შინაარსზე გადასვლა

ZZ Top

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ZZ Top

ZZ Top-ის კონცერტი, გლასტონბერის ფესტივალი, 2016
ბიოგრაფია
წარმოშობა ჰიუსტონი, ტეხასი, აშშ
ჟანრ(ებ)ი

ბლუზ-როკი
მძიმე როკი
ბუგი როკი
სამხრეთული როკი
(1969 - 1981 1996 - დღემდე)

როკი
მძიმე როკი
საცეკვაო როკი
ელექტრონული როკი
არენა როკი
(1983 - 1994)
აქტიური 1969–1977, 1979–დღემდე
ლეიბლ(ებ)ი American, RCA, Warner Bros., London
წევრები ბილი გიბონსი
დასტი ჰილი
ფრენკ ბირდი
საიტი ოფიციალური საიტი
ZZ Top ვიკისაწყობში

ZZ Topამერიკული როკ-ჯგუფი, ზოგჯერ მოხსენიებული როგორც That Little Ol' Band from Texas.[1][2] მათი სტილი, რომელიც საფუძველს იღებს ბლუზზე დაფუძნებული ბუგი როკიდან,[1][3] ითავსებს ელემენტებს არენა როკიდან,[4] სამხრეთული როკიდან და საცეკვაო როკიდან.[3] ჯგუფი ჩამოყალიბდა 1969 წელს ჰიუსტონში, ტეხასი. მუსიკოსმა ბილი გიბონსმა და დრამერმა დენ მიჩელმა შემოიერთეს ბასისტი ლანიერ გრეიგი და შექმნეს ჯგუფი. იმავე წელს გრეიგი და მიჩელი წავიდნენ და მათი ადგილი ჯგუფში დაიკავეს დასტი ჰილმა და ფრენკ ბირდმა ჯგუფიდან American Blues. ჯგუფმა მალე გაიჩინა მიმდევრები ტეხასში.

1970 წელს მათ კონტრაქტი გააფორმეს ლეიბლთან London Records და გამოუშვეს რამდენიმე ალბომი, დაწყებული მათი 1971 წლის სადებიუტო ალბომით, რომელსაც მოჰყვა Rio Grande Mud 1972 წელს. 1973 წელს ალბომით Tres Hombres ჯგუფმა შეაღწია მეინსტრიმში, ხოლო მათმა მომდევნო 1975 წლის ალბომმა Fandango! გააფართოვა მათი ჟღერადობა და იუმორის გრძნობის გამოხატვა.[5] შუა 1970-იანებისთვის ჯგუფი უკვე ყველაზე პოპულარულ სატურნეო აქტებს შორის იყო აშშ-ში და მოხსნეს მსმენელთა დასწრების რაოდენობის რეკორდი არაერთ ფორმატში.[6] მრავალი წლის ტუნეების შემდეგ 1977 წელს ჯგუფმა გადაწყვიტა ორწლიანი შესვენების აღება. სწორედ ამ პერიოდში გაიზარდეს გიბონსმა და ჰილმა მკერდამდე წვერი. ჯგუფის ერთადერთი წევრი, რომელიც წვერს არ ატარებს, დრამერი ფრენკ ბირდია, რომელიც მხოლოდ ულვაშებით გამოდის და რომლის გვარიც სწორედ „წვერს“ ნიშნავს.[7]

1979 წელს ჯგუფი დაბრუნდა და კონტრაქტი გააფორმა ლეიბლთან Warner Bros. Records. 1983 წელს ჯგუფმა გამოუშვა ალბომი Eliminator, რითაც მათ დაიპყრეს პოპულარობის ახალი სიმაღლეები, გაყიდეს რა ათი მილიონი ეგზემპლარი.[8] გვიანი 1980-იანების განმავლობაში ჯგუფმა შექმნა რამდენიმე ჰიტი და რამდენიმეჯერ მიიღო ჯილდოები საუკეთესო მუსიკალური ვიდეოებისთვის.[9] თავდაპირველი წევრების შემადგონლობით ორმოცი წლის შესრულების შემდეგაც კი განაგრძობენ ტურნეებს და სიმღერების წერას.

ZZ Top-მა გაყიდა ორმოცდაათ მილიონზე მეტი ალბომი მსოფლიოს მასშტაბით,[10] მათ შორის ოცდახუთი მილიონი მხოლოდ აშშ-ში.[11] ჯგუფს აქვს რვა სიმღერა ბილბორდის ცხელი ასეულის საუკეთესო ორმოცეულში, ექვსი ნომერ პირველი სიმღერა ცხელი მეინსტრიმული როკ ტრეკების ჩარტში.[12] და სამი MTV-ის მუსიკალური ვიდეოების ჯილდო.[13] 2004 წელს ჯგუფი შეიყვანეს როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში[1]

  • ჰიუ გრეგორი (2003). Roadhouse blues: Stevie Ray Vaughan and Texas R&B. სან ფრანცისკო: Backbeat Cooks. ISBN 9780879307479. 

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. 1.0 1.1 1.2 ZZ Top-ის ბიოგრაფია დაარქივებული 2010-10-30 საიტზე Wayback Machine. , როკ-ენ-როლის დიდების დარბაზი და მუზეუმი, წაკითხვის თარიღი:2010-12-19.
  2. ZZ Top: ბიოგრაფია - როლინგ სტოუნი. Rolling Stone.
  3. 3.0 3.1 ბიოგრაფია. Cub Koda. Allmusic.
  4. allmusic — ბლუზ-როკი. Allmusic. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-03-26. ციტირების თარიღი: 2010-12-19.
  5. Fandango! მიმოხილვა. სტეფენ თომას ერლევაინი. Allmusic.
  6. გრეგორი, გვ. 37
  7. Brett & Kate MCkay. (2 დეკემბერი, 2008) 20 Manliest Mustaches and Beards From Facial Hair History. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19.04.2014. ციტირების თარიღი: 08.06.2014.
  8. Eliminator (Collector's Edition). Rhino Entertainment (2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-06-15. ციტირების თარიღი: 2010-12-19.
  9. MTV-ის მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოება - 1984. MTV (2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-09-05. ციტირების თარიღი: 2010-12-19.
  10. ბიოგრაფია. The Rock Radio Network (2005 წლის მაისი). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-09-29. ციტირების თარიღი: 2010-12-19.
  11. RIAA - ყველაზე გაყიდვადი შემსრულებლები. RIAA (2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-18. ციტირების თარიღი: 2010-12-19.
  12. ბილბორდის სინგლები. allmusic. ბილბორდი (2006). ციტირების თარიღი: 2010-12-19.
  13. MTV-ის მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოება - გამარჯვებულები კატეგორიების მიხედვით. MTV (2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-08-28. ციტირების თარიღი: 2010-12-19.