ფონდ ვიკიმედიის გამოყენების პირობები
ეს პოლიტიკა დამტკიცებულია ფონდ ვიკიმედიის სამეურვეო საბჭოს მიერ. არ შეიძლება მიმდინარე პოლიტიკის გვერდის ავლა, არ დაცვა ან უგულებელყოფა ფონდ ვიკიმედიის ოფიცრების ან თანამშრომლების მიერ და არც რომელიმე ვიკიმედიის პროექტის ლოკალური პოლიტიკის მიერ. |
გამოყენების პირობები This is a summary of the Terms of Use. To read the full terms, scroll down or click here. ეს არის ადამიანის მიერ წასაკითხად მომზადებული გამოყენების პირობების შეჯამება. უარი პასუხისმგებლობაზე: ეს რეზიუმე არ არის გამოყენების პირობების ნაწილი და არ წარმოადგენს იურიდიულ დოკუმენტს. აღნიშნული, უბრალოდ, მოსახერხებელი მითითებაა სრული ტერმინების
გასაგებად. იფიქრეთ მასზე, როგორც გამოყენების პირობების იურიდიულ ენის ინტერფეისზე, რომელიც მარტივად გასაგებია მომხმარებლისათვის. ჩვენი მისიის ნაწილია:
თქვენ თავისუფლად შეგიძლიათ:
შემდეგი პირობებით:
იმ გაგებით, რომ:
If you need help or you want to report a violation of these Terms of Use you can:
|
ჩვენი გამოყენების პირობები
წარმოიდგინეთ სამყარო, რომელშიც თითოეულ ადამიანს შეუძლია თავისუფლად გააზიაროს მთელი ცოდნის ფიალა. ეს არის ჩვენი ვალდებულება. – ჩვენი ხედვის განცხადება
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ვიკიმედიაში! Wikimedia Foundation, Inc. („ჩვენ“ ან „ფონდი“), არის არაკომერციული საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომლის მისიაა გააძლიეროს და ჩართოს ადამიანები მთელს მსოფლიოში, რათა მათ შეაგროვონ და განავითარონ შინაარსის შემცველი ინფორმაცია თავისუფალი ლიცენზიით ან საჯარო საკუთრებაში, რათა მსოფლიო მასშტაბით უფასოდ გაავრცელონ იგი.
ჩვენი აქტიური საზოგადოების მხარდასაჭერად, ჩვენ ვუზრუნველყოფთ აუცილებელ ინფრასტრუქტურას და ორგანიზაციულ ჩარჩოს მრავალენოვანი ვიკიპროექტებისა და მათი გამოცემების განვითარებისთვის (როგორც არის განმარტებული ვიკიმედიის პროექტების გვერდზე) (შემდგომში მოცემულია როგორც „პროექტები“) და სხვა მცდელობებითაც, რომლებიც ემსახურება ამ მისიას. ჩვენ ვცდილობთ, რომ პროექტებიდან მიღებული საგანმანათლებლო და საინფორმაციო შინაარსი გავხადოთ და შევინახოთ ინტერნეტში უფასოდ - სამუდამოდ.
ჩვენ მოგესალმებით თქვენ („თქვენ“ ან „მომხმარებელს“), როგორც ვიკიმედიის პროექტების მკითხველს, რედაქტორს, ავტორს ან წვლილის შემტანს და მოგიწოდებთ შეუერთდეთ ვიკიმედიის საზოგადოებას. თუმცა, სანამ მონაწილეობას მიიღებთ, გთხოვთ, წაიკითხოთ და დაეთანხმოთ გამოყენების შემდეგ წესებს („გამოყენების პირობები“).
Overview
გამოყენების ეს წესები გეტყვით ფონდ ვიკიმედიის საჯარო სერვისების შესახებ, თქვენთან, როგორც მომხმარებელთან ურთიერთობის იმ უფლებებსა და მოვალეობებზე, რომლებიც ორივეს გზამკვლევია. გვსურს იცოდეთ, რომ ჩვენ ვმასპინძლობთ წარმოუდგენელი რაოდენობის საგანმანათლებლო და საინფორმაციო შინაარსს, ამ ყველაფერში კი წვლილი შეიტანეს და შესაძლებელი გახდეს მსგავსმა მომხმარებლებმა, როგორებიც თქვენ ხართ. როგორც წესი, ჩვენ არ ვაკეთებთ კონტრიბუციას, არ ვაკვირდებით ან არ ვშლით შინაარს (იშვიათი გამონაკლისის გარდა ისეთი პოლიტიკისა, როგორიცაა გამოყენების პირობები ან DMCA შეტყობინებების სამართლებრივი შესაბამისობა). ეს ნიშნავს, რომ სარედაქციო კონტროლი თქვენი და თქვენი თანამოაზრეების ხელშია, რომლებიც ქმნიან და მართავენ შინაარსს. ჩვენ მხოლოდ ვმასპინძლობთ ამ შინაარსს.
საზოგადოება - მომხმარებელთა ქსელი, რომლებიც მუდმივად აშენებენ და იყენებენ სხვადასხვა საიტებსა თუ პროექტებს არის მისიის მიზნების მიღწევის ძირითადი საშუალება. საზოგადოება ხელს უწყობს და ეხმარება ჩვენი საიტების მართვას. საზოგადოებას ეკისრება კრიტიკული ფუნქცია, რათა შექმნას და განახორციელოს კონკრეტული პროექტის გამოცემების პოლიტიკა (როგორიცაა ვიკიპედიის პროექტის სხვადასხვა ენობრივი გამოცემები ან ვიკისაწყობი (Wikimedia Commons) მრავალენოვანი გამოცემა).
შეგიძლიათ შეუერთდეთ როგორც წვლილის შემტანი, რედაქტორი ან ავტორი, მაგრამ თქვენ უნდა დაიცვათ პოლიტიკა, რომელიც არეგულირებს პროექტის თითოეულ დამოუკიდებელ გამოცემას. ჩვენი პროექტებიდან ყველაზე დიდი არის ვიკიპედია, მაგრამ ჩვენ ვმასპინძლებთ სხვა პროექტებსაც, თითოეულს განსხვავებული მიზნებითა და მუშაობის მეთოდებით. პროექტის თითოეულ გამოცემას ჰყავს წვლილის შემტანების, რედაქტორების ან ავტორების გუნდი, რომლებიც ერთად მუშაობენ ამ პროექტის გამოცემის შინაარსის შესაქმნელათა და სამართავად. შეგიძლიათ შეუერთდეთ ამ გუნდებს და იმუშაოთ მათთან ამ პროექტების გასაუმჯობესებლად. იმის გამო, რომ ჩვენ ვიღწვით შინაარსის თავისუფლად ხელმისაწვდომობისათვის, ზოგადად მოვითხოვთ, რომ ყველა შინაარსი, რომელსაც თქვენ გვაწვდით, ხელმისაწვდომი იყოს თავისუფალი ლიცენზიით ან საჯარო საკუთრებაში.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენ იურიდიულად პასუხისმგებელი ბრძანდებით თქვენს ყველა წვლილზე თუ რედაქტირებაზე. ასევე, ვიკიმედიის შინაარსის ხელახლა გამოყენებაზე ამერიკის შეერთებული შტატებისა და სხვა მოქმედი კანონების შესაბამისად (რომლებიც შეიძლება მოიცავდეს იმ კანონებს, სადაც ცხოვრობთ, სადაც ხედავთ ან არედაქტირებთ შინაარსს). ეს ნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია სიფრთხილე გამოიჩინოთ შინაარსის გამოქვეყნებისას. ამ პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, ჩვენ გვაქვს გარკვეული წესები იმის შესახებ, თუ რისი გამოქვეყნება არ შეგიძლიათ, რომელთა უმეტესობა არის თქვენი ან სხვა თქვენნაირი მომხმარებლების დასაცავად. გთხოვთ, გახსოვდეთ, რომ შინაარსი, რომელსაც ჩვენ ვმასპინძლობთ, მხოლოდ ზოგადი საინფორმაციო მიზნებისთვისაა, ასე რომ, თუ გჭირდებათ ექსპერტის რჩევა კონკრეტული კითხვისთვის (როგორიცაა სამედიცინო, იურიდიული ან ფინანსური საკითხები), უნდა მიმართოთ ლიცენზირებულ ან კვალიფიციურ პროფესიონალს. ჩვენ ასევე მოვიცავთ სხვა მნიშვნელოვან შენიშვნებს და პასუხისმგებლობისაგან უარყოფას. ამიტომ გთხოვთ, სრულად წაიკითხოთ აღნიშნული გამოყენების პირობები.
სიცხადისთვის, სხვა ორგანიზაციები, როგორიცაა ვიკიმედიის ადგილობრივი ჩაპტერები და ასოციაციები, რომლებსაც თავისუფლად შეუძლიათ იზიარებდნენ ერთსა და იმავე მისიას - იურიდიულად დამოუკიდებელნი და განცალკევებულნი არიან ფონდ ვიკიმედიისგან და არ არიან პასუხისმგებელი ვებსაიტის ოპერაციებსა და მის შინაარსზე.
