმბლოს სტატუსი მიიღო 1948 წელს.
შრი-ლანკის დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ, 1948 წელს ქვეყნის დროშად გამოაცხადეს კანდის სამეფოს დროშა. რომელიც წარმოადგენდა მეწამული ფერის ნაჭერს, რომელზეც გამოსახული იყო ოქროსფერი ლომი, რომელსაც ბრჭყალებით ხმალი ეჭირა. 1951 წელს დროშას დაამატეს მწვანე და ნარინჯისფერი ზოლი, როგორც მუსულმანური და ინდუისტური უმცირესობის სიმბოლო. მეწამული ფონი ბუდისტურ უმრავლესობას აღნიშნავს. 1972 წელს მას შემდეგ, რაც ქვეყანას ეწოდა შრი-ლანკა, დროშის მეწამული ველის ოთხივე კუთხეში დაამატეს წმინდა ბუდისტური ხის ლეღვის ფოთლები. დროშის ეს ვარიანტი ოფიციალური გახდა 1978 წელს.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
- A few examples of European Heraldic Lions and the Sri Lankan national flag დაარქივებული 2012-06-18 საიტზე Wayback Machine.
- Lion Flag as depicted in the Constitution of Sri Lanka დაარქივებული 2018-12-25 საიტზე Wayback Machine.