1. ჩვენი მომსახურება
ფონდი ვიკიმედია იღწვის უფასო და მრავალენოვანი შინაარსის ზრდის, განვითარების, გავრცელებისა და წახალისებისათვის და ასევე საზოგადოებისათვის ამ ვიკიზე დაფუძნებული პროექტების სრული შინაარსის უფასოდ განთავსებისათვის. ჩვენი როლი არის მსოფლიოს უდიდესი - ერთობლივად რედაქტირებული საცნობარო პროექტების მასპინძლობა, რომლებიც შეგიძლიათ ნახოთ აქ. თუმცა, ჩვენ ვმოქმედებთ მხოლოდ ჰოსტინგის სერვისით, ვინარჩუნებთ ინფრასტრუქტურას და ორგანიზაციულ ჩარჩოს, რომელიც საშუალებას აძლევს ჩვენს მომხმარებლებს შექმნან ვიკიმედიის პროექტები წვლილის შეტანის და რედაქტირების გზით. ჩვენი უნიკალური როლის გამო, არის რამდენიმე რამ, რაც უნდა იცოდეთ, როდესაც განიხილავთ ჩვენთან, პროექტებთან და სხვა მომხმარებლებთან ურთიერთობას:
As used throughout the rest of the Terms of Use, our services consist of: The Project Websites we host, technological infrastructure that we maintain, and any technical spaces that we host for the maintenance and improvement of our Projects.
Because of our unique role, there are a couple of things you should be aware of when considering our relationship to you, the Projects, and other users:
- ჩვენ არ ვუზრუნველყოფთ სარედაქციო პოლიტიკას: იმის გამო, რომ ვიკიმედიის პროექტები ერთობლივად რედაქტირებულია და მთელი შინაარსი, რომელსაც ჩვენ ვმასპინძლობთ მოწოდებულია თქვენნაირი მომხმარებლების მიერ . აღნიშნული ნიშნავს, რომ ჩვენ ზოგადად არ ვაწარმოებთ მონიტორინგს, არ ვასწორებთ პროექტის ვებსაიტების შინაარსს და არ ვიღებთ პასუხისმგებლობას მასზე. ანალოგიურად, ჩვენ არ ვადასტურებთ ჩვენი სერვისების საშუალებით გამოთქმულ მოსაზრებებს, არ წარმოვადგენთ და გარანტიას არ ვიძლევით ნებისმიერი წარმოდგენილი საზოგადოების შინაარსის სიმართლის, სიზუსტის ან სანდოობის შესახებ ინფორმაციას. ამის ნაცვლად, ჩვენ უბრალოდ ვუზრუნველვყოფთ წვდომას იმ შინაარსზე, რომელიც თქვენმა თანამოაზრეებმა შეიტანეს და დაარედაქტირეს.
- თქვენ ხართ პასუხისმგებელი საკუთარ ქმედებებზე: თქვენ იურიდიულად ხართ პასუხისმგებელი ვიკიმედიის პროექტებზე საკუთარ რედაქტირებასა და წვლილზე, ასე რომ, თქვენივე დაცვისთვის უნდა გამოიჩინოთ სიფრთხილე და თავიდან აიცილოთ ნებისმიერი შინაარსის წვლილი, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს სისხლის ან სამოქალაქო სამართლის პასუხისმგებლობა ნებისმიერი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. სიცხადისთვის, მოქმედი კანონი მოიცავს მინიმუმ ამერიკის შეერთებული შტატების კანონებს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შეიძლება არ დავეთანხმოთ ასეთ ქმედებებს, ვაფრთხილებთ რედაქტორებს და წვლილის შემტანებს, რომ ხელისუფლება შეიძლება შეეცადოს გამოიყენოს თქვენზე სხვა ქვეყნის კანონები, მათ შორის ადგილობრივი კანონები, სადაც თქვენ ცხოვრობთ, ან სადაც ნახულობთ ან არედაქტირებთ შინაარსს. ფონდ ვიკიმედიას ზოგადად არ შეუძლია შესთავაზოს რაიმე დაცვა, გარანტია, იმუნიტეტი ან ანაზღაურება.
2. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
გთხოვთ, გადახედოთ ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკის პირობებს, რათა იცოდეთ როგორ ვაგროვებთ და ვიყენებთ თქვენს ინფორმაციას. იმის გამო, რომ ჩვენს მომსახურებებს იყენებენ ადამიანები მთელი მსოფლიოდან, პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ვაგროვებთ, შეიძლება იყოს შენახული და დამუშავებული ამერიკის შეერთებულ შტატებში ან ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, სადაც ჩვენ ან ჩვენი აგენტები ვინახავთ ობიექტებს. ჩვენი სერვისების გამოყენებით თქვენ ეთანხმებით ინფორმაციის ნებისმიერ ასეთ გადაცემას თქვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ.
3. შინაარსი რომელსაც ვმასპინძლობთ
- ზოგიერთი მასალა შეიძლება აღმოჩნდეს საკამათო ან მცდარი: რადგან ჩვენ გთავაზობთ ისეთი შინაარსის ფართო არჩევანს, რომელიც დამზადებულია ან შეგროვებულია თანამოაზრე მომხმარებლების მიერ. ამიტომ, შეიძლება შეგხვდეთ მასალა, რომელიც თქვენთვის შეურაცხმყოფელი, მცდარი, შეცდომაში შემყვანი, არასწორი იარლიყით მინიჭებული ან სხვაგვარად საკამათოა. ამიტომ გთხოვთ, გამოიყენოთ საღი აზრი და სათანადო განსჯა ჩვენი სერვისებით სარგებლობისას.
- ჩვენი მასალა (კონტენტი; შინაარსი) მხოლოდ ზოგადი საინფორმაციო მიზნებისთვისაა: მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვმასპინძლობთ უამრავ ინფორმაციას, რომელიც ეხება პროფესიულ თემებს, მათ შორის სამედიცინო, იურიდიულ ან ფინანსურ საკითხებს, ეს შინაარსი წარმოდგენილია მხოლოდ ზოგადი საინფორმაციო მიზნებისთვის. ეს არ უნდა იქნას აღქმული პროფესიულ რჩევად. გთხოვთ, მოიძიოთ დამოუკიდებელი პროფესიული კონსულტაცია იმ პიროვნებებისგან, რომელიც ლიცენზირებულნი ან კვალიფიციურნი არიან შესაბამის სფეროში, პროექტის ვებსაიტებზე არსებულ ნებისმიერი ინფორმაციის, მოსაზრების ან რჩევის საფუძველზე მოქმედების ნაცვლად.
4. გარკვეული საქმიანობიდან თავის შეკავება
პროექტები, რომლებსაც მასპინძლობს ფონდი ვიკიმედია, არსებობს მხოლოდ თქვენნაირ მომხმარებელთა აქტიური საზოგადოების გამო, რომლებიც თანამშრომლობენ შინაარსის დასაწერად, რედაქტირებისა და კურირებისთვის. ჩვენ სიამოვნებით მივესალმებით თქვენს მონაწილეობას ამ საზოგადოებაში. ჩვენ მოგიწოდებთ იყოთ ცივილური და თავაზიანი სხვა ადამიანებთან ურთიერთობისას, იმოქმედოთ კეთილსინდისიერად და შეიტანოთ ცვლილებები და წვლილი, რომელიც მიმართულია საერთო პროექტის მისიის გასაგრძელებლად.
ზოგიერთი აქტივობა, კანონიერი თუ უკანონო, შეიძლება იყოს საზიანო სხვა მომხმარებლებისთვის და არღვევდეს ჩვენს წესებს და ზოგიერთმა აქტივობამ შესაძლოა პასუხისმგებლობაც დაგაკისროთ. ამიტომ, თქვენი და სხვა მომხმარებლების დაცვის მიზნით, თქვენ არ შეგიძლიათ ჩაერთოთ ასეთ აქტივობებში ჩვენს საიტებზე. ეს აქტივობები მოიცავს:
- სხვათა შევიწროვება და შეურაცხყოფა
- შევიწროება, მუქარა, თვალთვალი, სპამი ან ვანდალიზმში მონაწილეობა; და
- ჯაჭვური ფოსტის, უსარგებლო ფოსტის ან სპამის გადაცემა სხვა მომხმარებლებისთვის.
- სხვების კონფიდენციალურობის დარღვევა
- სხვათა კონფიდენციალურობის უფლებების დარღვევა ამერიკის შეერთებული შტატების ან სხვა მოქმედი კანონმდებლობით (რომელიც შეიძლება მოიცავდეს კანონებს, სადაც თქვენ ცხოვრობთ ან სადაც ნახულობთ ან არედაქტირებთ შინაარსს);
- პერსონალური საიდენტიფიკაციო ინფორმაციის მოძიება შევიწროების, ექსპლუატაციის, კონფიდენციალურობის დარღვევის ან რაიმე სარეკლამო ან კომერციული მიზნებისთვის, რომელიც არ არის აშკარადმდამტკიცებული ფონდ ვიკიმედიის მიერ; და
- 18 წლამდე პირისგან პერსონალური იდენტიფიცირებადი ინფორმაციის მოძიება უკანონო მიზნით ან ნებისმიერი მოქმედი კანონის დარღვევით არასრულწლოვანთა ჯანმრთელობასა და კეთილდღეობასთან დაკავშირებით.
- ცრუ განცხადების გაკეთება, იმიტაცია, ან თაღლითობა
- განზრახ და შეგნებულად ისეთი შინაარსის გამოქვეყნება, რომელიც ცილისმწამებლურია;
- მოტყუების მიზნით, ყალბი ან არაზუსტი შინაარსის განთავსება;
- სხვა მომხმარებლის ან ინდივიდუალური პიროვნების განსახიერების მცდელობა, თქვენი კუთვნილების დამახინჯება რომელიმე ფიზიკურ პირთან ან ერთეულთან მიმართებით, ან სხვა მომხმარებლის სახელის გამოყენება მოტყუების მიზნით; და
- თაღლითობაში ჩართვა.
- დარღვევის ჩადენა
- საავტორო უფლებების, სასაქონლო ნიშნების, პატენტების ან სხვა საკუთრების უფლებების დარღვევა მოქმედი კანონმდებლობით.
- ჩვენი სერვისების ბოროტად გამოყენება სხვა უკანონო მიზნებისთვის
- ბავშვთა პორნოგრაფიის ან ნებისმიერი სხვა შინაარსის გამოქვეყნება, რომელიც არღვევს მოქმედ კანონმდებლობას ბავშვთა პორნოგრაფიასთან დაკავშირებით;
- უხამსი მასალის გამოქვეყნება ან ტრეფიკინგი, რომელიც უკანონოა მოქმედი კანონმდებლობით; და
- ისეთი სერვისების გამოქვეყნება, რომელიც შეუსაბამოა მოქმედ კანონმდებლობასთან.
- ინფრასტრუქტურის დამრღვევ და უკანონოდ ბოროტად გამოყენებაში ჩართვა
- შინაარსის გამოქვეყნება ან გავრცელება, რომელიც შეიცავს ვირუსებს, მავნე პროგრამას, ჭიებს, ტროიანის ვირუსს, მავნე კოდს ან სხვა მოწყობილობას, რამაც შეიძლება ზიანი მიაყენოს ჩვენს ტექნიკურ ინფრასტრუქტურას ან სისტემას ან ჩვენ მომხმარებლებს;
- ჩართვა საიტის ავტომატიზირებულ გამოყენებაში, რომელიც შეურაცხმყოფელია ან არღვევს სერვისებს და არ არის დამტკიცებული ვიკიმედიის საზოგადოების მიერ;
- სერვისების შეფერხება პროექტის ვებსაიტზე ან პროექტის ვებსაიტთან დაკავშირებულ ქსელებზე ან სერვერებზე ზედმეტი ტვირთის დაყენებით/დადებით;
- სერვისების შეფერხება პროექტის რომელიმე ვებგვერდის კომუნიკაციებით ან სხვა ტრაფიკით გადატვირთვით, რაც არ მიუთითებს პროექტის ვებსაიტის გამოყენების სერიოზულ განზრახვაზე მისი გაცხადებული მიზნისათვის;
- შეგნებულად წვდომა, ხელის შეშლა ან გამოყენება ჩვენს კომპიუტერულ სისტემებში ნებისმიერი არასაჯარო ზონის ავტორიზაციის გარეშე; და
- ნებისმიერი ჩვენი ტექნიკური სისტემის ან ქსელის დაუცველობის შემოწმება, სკანირება ან ტესტირება, თუ ყველა შემდეგი პირობა არ არის დაკმაყოფილებული:
- Disrupting the services by inundating any of the Project Websites with communications or other traffic that suggests no serious intent to use the Project website for its stated purpose;
- Knowingly accessing, tampering with, or using any of our non-public areas in our computer systems without authorization; and
- Probing, scanning, or testing the vulnerability of any of our technical systems or networks unless all the following conditions are met:
- ასეთი ქმედებები ზედმეტად ბოროტად არაა გამოყენებული ან არ არღვევს ჩვენს ტექნიკურ სისტემებს ან ქსელებს;
- ასეთი ქმედებები არ არის პირადი სარგებლობისათვის (გარდა თქვენი სამუშაო სარგებლობისა);
- თქვენ აცნობებთ მედიავიკის დეველოპერებს ნებისმიერი დაუცველობის შესახებ (ან თავად ასწორებთ მას); და
- თქვენ არ იღებთ ასეთ ქმედებებს მავნე ან დესტრუქციული განზრახვით.
- ფასიანი (გადახდილი) რედაქტირებები/წვლილი გამჟღავნების გარეშე
გამოყენების აღნიშნული პირობები კრძალავს ცრუ ქმედებებში ჩართვას, მათ შორის კუთვნილების არასწორად წარმოდგენა/მიკუთვნებას, იმიტირებას და თაღლითობას. როგორც ამ ვალდებულებების ნაწილი, თქვენ უნდა გაამჟღავნოთ თქვენი დამსაქმებელი, კლიენტი და კუთვნილება ნებისმიერი წვლილის მიმართ, რომლისთვისაც იღებთ ან ელოდებით კომპენსაციის მიღებას. თქვენ უნდა გააკეთოთ აღნიშნული გამჟღავნება მინიმუმ ერთ-ერთი შემდეგი გზით:
- განცხადება თქვენივე მომხმარებლის გვერდზე,
- განცხადება განხილვის გვერდზე ნებისმიერი ფასიანი (გადახდილი) წვლილის თანმხლებით, ან
- განცხადება რედაქტირების რეზიუმეში, რომელსაც თან ახლავს ნებისმიერი ფასიანი (გადახდილი) წვლილი.
- In addition, if you make a public posting off the Projects advertising editing services on Wikipedia in exchange for compensation of any kind, you must disclose all Wikipedia accounts you have used or will use for this service in the public posting on the third-party service.
- მოქმედი კანონმდებლობა, ან საზოგადოებისა და ფონდის პოლიტიკა და სახელმძღვანელო მითითებები, როგორიცაა ინტერესთა კონფლიქტი, შეიძლება კიდევ უფრო შეზღუდოს ფასიანი (გადახდილი) წვლილი ან მოითხოვოს ინფორმაციის უფრო დეტალური გამჟღავნება.
- ვიკიმედიის პროექტის საზოგადოებამ შეიძლება მიიღოს ფასიანი შენატანების გამჟღავნების ალტერნატიული პოლიტიკა. თუ პროექტი ახორციელებს გამჟღავნების ალტერნატიულ პოლიტიკას, თქვენ შეგიძლიათ შეასრულოთ ეს პოლიტიკა ამ განყოფილებაში მოცემული
მოთხოვნების ნაცვლად პროექტში წვლილის შეტანისას. ფასიანი (გადახდილი) წვლილის ალტერნატიული პოლიტიკა მხოლოდ ანაცვლებს ამ მოთხოვნებს, თუ ის დამტკიცებულია პროექტის შესაბამისი საზოგადოების მიერ და ჩამოთვლილია ალტერნატიული გამჟღავნების პოლიტიკის გვერდზე.
- A Wikimedia Project community may adopt an alternative paid contribution disclosure policy which may supplement or replace this section. If a Project adopts an alternative disclosure policy, you may comply with that policy instead of the requirements in this section (titled "Paid Contributions Without Disclosure") when contributing to that particular Project.
- დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, წაიკითხოთ ჩვენი ხშირად დასმული კითხვები ფასიანი (გადახდილი) წვლილის გამჟღავნების შესახებ.
ჩვენ ვიტოვებთ უფლებას გამოვიყენოთ ჩვენი აღსრულების დისკრეცია ზემოხსენებული პირობების მიმართ.
Marketing Company Mediations
Undisclosed editing by users receiving compensation creates an unreasonable burden on volunteer editors who investigate and enforce community policies. Therefore, for violations of this section related to undisclosed paid editing, you agree to submit to binding "Med-Arb" (a "Marketing Company Mediation") as described in section 14 of these Terms of Use.
5. პაროლის უსაფრთხოება
თქვენ თავად ხართ პასუხისმგებელი საკუთარი პაროლის დაცვაზე და არასოდეს უნდა გაუმხილოთ იგი მესამე მხარეს.
6. სასაქონლო ნიშნები
მიუხედავად იმისა, რომ თქვენ გაქვთ მნიშვნელოვანი თავისუფლებები პროექტის ვებსაიტებზე შინაარსის ხელახლა გამოყენებისთვის, მნიშვნელოვანია, რომ ფონდ ვიკიმედიაში (Wikimedia Foundation) დავიცვათ ჩვენი სავაჭრო ნიშნის უფლებები, რათა დავიცვათ ჩვენი მომხმარებლები თაღლითური იმიტატორებისგან. ამის გამო, გთხოვთ, პატივი სცეთ ჩვენს სავაჭრო ნიშნებს. ფონდ ვიკიმედიის ყველა სავაჭრო ნიშანი ეკუთვნის „ფონდ ვიკიმედია“-ს (Wikimedia Foundation) და ჩვენი სავაჭრო სახელებისა და ნიშნების, მომსახურების ნიშნების, ლოგოების ან დომენის სახელების ნებისმიერი გამოყენება უნდა შეესაბამებოდეს ამ გამოყენების პირობებს და ჩვენსავე სავაჭრო ნიშნის პოლიტიკას.
7. შინაარსის ლიცენზირება
თავისუფალი ცოდნისა და კულტურის განსავითარებლად, პროექტებში მონაწილე ყველა წვლილის შემტანს მოეთხოვება ფართო ნებართვის მინიჭება ზოგადად საზოგადოებისათვის რათა თავისუფლად - ხელახლა გაავრცელონ და გამოიყენონ თავიანთი წვლილი, სანამ ეს გამოყენება სათანადოდ არის მინიჭებული და ხელახალი გამოყენებისა და ხელახალი გავრცელების თავისუფლება მიენიჭება ნებისმიერ გადამუშავებულ ნაწარმოებს. ჩვენი მიზნის შესაბამისად, რომელიც გულისხმობს ინფორმაციის რაც შეიძლება ფართო აუდიტორიისათვის ხელმისაწვდომობას, ჩვენ ვითხოვთ, რომ საჭიროების შემთხვევაში ყველა წარმოდგენილი შინაარსი იყოს ლიცენზირებული ისე, რომ ის თავისუფლად გამოიყენოს ყველამ, ვისაც სურს მასზე წვდომა.
თქვენ ეთანხმებით შემდეგ ლიცენზირების მოთხოვნებს:
ტექსტი, რომელზედაც თქვენ გაქვთ საავტორო უფლებები: როდესაც აქვეყნებთ ტექსტს, რომელზეც თქვენ ფლობთ საავტორო უფლებებს, თქვენ თანახმა ხართ მის ლიცენზირებაზე:
- [$1 ლიცენზია Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 Unported] (“CC BY-SA”), და
- [$2 GNU უფასო დოკუმენტაციის ლიცენზია] (“GFDL”) (არავერსიული, უცვლელი სექციების, წინა ყდის ტექსტების ან უკანა ყდის ტექსტების გარეშე).
(ხელახალი მომხმარებლები შეიძლება შეესაბამებოდეს ლიცენზირებას ან ორივეს.)
- Creative Commons Attribution-ShareAlike 4.0 International License ("CC BY-SA 4.0"), and
- GNU Free Documentation License ("GFDL") (unversioned, with no invariant sections, front-cover texts, or back-cover texts).
Reusers may comply with either license or both.
ერთადერთი გამონაკლისია მაშინ, თუ პროექტის გამოცემა ან ფუნქცია მოითხოვს სხვა ლიცენზიას. ამ შემთხვევაში, თქვენ თანახმა ხართ ლიცენზირებულიყოს ნებისმიერი ტექსტი, რომელშიც თქვენ შეგაქვთ ამ კონკრეტული ლიცენზიით. მაგალითად, გამოყენების პირობების ამ ვერსიის გამოქვეყნებისას ინგლისური ვიკისიახლეები ავალდებულებს, რომ ტექსტის მთელი შინაარსი ლიცენზირებული იყოს Creative Commons Attribution 2.5 Generic ლიცენზიით (CC BY 2.5) და არ საჭიროებს ორმაგ ლიცენზიას GFDL-ით.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეს ლიცენზიები ნებას რთავს თქვენი წვლილის კომერციულ გამოყენებას, მანამ, სანამ ასეთი გამოყენება შეესაბამება პირობებს.
- კუთვნილება: კუთვნილება წარმოადგენს ამ ლიცენზიის განსაკუთრებულ ნაწილს. მიგვაჩნია, რომ ეს არის თქვენივე მსგავსი ავტორების წვლილის შედეგი. ტექსტის კონტრიბუციისას, თქვენ ეთანხმებით რომ იგი მიეწერება რომელიმე შემდეგი ფორმით:
- ჰიპერბმულის საშუალებით (სადაც შესაძლებელია) ან URL-ით სტატიის, რომელშიც თქვენ წვლილი შეიტანეთ (რადგან თითოეულ სტატიას აქვს ისტორიის გვერდი, სადაც ჩამოთვლილია ყველა ავტორი და რედაქტორი);
- ჰიპერბმულის (სადაც შესაძლებელია) ან ალტერნატივად URL-ის საშუალებით, სტაბილური ონლაინ ასლით, რომელიც თავისუფლად ხელმისაწვდომია, რომელიც ასევე შეესაბამება ლიცენზიას და რომელიც უზრუნველყოფს შესაბამისი ფორმით ავტორებისათვის მინიჭებული ექვივალენტური ფორმით მინიშნებას; ან
- ყველა ავტორის სიის მეშვეობით (მაგრამ, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ავტორების ნებისმიერი სია შეიძლება გაფილტრული იყოს ძალიან მცირე ან შეუსაბამო შენატანების გამოსარიცხად).
- ტექსტის იმპორტი: თქვენ შეგიძლიათ შემოიტანოთ ტექსტი, რომელიც სხვაგან იპოვეთ ან სხვებთან ერთად დაწერეთ, მაგრამ ასეთ შემთხვევაში თქვენ იძლევით გარანტიას, რომ ტექსტი ხელმისაწვდომია „CC BY-SA 3.0“ ლიცენზიასთან თავსებადი პირობებით (ან, როგორც ზემოთ ახსნილი, სხვა ლიცენზია, როდესაც გამონაკლისს მოითხოვს პროექტის გამოცემა ან ფუნქცია) („CC BY-SA“). მხოლოდ GFDL-ის ქვეშ ხელმისაწვდომი კონტენტი დაუშვებელია.
თქვენ ეთანხმებით, რომ თუ თქვენ ახდენთ ტექსტის იმპორტს „CC BY-SA“ ლიცენზიით, რომელიც მოითხოვს ატრიბუციას/მიკუთვნებას, თქვენ უნდა დაასახელოთ ავტორი(ები) გონივრული ფორმით. როდესაც ასეთი მინიშნება ჩვეულებრივ ენიჭება გვერდის ისტორიებს (როგორიცაა ვიკიმედიის შიდა კოპირება), ტექსტის იმპორტისას საკმარისია რედაქტირების რეზიუმეში ხსენება, რომელიც ჩაწერილია გვერდის ისტორიაში. მიკუთვნების ინდიკატორის მოთხოვნები ზოგჯერ ზედმეტად შეურაცხმყოფელია კონკრეტული გარემოებებისთვის (მიუხედავად ლიცენზიისა) და შეიძლება იყოს შემთხვევები, როდესაც ვიკიმედიის საზოგადოება გადაწყვეტს, რომ იმპორტირებული ტექსტის გამოყენება ამ მიზეზით შეუძლებელია.
- არატექსტური მედია: პროექტებში არატექსტური მედია ხელმისაწვდომია სხვადასხვა ლიცენზიით, რომლებიც მხარს უჭერენ ზოგად მიზანს, როგორიცაა შეუზღუდავი - ხელახალი გამოყენებისა და გავრცელების დაშვება. არატექსტური მედიის კონტრიბუცირებისას, თქვენ თანახმა ხართ შეასრულოთ ასეთი ლიცენზიების მოთხოვნები, როგორც ეს აღწერილია ჩვენს სალიცენზიო პოლიტიკაში, და ასევე შეასრულოთ კონკრეტული პროექტის გამოცემის ან ფუნქციის მოთხოვნები, რომელშიც თქვენ შეიტანეთ კონტრიბუცია. ასევე, დამატაებითი ინფორმაციისათვის, ამ პროექტში არატექსტური მედიის კონტრიბუცირების შესახებ, იხილეთ ვიკისაწყობის (Wikimedia Commons) ლიცენზირების პოლიტიკა.
- ლიცენზიის გაუუქმებლობა: გარდა იმისა, რაც შეესაბამება თქვენსავე ლიცენზიას თქვენ თანახმა ხართ, რომ ცალმხრივად არ გააუქმებთ ან არ მოითხოვოთ ლიცენზიის ბათილად ცნობას ამ გამოყენების პირობების შესაბამისად ტექსტური შინაარსის ან არატექსტური მედიისთვის, რომელიც შეტანილია ვიკიმედიის პროექტებში ან ფუნქციებში, მაშინაც კი, თუ თქვენ შეწყვეტთ ჩვენი სერვისების გამოყენებას.
- საჯარო დომენის (საკუთრების) შინაარსი: მისასალმებელია შიგთავსი, რომელიც არის საჯარო დომენში (საყოველთაო საკუთრება)! თუმცა მნიშვნელოვანია, რომ დაადასტუროთ შინაარსის საჯარო დომენის სტატუსი როგორც ამერიკის შეერთებული შტატების კანონმდებლობით, ისევე ნებისმიერი სხვა ქვეყნის კანონმდებლობით, როგორც ამას მოითხოვს კონკრეტული პროექტის გამოცემა. როდესაც თქვენ წვლილი შეგაქვთ შინაარსში, რომელიც არის საჯარო დომენში, თქვენ იძლევით გარანტიას, რომ მასალა რეალურად განთავსებულია საჯარო დომენში და თანახმა ხართ მის სათანადო მონიშვნაზე.
- ხელახალი გამოყენება: მისასალმებელია იმ შინაარსის ხელახალი გამოყენება, რომელსაც ჩვენ ვმასპინძლობთ, თუმცა, გამონაკლისები არსებობს შინაარსისათვის, რომელიც შეტანილია მართლზომიერი გამოყენების დოქტრინის საფუძველზე ან საავტორო უფლებების შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად მსგავსი გამონაკლისების საფუძველზე. ნებისმიერი ხელახალი გამოყენება უნდა შეესაბამებოდეს ძირითად ლიცენზია(ებ)ს.
როდესაც თქვენ ხელახლა იყენებთ ან ხელახლა ავრცელებთ ვიკიმედიის საზოგადოების მიერ შემუშავებულ ტექსტურ გვერდს, თქვენ თანახმა ხართ, რომ ავტორებს მიაკუთვნებთ/დააიდენტიფიცირებთ რომელიმე შემდეგი გზით:- ჰიპერბმულის საშუალებით (სადაც შესაძლებელია) ან URL-ით გვერდის ან გვერდების საშუალებით, რომლებსაც ხელახლა იყენებთ (რადგან თითოეულ სტატიას აქვს ისტორიის გვერდი, სადაც ჩამოთვლილია ყველა ავტორი და რედაქტორი);
- ჰიპერბმულის (სადაც შესაძლებელია) ან ალტერნატივად URL-ის საშუალებით, სტაბილური ონლაინ ასლით, რომელიც თავისუფლად ხელმისაწვდომია, რომელიც ასევე შეესაბამება ლიცენზიას და რომელიც უზრუნველყოფს შესაბამისი ფორმით ავტორებისათვის მინიჭებული ექვივალენტური ფორმით მინიშნებას; ან
- ყველა ავტორის სიის მეშვეობით (მაგრამ, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ავტორების ნებისმიერი სია შეიძლება გაფილტრული იყოს ძალიან მცირე ან შეუსაბამო შენატანების გამოსარიცხად).
თუ ტექსტის შინაარსი იმპორტირებულია სხვა წყაროდან, შესაძლებელია შინაარსი ლიცენზირებული და თავსებადი იყოს „CC BY-SA“ ლიცენზიით, მაგრამ არა GFDL (როგორც აღწერილია ზემოთ მოცემულ „იმპორტირებული ტექსტში“). ამ შემთხვევაში, თქვენ ეთანხმებით თავსებადი „CC BY-SA“ ლიცენზიის დაცვას და არ გაქვთ შესაძლებლობა ხელახლა გაიაროთ ლიცენზია GFDL-ით. ლიცენზიის დასადგენად, რომელიც ვრცელდება იმ შინაარსზე, რომლის ხელახლა გამოყენებას ან გავრცელებას ცდილობთ, თქვენ უნდა გადახედოთ გვერდის ქვედა კოლონტიტულს, გვერდის ისტორიას და განხილვის გვერდს.
გარდა ამისა, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ტექსტი, რომელიც წარმოიშვა გარე წყაროებიდან და იმპორტირებული იყო პროექტში, შეიძლება იყოს ლიცენზიის ქვეშ, რომელიც ანიჭებს დამატებით მოთხოვნებს. მომხმარებლები თანხმდებიან, ნათლად მიუთითონ ატრიბუტორის ეს დამატებითი მოთხოვნები. პროექტიდან გამომდინარე, ასეთი მოთხოვნები შეიძლება გამოჩნდეს ბანერში ან სხვა აღნიშვნებში, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ ზოგიერთი ან მთელი შინაარსი თავდაპირველად სხვაგან იყო გამოქვეყნებული. შესაბამისად, სადაც ასეთი ხილული აღნიშვნებია, მომხმარებლებმა ხელახლა უნდა შეინახონ ისინი.
ნებისმიერი არატექსტური მედიისთვის, თქვენ თანახმა ხართ დაიცვათ ნებისმიერი ლიცენზია, რომლის მიხედვითაც ნამუშევარი ხელმისაწვდომი გახდა (რომლის აღმოჩენა შესაძლებელია ნამუშევარზე დაწკაპუნებით და მისი აღწერილობის გვერდზე ლიცენზირების განყოფილების დათვალიერებით ან ამ სამუშაოსთვის შესაბამისი წყაროს გვერდის გადახედვით). ნებისმიერი შინაარსის ხელახლა გამოყენებისას, რომელსაც ჩვენ ვმასპინძლობთ, თქვენ ეთანხმებით შესაბამის ატრიბუციის მოთხოვნებს, რადგან ისინი ეხება ლიცენზიას ან ლიცენზიებს.
- ცვლილებები ან დამატებები მასალაზე, რომელსაც ხელახლა იყენებთ: პროექტის ვებსაიტიდან მიღებული ტექსტის მოდიფიცირებისას ან დამატებების შეტანისას, თქვენ ეთანხმებით შეცვლილი ან დამატებული კონტენტის ლიცენზირებას „CC BY-SA 3.0“ ან უფრო ახალი ვერსიით (ან ზემოთ აღწერილი, სხვა ლიცენზია, როდესაც განსაკუთრებულად მოითხოვს კონკრეტული პროექტის გამოცემა ან ფუნქცია).
ნებისმიერი არატექსტური მედიის შეცვლის ან დამატებების შეტანისას, რომელიც მიიღეთ პროექტის ვებსაიტიდან, თქვენ ეთანხმებით, რომ შეცვლილი ან დამატებული შინაარსი ლიცენზირებული უნდა იყოს ნებისმიერი ლიცენზიის შესაბამისად, რომლის მიხედვითაც ნამუშევარი ხელმისაწვდომი გახდა.
როგორც ტექსტური შინაარსით, ასევე არატექსტური მედიით, თქვენ თანახმა ხართ მკაფიოდ დააიდენტიფიციროთ, რომ ორიგინალური ნამუშევარი შეცვლილია. თუ თქვენ ხელახლა იყენებთ ტექსტურ შინაარსს ვიკიში, საკმარისია მიუთითოთ გვერდის ისტორიაში, რომ შეცვალეთ იმპორტირებული ტექსტი. ყოველი ასლის ან შეცვლილი ვერსიისთვის, რომელსაც თქვენ ავრცელებთ, თქვენ თანახმა ხართ, რომ შეიტანოთ სალიცენზიო შეტყობინება, რომელშიც მითითებული იქნება, თუ რომელი ლიცენზიით არის გამოშვებული ნამუშევარი. ჰიპერბმულთან ან URL-თან ერთად, ლიცენზიის ტექსტთან ან თავად ლიცენზიის ასლთან.
8. DMCA შესაბამისობა
ფონდ ვიკიმედიას სურს უზრუნველყოს, რომ შინაარსი, რომელსაც ჩვენ ვმასპინძლობთ, შეიძლება ხელახლა გამოიყენოს სხვა მომხმარებლებმა პასუხისმგებლობის შიშის გარეშე, ისე რომ იგი არ არღვევს სხვათა საკუთრების უფლებებს. ჩვენი მომხმარებლების, ისევე როგორც სხვა შემოქმედებისა და საავტორო უფლებების მფლობელების მიმართ სამართლიანობისთვის, ჩვენი პოლიტიკაა პასუხი გაეცეს სავარაუდო დარღვევის შესახებ შეტყობინებებს, რომლებიც შეესაბამება ციფრული ათასწლეულის საავტორო უფლებების შესახებ კანონის (DMCA) ფორმალობებს. DMCA-ს შესაბამისად, ვწყვეტთ შესაბამის გარემოებებში ჩვენი სისტემისა და ქსელის მომხმარებლებს და ანგარიშის მფლობელებს, რომლებიც განმეორებით დამრღვევები არიან.
თუმცა, ჩვენ ასევე ვაღიარებთ, რომ წაშლის ყველა შეტყობინება არ არის სწორი ან კეთილსინდისიერი. ასეთ შემთხვევებში, ჩვენ მტკიცედ მოვუწოდებთ მომხმარებლებს, გაგზავნონ საპასუხო შეტყობინებები, როდესაც ისინი სათანადოდ თვლიან, რომ DMCA წაშლის მოთხოვნა არავალიდური ან არასწორია. დამატებითი ინფორმაციისთვის: თუ ფიქრობთ რისი გაკეთება შეგიძლიათ, როდესაც DMCA შეტყობინება არასწორად იქნა შეტანილი, შეგიძლიათ მიმართოთ $lumendb (წარსულში ცნობილი, როგორც $chilling).
თუ თქვენ ხართ იმ შინაარსის მფლობელი, რომელიც შეუსაბამოდ გამოიყენება ერთ-ერთ პროექტში თქვენი ნებართვის გარეშე, შეგიძლიათ მოითხოვოთ შინაარსის წაშლა DMCA-ს შესაბამისად. ასეთი მოთხოვნის გასაკეთებლად გთხოვთ მოგვწეროთ ელ-ფოსტაზე legal wikimedia org ან გამოგვიგზავნოთ ფოსტა ჩვენს წარმომადგენელს ამ მისამართზე.
სხვა შემთხვევაში, თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ ჩვენს საზოგადოებას, რომელიც ხშირად აგვარებს საავტორო უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებს უფრო სწრაფად და ეფექტურად, ვიდრე დადგენილია DMCA-ით. ამ შემთხვევაში, შეგიძლიათ გამოაქვეყნოთ შეტყობინება, სადაც ახსნით თქვენს საავტორო უფლებებთან დაკავშირებულ პრობლემებს. პროექტის სხვადასხვა გამოცემებისთვის შესაბამისი პროცესების არასრული და არაავტორიტეტული ჩამონათვალი იხილეთ აქ. DMCA საჩივრის შეტანამდე, თქვენ ასევე გაქვთ შესაძლებლობა გაუგზავნოთ ელ-ფოსტა საზოგადოებას მისამართზე info wikimedia org.
9. მესამე მხარის ვებსაიტები და რესურსები
მხოლოდ თქვენ ხართ პასუხისმგებელი მესამე მხარის ვებსაიტების ან რესურსების გამოყენებაზე. მიუხედავად იმისა, რომ პროექტები შეიცავს ბმულებს მესამე მხარის ვებსაიტებზე და რესურსებზე, ჩვენ არც ვადასტურებთ და არც პასუხისმგებელობას ვკისრულობთ მათ ხელმისაწვდომობაზე, სიზუსტეზე, დაკავშირებულ შინაარსზე, პროდუქტებზე ან მასთან დაკავშირებულ სერვისებზე (შეზღუდვის გარეშე, ნებისმიერი ვირუსის ან სხვა გამორთვის ფუნქციების ჩათვლით), არც ჩვენ გვაქვს რაიმე ვალდებულება, დავაკვირდეთ მესამე მხარის შინაარსს.
10. ვებსაიტების მართვა
საზოგადოებას აქვს უპირველესი როლი პროექტის სხვადასხვა გამოცემებზე გამოყენებული პოლიტიკის შექმნასა და განხორციელებაში. ფონდ ვიკიმედიაში ჩვენ იშვიათად ვერევით საზოგადოების პოლიტიკისა და მისი აღსრულების შესახებ გადაწყვეტილებებში. უჩვეულო შემთხვევაში, შეიძლება გაჩნდეს საჭიროება, ან საზოგადოებამ მოგვთხოვოს, რომ მივმართოთ განსაკუთრებით პრობლემურ მომხმარებელს პროექტის მნიშვნელოვანი დარღვევის ან საშიში ქცევის გამო. ასეთ შემთხვევებში ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, მაგრამ არ გვაქვს ვალდებულება:
It is possible to notify us of illegal content, or content that violates our Terms of Use (including all policies and other documents incorporated by reference) for other reasons by contacting us directly. However, you can typically make a request directly to the Project's community: this may be more efficient, and is more consistent with our Projects' aim to empower the user community.
Each Project will usually provide "Help" or "Contact" pages for further guidance, or specific tools for reporting issues. Alternatively – if in doubt – you can ask members of the community for help, by sending an email to info wikimedia org or a more language-specific address from the Volunteer Response Team page. Please note that these mailboxes are monitored by users of the Projects, not the Foundation. As a result, they should not be threatened or issued with legal demands.
If you contact the Foundation with a problem, we will typically explore whether and how existing community-led mechanisms can investigate and, where appropriate, resolve it.
In an unusual case, the need may arise, or the community may ask us, to address an especially problematic user or especially problematic content because of significant Project disturbance or dangerous behavior. In such cases, we reserve the right, at our sole discretion (or where legally compelled), to:
- გამოვიკვლიოთ თქვენ მიერ სერვისის გამოყენება (ა) იმის დასადგენად, მოხდა თუ არა ამ გამოყენების პირობების, პროექტის გამოცემის პოლიტიკის ან სხვა მოქმედი კანონის ან პოლიტიკის დარღვევა, ან (ბ) შეუსაბამოთ ნებისმიერი მოქმედი კანონი, სამართლებრივი პროცესი ან შესაბამისი სამთავრობო მოთხოვნა;
- აღმოვაჩინოთ, თავიდან ავიცილოთ ან სხვაგვარად მივმართოდ თაღლითობის, უსაფრთხოების ან ტექნიკური საკითხების ან ვუპასუხოთ მომხმარებლის მხარდაჭერის მოთხოვნებს;
- უარი თქვათ, გავმორთოთ ან შევზღუდოთ წვდომა ნებისმიერი მომხმარებლის წვლილზე, რომელიც არღვევს ამ გამოყენების წესებს;
- ავუკრძალოთ მომხმარებელს რედაქტირება ან წვლილის შეტანის უფლება ან მომხმარებლის ანგარიშის დაბლოკვა ან წვდომა იმ ქმედებებისთვის, რომლებიც არღვევს ამ გამოყენების პირობებს, მათ შორის საავტორო უფლებების განმეორებით დარღვევებს;
- მივიღოთ სამართლებრივი ზომები იმ მომხმარებლების წინააღმდეგ, რომლებიც არღვევენ ამ გამოყენების წესებს (მათ შორის, სამართალდამცავ ორგანოებისადმი მიმართვა); და
- სხვაგვარად მართეთ პროექტის ვებსაიტები ისე, რომ ხელი შეუწყოს მათ სათანადო ფუნქციონირებას და დავიცვათ ჩვენი და ჩვენი მომხმარებლების, ლიცენზიანტების, პარტნიორებისა და საზოგადოების უფლებები, საკუთრება და უსაფრთხოება.
- Ban a user from editing or contributing or block a user's account or access for actions violating these Terms of Use, including repeat posting of unlawful material under applicable law in line with human rights principles;
- Take legal action against users who violate these Terms of Use (including reports to law enforcement authorities); and
- Manage otherwise the Project websites in a manner designed to facilitate their proper functioning and protect the rights, property, and safety of ourselves and our users, licensors, partners, and the public.
Those Foundation moderation activities may be informed or performed by software (such as traffic flood ("Denial of Service") protection). In those cases human review is normally available, upon request.
ჩვენი მომხმარებლებისა და პროექტების ინტერესებიდან გამომდინარე, იმ უკიდურეს ვითარებაში, როდესაც ნებისმიერ ინდივიდს დაებლოკა მისი ანგარიში ან წვდომა, ამ დებულების შესაბამისად, მას ეკრძალება შექმნას ან გამოიყენოს სხვა ანგარიში ან მოიძიოს წვდომა იმავე პროექტზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ჩვენ არ ვაძლევთ აშკარა ნებართვას. საზოგადოების უფლებამოსილების შეზღუდვის გარეშე, ფონდი ვიკიმედია არ აუკრძალავს მომხმარებელს რედაქტირებას, წვლილის შეტანას, მომხმარებლის ანგარიშის დაბლოკვას ან წვდომას მხოლოდ კეთილსინდისიერი კრიტიკის გამო, რაც არ გამოიწვევს ისეთ ქმედებებს, რომლებიც არღვევს ამ გამოყენების პირობებს ან საზოგადოების პოლიტიკას.
ვიკიმედიის საზოგადოებას და მის წევრებს ასევე შეუძლიათ მიიღონ ზომები, როდესაც ეს ნებადართულია საზოგადოების ან ფონდის პოლიტიკის მიერ, რომელიც გამოიყენება პროექტის კონკრეტულ გამოცემაზე, მაგრამ არ შემოიფარგლება მხოლოდ გაფრთხილებით, გამოძიებით, დაბლოკვით ან აკრძალვით იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც არღვევენ ამ პოლიტიკას. თქვენ თანახმა ხართ შეასრულოთ დავების გადაწყვეტის ორგანოების საბოლოო გადაწყვეტილებები, რომლებიც დაარსებულია საზოგადოების მიერ კონკრეტული პროექტის გამოცემებისთვის (როგორიცაა საარბიტრაჟო კომიტეტები); ეს გადაწყვეტილებები შეიძლება მოიცავდეს სანქციებს, როგორც ეს განსაზღვრულია კონკრეტული პროექტის გამოცემის პოლიტიკით.
გლობალური აკრძალვების პოლიტიკის შესაბამისად, განსაკუთრებით პრობლემურ მომხმარებლებს, რომლებსაც ჰქონდათ ანგარიშები ან წვდომა დაბლოკილი პროექტის რამდენიმე გამოცემაზე, შეიძლება დაექვემდებარონ აკრძალვას პროექტის ყველა გამოცემაში. სამეურვეო საბჭოს რეზოლუციებისგან ან ამ გამოყენების პირობებისგან განსხვავებით, საზოგადოების მიერ დადგენილი პოლიტიკა, რომელიც შეიძლება მოიცავდეს ერთი პროექტის ან რამდენიმე პროექტის გამოცემას (როგორიცაა გლობალური აკრძალვის პოლიტიკა), შეიძლება შეიცვალოს შესაბამისი საზოგადოების მიერ საკუთარი პროცედურებით.
ანგარიშის დაბლოკვა, წვდომა ან მომხმარებლის აკრძალვა ამ დებულების შესაბამისად უნდა იყოს წინამდებარე გამოყენების პირობების მე-12 ნაწილთან შესაბამისი.
If you believe we have not satisfactorily acted on a problematic content report, or if you have been subjected to a Foundation moderation action that you wish to challenge, you may be able to submit an appeal. Other information about routes of appeal may also be explained to you at the time, or in Project-specific help pages.
We reserve the right to suspend (temporarily, or permanently) our handling of reports or other correspondence from users or third parties, whether about allegedly illegal or otherwise problematic content or conduct, or requesting appeals against moderation actions, if such correspondence was made in bad faith, repetitive, unfounded, and/or abusive. In appropriate circumstances, your email address may even be blocked on our email system(s), and you will then need to contact us at our postal address if you wish to further correspond with us during that block. For less serious cases (e.g. up to three polite emails about one or more meritless complaints), this is likely to be temporary. More frequent or more abusive communications are more likely to lead to permanent measures.
11. რეზოლუციები და პროექტის პოლიტიკა
ფონდ ვიკიმედიის სამეურვეო საბჭო დროდადრო აქვეყნებს ოფიციალურ პოლიტიკას. ამ წესებიდან ზოგიერთი შეიძლება იყოს სავალდებულო კონკრეტული პროექტის ან პროექტის გამოცემისთვის და, როდესაც ისინი დეკლარირებენ თქვენ თანახმა ხართ დაიცვათ ისინი, როგორც მოქმედი წყარო.
12. API Terms
We make available a set of APIs, which include documentation and associated tools, to enable users to build products that promote free knowledge. By using our APIs, you agree to abide by all applicable policies governing the use of the APIs, which include but are not limited to the User-Agent Policy, the Robot Policy, and the API:Etiquette (collectively, "API Documentation"), which are incorporated into these Terms of Use by reference.
13. ხელშეკრულების შეწყვეტა
მიუხედავად ყველაფრისა, ვიმედოვნებთ, რომ დარჩებით და გააგრძელებთ პროექტებში წვლილის შეტანას, თქვენ შეგიძლიათ შეწყვიტოთ ჩვენი სერვისების გამოყენება ნებისმიერ დროს. გარკვეულ (ნაკლებად სავარაუდო) გარემოებებში შეიძლება საჭირო გახდეს ჩვენთვის, ვიკიმედიის საზოგადოების ან მისი წევრებისთვის (როგორც ეს აღწერილია მე-10 ნაწილში) შევწყვიტოთ ჩვენი სერვისები - მთლიანად ან ნაწილობრივ, შევწყვიტოთ გამოყენების პირობები, დაბლოკოთ ან შეგიწყვიტოთ ანგარიშებზე წვდომა როგორც მომხმარებელმა. თუ თქვენი ანგარიში ან წვდომა დაიბლოკება ან სხვაგვარად შეწყდება რაიმე მიზეზით, თქვენი საჯარო წვლილი დარჩება საჯაროდ (მოქმედი პოლიტიკის შესაბამისად) და, თუ ჩვენ სხვაგვარად არ შეგატყობინებთ, თქვენ კვლავ შეგიძლიათ შეხვიდეთ ჩვენს საჯარო გვერდებზე მხოლოდ იმ მიზნით, რომ წაიკითხოთ საჯაროდ ხელმისაწვდომი პროექტები. თუმცა, ასეთ პირობებში, თქვენ ვერ შეძლებთ თქვენს ანგარიშზე ან პარამეტრებზე წვდომას. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას შევაჩეროთ ან შევწყვიტოთ მომსახურება ნებისმიერ დროს, მიზეზით ან უმიზეზოდ, გაფრთხილებით ან მის გარეშე. მაშინაც კი, როცა თქვენი გამოყენების/ხელმისაწვდომობის უფლება და მონაწილეობა აიკრძალება, დაიბლოკება ან სხვაგვარად შეჩერდება, აღნიშნული გამოყენების პირობები ძალაში დარჩება შესაბამისი დებულებების, 1, 3, 4, 6, 7, 9-15 და 17 სექციების ჩათვლით.
14. დავა და იურისდიქცია
ვიმედოვნებთ, რომ თქვენთან დაკავშირებით სერიოზული უთანხმოება არ წარმოიქმნება, მაგრამ დავის არსებობის შემთხვევაში, მოგიწოდებთ შეძლოთ დავის მოგვარება - გადაწყვეტის პროცედურების ან მექანიზმების მეშვეობით, რომლებიც უზრუნველყოფილია პროექტების, პროექტების გამოცემების და ფონდ ვიკიმედიის მიერ. თუ თქვენ ცდილობთ შეიტანოთ იურიდიული საჩივარი ჩვენს წინააღმდეგ, თქვენ თანახმა ხართ შეიტანოთ და გადაჭრათ იგი ექსკლუზიურად შტატის ან ფედერალურ სასამართლოში, რომელიც მდებარეობს სან-ფრანცისკოს ოლქში, კალიფორნიაში. თქვენ ასევე ეთანხმებით, რომ გამოყენებადი კალიფორნიის შტატის და ამერიკის შეერთებული შტატების კანონები არეგულირებს ამ გამოყენების/მოხმარების პირობებს, ისევე როგორც ნებისმიერ იურიდიულ პრეტენზიას, რომელიც შეიძლება წარმოიშვას თქვენსა და ჩვენს შორის (კანონთა კონფლიქტის პრინციპების მითითების გარეშე). თქვენ თანახმა ხართ ჩვენთან ან წინამდებარე გამოყენების პირობებთან დაკავშირებულ ნებისმიერ სამართლებრივ მოქმედებაში/დავაში ან წარმოებაში, დაემორჩილებით პერსონალურ იურისდიქციას და ეთანხმებით, რომ განსჯადობის სათანადო ადგილია სან-ფრანცისკოს ოლქი - კალიფორნიაში მდებარე სასამართლოები.
იმის უზრუნველსაყოფად, რომ დავები განიხილება მათი წარმოშობისთანავე, თქვენ ეთანხმებით, რომ საპირისპირო დებულების ან კანონის მიუხედავად, ნებისმიერი პრეტენზია ან ქმედების მიზეზი, რომელიც შეიძლება წარმოიშვას ან დაკავშირებული იყოს ჩვენი სერვისების ან ამ მოხმარების პირობების გამოყენებასთან წარმოდგენილ უნდა იქნას მოქმედი ხანდაზმულობის ფარგლებში, ან ადრე, ან ერთი (1) წლის შემდეგ, როდესაც შესაბამისი ფაქტები საფუძვლად უდევს პრეტენზიას ან ქმედების მიზეზს, რომელიც შესაძლოა აღმოჩენილიყო კეთილსინდისიერად (ან სამუდამოდ აიკრძალება).
Marketing Company Mediations
As described in section 4 of these Terms of Use, you agree to resolve violations of the Paid Contributions without Disclosure in a Marketing Company Mediation at the Foundation's discretion. Marketing Company Mediations are binding mediations where, at the end of either a half or full day session, any disputed items that remain unresolved will be decided by the mediator in a legally binding decision. They will be conducted in meetings by teleconference or videoconference. If an in-person meeting is required, then the Marketing Company Mediation will take place in San Francisco County, California. The parties will split all fees and expenses related to the mediation/arbitration equally.
You agree, as part of a Marketing Company Mediation, to cooperate with the Foundation, including by timely providing any documentation in your possession relating to your undisclosed paid editing activities including the accounts used, articles affected, and clients who purchased such services.
Marketing Company Mediations are subject to and governed by the Federal Arbitration Act to the extent that the mediator becomes an arbitrator. The prevailing party shall be entitled to recover its attorneys' fees (including all fees necessary to determine the applicability of the Marketing Company Mediation and to enforce the binding result) and all costs relating to the investigation and enforcement of its rights. A party may be deemed "prevailing" even if it is not successful on every claim asserted.
If for some reason the entirety of these Marketing Company Mediation requirements are found to be unenforceable, you agree to resolve any disputes as described in the beginning of this section.
15. პასუხისმგებლობაზე უარი
მნიშვნელოვანი აქცენტები
ფონდ ვიკიმედიაში ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ მივაწოდოთ საგანმანათლებლო და საინფორმაციო შინაარსი ფართო აუდიტორიას, თუმცა, თქვენ მიერ ჩვენი სერვისების გამოყენება მხოლოდ თქვენი რისკია. ჩვენ ვთავაზობთ ამ სერვისებს „რაობის“ და „ხელმისაწვდომობის“ საფუძველზე, და ჩვენ პირდაპირ უარს ვამბობთ ყველა სახის მკაფიო ან ნაგულისხმევ გარანტიაზე, მათ შორის, მაგრამ არ შემოფარგლულია მხოლოდ ვაჭრობის, კონკრეტული მიზნისთვის ვარგისიანობის და დაურღვევლობის ნაგულისხმევი გარანტიებით. ჩვენ არ ვიძლევით გარანტიას, რომ ჩვენი სერვისები დააკმაყოფილებს თქვენს მოთხოვნებს, იქნება უსაფრთხო, დაცული, უწყვეტი, დროული, ზუსტი ან უშეცდომო და რომ თქვენი ინფორმაცია იქნება დაცული.
ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელი მესამე მხარის შინაარსსა, მონაცემებსა ან ქმედებებზე და თქვენ გვათავისუფლებთ - ჩვენ, ჩვენ დირექტორებს, ოფიცრებს, თანამშრომლებს და აგენტებს ნებისმიერი სხვა ცნობილი ან უცნობი დავისა და ზიანისაგან, რომელიც წარმოიქმნება ან რაიმე გზით არის დაკავშირებული ნებისმიერ პრეტენზიასთან, რომელიც თქვენ გაქვთ მესამე მხარის მიმართ. ჩვენი სერვისების მეშვეობით, თქვენ მიმართ ჩვენგან მიღებული არცერთი რჩევა ან ინფორმაცია, იქნება ეს ზეპირი თუ წერილობითი არ ქმნის ნებისმიერ გარანტიას, რომელიც პირდაპირ არ არის მითითებული წინამდებარე გამოყენების პირობებში.
ნებისმიერი მასალა, რომელიც გადმოწერილი ან სხვაგვარად მოპოვებულია ჩვენი სერვისების გამოყენებით, კეთდება თქვენი შეხედულებისამებრ და რაც ნიშნავს, რომ რისკი თქვენზეა და მხოლოდ თავად იქნებით პასუხისმგებელი საკუთარი კომპიუტერის სისტემის ნებისმიერ დაზიანებაზე ან მონაცემთა დაკარგვაზე, რომელიც გამოწვეულია ნებისმიერი ასეთი მასალის ჩამოტვირთვით. თქვენ ეთანხმებით, რომ ჩვენ არ გვაქვს პასუხისმგებლობა სერვისის მიერ შენახული ნებისმიერი შინაარსის ან კომუნიკაციის წაშლის, შენახვის ან გადაცემის წარუმატებლობაზე. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას შევქმნათ გამოყენებისა და შენახვის შეზღუდვები საკუთარი შეხედულებისამებრ, ნებისმიერ დროს, გაფრთხილებით ან მის გარეშე.
ამ სექციასთან მიმართებით, ზოგიერთი შტატის იურისდიქცია არ უშვებს პასუხისმგებლობის უარყოფის ტიპებს ამ განყოფილებასთან მიმართებით, ამიტომ, კანონიდან გამომდინარე ისინი შეიძლება არ გავრცელდეს თქვენზე, როგორც ნაწილობრივ, ისე მთლიანად.
16. პასუხისმგებლობის შეზღუდვა
მნიშვნელოვანი აქცენტები
ფონდი ვიკიმედია არ იქნება პასუხისმგებელი თქვენი ან სხვა მხარის წინაშე, მათ შორის, რაიმე პირდაპირი, არაპირდაპირი, შემთხვევითი, სპეციალური, თანმიმდევრული ან სადამსჯელო ზიანისათვის. მაგრამ არ შემოიფარგლება ამით, მოგების დაკარგვის, კეთილი ნების, გამოყენების, მონაცემების ან სხვა არამატერიალური ზიანის გამო. მიუხედავად იმისა, გვქონდა თუ არა ინფორმაცია ასეთი დანაკარგების შესახებ ჩვენი ვალდებულება არავითარ შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს ათას აშშ დოლარს (1000.00 აშშ დოლარი) მთლიანობაში. იმ შემთხვევაში, თუ მოქმედმა კანონმდებლობამ შესაძლოა არ დაუშვას პასუხისმგებლობის შეზღუდვა, გამორიცხვა ან შემთხვევითი ან თანმიმდევრული ზიანი, ზემოაღნიშნული შეზღუდვა და გამორიცხვა შეიძლება არ გავრცელდეს თქვენზე. თუმცა, ჩვენი პასუხისმგებლობა შემოიფარგლება მხოლოდ მოქმედი კანონმდებლობით.
17. გამოყენების პირობების მოდიფიცირება
ისევე, როგორც ვიკიმედიის საზოგადოების როლია მნიშვნელოვანი პროექტების ზრდისა და შენარჩუნებისთვის, მიგვაჩნია, რომ საზოგადოების წვლილი გარდამტეხია ამ გამოყენების/მოხმარების პირობებისთვის, რათა სწორი მომსახურება გაეწიოს ჩვენს მომხმარებლებს. აღნიშნული, ასევე, აუცილებელია სამართლიანი კონტრაქტისთვის. ამრიგად, ჩვენ მოგაწვდით აღნიშნულ გამოყენების პირობებს, ისევე როგორც ამ გამოყენების პირობების მნიშვნელოვან სამომავლო გადასინჯვებს, როგორც კომენტარის გაკეთებამდე, ისე კომენტარის პერიოდის დასრულებამდე მინიმუმ ოცდაათი (30) დღით ადრე. მომავალში, თუ გადასინჯვა არსებითია, გამოქვეყნების შემდეგ ჩვენ მოგცემთ დამატებით 30 დღეს კომენტარებისთვის შემოთავაზებული რევიზიის თარგმანის სულ მცირე სამ ენაზე (ჩვენი შეხედულებისამებრ). საზოგადოება წაახალისებს, რათა საჭიროების შემთხვევაში ითარგმნოს არსებული ცვლილება. არაზუსტი და გამოსასწორებელი განცხადებების, სამართლებრივი და ადმინისტრაციული ცვლილებების გამო, ან საზოგადოების კომენტარების ცვლილებების საპასუხოდ გავაფრთხილებთ მინიმუმ სამი (3) დღის განმავლობაში.
იმის გამო, რომ შეიძლება საჭირო გახდეს აღნიშნული გამოყენების პირობების დროდადრო ცვლილება, ჩვენ შეგატყობინებთ ასეთი ცვლილებების შესახებ და შესაძლებელს გავხდით დააკომენტაროთ პროექტის ვებსაიტებზე და შეტყობინების საშუალებით [[[mail:wikimediaannounce-l|WikimediaAnnounce-l]] WikimediaAnnounce-L-ზე]. თუმცა, გთხოვთ, პერიოდულად გადახედოთ გამოყენების პირობების ყველაზე განახლებულ ვერსიას (ხელმისაწვდომია http://wikimediafoundation.org/wiki/Terms of use). თქვენ კი განაგრძობთ ჩვენი სერვისების გამოყენებას მხოლოდ მას შემდეგ, რაც ახალი გამოყენების პირობების შესახებ მიიღებთ გაფრთხილებას და დათანხმდებით მათ. ფონდ ვიკიმედიისა და სხვა მომხმარებლების დასაცავად, როგორიც თქვენ ხართ, თუ არ ეთანხმებით ჩვენს გამოყენების პირობებს, ვერ ისარგებლებთ ჩვენი სერვისებით.
18. სხვა პირობები
აღნიშნული გამოყენების პირობები არ ქმნის დასაქმების, სააგენტოს, პარტნიორობას ან ერთობლივ საწარმო ურთიერთობას თქვენსა და ფონდ ვიკიმედიას შორის. თუ ჩვენთან ცალკე ხელშეკრულება არ გაგიფორმებიათ, ეს გამოყენების პირობები არის სრული შეთანხმება თქვენსა და ჩვენს შორის. თუ არსებობს კონფლიქტი გამოყენების პირობებსა და თქვენსა და ჩვენს შორის ხელმოწერილ ხელშეკრულებას შორის, ხელშეკრულება პრევალირებს.
თქვენ ეთანხმებით, რომ ჩვენ შეიძლება მოგაწოდოთ შეტყობინებები, მათ შორის გამოყენების პირობების ცვლილებების შესახებ - როგორც ელექტრონული ფოსტით, ისე, რეგულარული ფოსტით ან პროექტის ვებსაიტებზე გამოქვეყნებით.
თუ რაიმე ვითარებაში, ჩვენ არ გამოვიყენებთ ან არ აღვასრულებთ ამ გამოყენების პირობების რომელიმე დებულებას, ეს არ ნიშნავს ამ დებულებაზე უარის თქმას.
თქვენ აცნობიერებთ რომ, ჩვენს მიერ სხვაგვარი წერილობითი შეთანხმების გარეშე, თქვენ არ გაქვთ კომპენსაციის მოლოდინი ნებისმიერი აქტივობის, წვლილის ან იდეისათვის, რომელსაც თქვენ მოაწვდით ამ საზოგადოებას ან ვიკიმედიის პროექტებს ან პროექტების გამოცემებს.
წინამდებარე გამოყენების პირობებში საპირისპირო დებულების მიუხედავად, ჩვენ (ფონდი ვიკიმედია) და თქვენ თანახმა ვართ, არ შეცვალოთ ნებისმიერი უფასო ლიცენზიის მოქმედი პირობები და მოთხოვნები, რომლებიც გამოიყენება პროექტებსა და პროექტების გამოცემებზე, როდესაც ასეთი უფასო ლიცენზია ავტორიზებულია ამ წესების მოხმარების პირობებით.
აღნიშნული გამოყენების პირობები დაიწერა ინგლისურ ენაზე (აშშ). მიუხედავად იმისა, ვიმედოვნებთ, რომ ამ გამოყენების პირობების თარგმანები ზუსტია, ორიგინალ ინგლისურ ვერსიასა და თარგმანს შორის რაიმე განმასხვავებელი მნიშვნელობების წამოჭრის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ორიგინალ - ინგლისურ ვერსიას.
თუ წინამდებარე გამოყენების პირობების რომელიმე დებულება ან დებულების ნაწილი აღმოჩნდება არაკანონიერი, ბათილი ან არააღსრულებადი, ეს დებულება ან დებულების ნაწილი განიხილება წინამდებარე გამოყენების პირობებისგან განცალკევებით და შესრულდება მაქსიმალური დასაშვები ზომით და წინამდებარე გამოყენების პირობების ყველა სხვა დებულება დარჩება სრულ ძალაში.
მადლობა!
ჩვენ ვაფასებთ თქვენს მიერ გამოყოფილ დროს ამ გამოყენების პირობების წასაკითხად და მოხარული ვართ, რომ თქვენ წვლილი შეიტანეთ პროექტებში და იყენებთ ჩვენს სერვისებს. თქვენი წვლილის მეშვეობით თქვენ ეხმარებით რაღაც მართლაც დიდის შექმნას - არა მხოლოდ ერთობლივად რედაქტირებული საცნობარო პროექტების მნიშვნელოვან კოლექციას, რომელიც უზრუნველყოფს განათლებას და ინფორმაციაზე წვდომას მილიონობით ადამიანისათვის, რომლებსაც სხვაგვარად შეიძლება არ ჰქონდეთ წვდომა, არამედ ასევე კეთილშობილურ საქმეს თქვენივე თანამოაზრეებთან ერთად.
ეს გამოყენების პირობები ძალაში შევიდა 2014 წლის 16 ივნისს. პირობების წინა ვერსიები:
- Terms of Use (2014–2023): effective from June 16, 2014, until June 7, 2023
- გამოყენების პირობები (2012–2014): ძალაშია 2012 წლის 24 მაისიდან 2014 წლის 16 ივნისამდე
- გამოყენების პირობები (2009): ძალაშია 2009 წლიდან 2012 წლის 24 მაისამდე.
Please note that in the event of any differences in meaning or interpretation between the original English version of this content and a translation, the original English version takes precedence.