შინაარსზე გადასვლა

გიუნთერ ფონ კლუგე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
09:32, 24 მარტი 2023-ის ვერსია, InternetArchiveBot (განხილვა | წვლილი) (გადარჩენა 1 წყაროების და მონიშვნა 0 მკვდრად.) #IABot (v2.0.9.3)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გიუნთერ ფონ კლუგე

გიუნთერ ფონ კლუგე (გერმ. Günther von Kluge; დ. 30 ოქტომბერი, 1882, პოზნანი, პოლონეთი — გ. 19 აგვისტო, 1944, მეცი, საფრანგეთი) — გერმანელი სამხედრო მოღვაწე, ვერმახტის გენერალ-ფელდმარშალი.

გიუნთერ ფონ კლუგე დაიბადა სამხედრო ტრადიციების მქონე ოჯახში. მამამისი მაქს კლუგე პრუსიელი გენერალ-მაიორი იყო და 1913 წელს მემკვიდრეობით არისტოკრატთა რანგში იქნა აყვანილი. თავისი ნიჭის გამო კლუგე კადეტთა კორპუსის სასწავლებელში იქნა მიღებული და მეტასახელად „ჭკვიან ჰანსს“ („kluger Hans“) ეძახდნენ. აქედან წარმოიშვა მისი მეტსახელი „ჰანსი“.

1901 წელს გიუნთერ ფონ კლუგე პრუსიის არმიაში შევიდა. პირველი მსოფლიო ომის დროს იგი გენშტაბის ოფიცრად მსახურობდა კაპიტნის სამხედრო წოდებით.

გიუნთერ ფონ კლუგემ რაიხსვერში სწრაფი კარიერა გაიკეთა - 1930 წელს ის უკვე მაიორი იყო, 1933 წელს - გენერალ-მაიორი, 1934 წელს - გენერალ-ლეიტენანტი, 1936 - წელს არტილერიის გენერალი. მეორე მსოფლიო ომის დროს პოლონეთისა და საფრანგეთის კამპანიებში იგი ხელმძღვანელობდა მე-4 არმიას. იმავე არმიას ხელმძღვანელობდა იგი სსრკ-ს წინააღმდეგ ომშიც.

1940 წლის 19 ივლისს გიუნთერ ფონ კლუგეს გენერალ-ფელდმარშლის წოდება მიენიჭა და 1941 წლის 18 დეკემბერს დაინიშნა «არმიათა ჯგუფ „მიტეს“» უმაღლეს მთავარსარდლად.

მისი გენშტაბის პირველი ოფიცერი ჰენინგ ფონ ტრესკო ცდილობდა კლუგე «ვიდერშტანდის» გენერლებთან დაეკავშირებინა. ამისთვის ხელსაყრელი გარემოება შეიქმნდა, როცა გენერალ-ფელდმარშალი 1943 წლის 12 ოქტომბერს ავტოავარიაში მოჰყვა და იძულებული გახდა სამკურნალოდ დიდი ხნით გერმანიაში დაბრუნებულიყო.

1944 წლის 7 ივლისს იგი დასავლეთ ფრონტის მთავარსარდლის პოსტზე დაინიშნა, ხოლო იმავე წლის 17 ივლისს «არმიათა ჯგუფ „ბ“»-ს ხელმძღვანელობა ჩაიბარა. «ვიდერშტანდის» გენერალთა აზრით მას მთავარი როლი უნდა ეთამაშა დასავლეთის არმიების კონტროლის ქვეშ მოქცევაში. თავიდან კლუგე ყოყმანობდა, ხოლო როცა ფიურერზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ ჰიტლერის გადარჩენის ამბავი გაიგო მან «ვიდერშტანდთან» ყოველგვარი კავშირი გაწყვიტა. მიუხედავად ამისა იგი გესტაპოს ინტერესის არეალში მოექცა და 1944 წლის 17 აგვისტოს თანამდებობიდან გადაყენებულ იქნა. მის ადგილზე დაინიშნა ვალტერ მოდელი. გიუნთერ ფონ კლუგე ჰიტლერისადმი მიწერილ წერილში ფიურერს თავის ლოიალობას უმტკიცებდა და წერდა რომ მას მისთვის არასდროს უღალატია. 1944 წლის 19 აგვისტოს გერმანიისკენ მიმავალმა გენერალ-ფელდმარშალმა ქალაქ მეცთან მანქანაში კალიუმის ციანიდით თავი მოიკლა.

1930 წლიდან სიკვდილამდე გიუნთერ ფონ კლუგე ოჯახთან ერთად ცხოვრობდა საკუთარ მამულში სოფელ ბიონეში, ქალაქ რათენოსთან (ბრანდენბურგი). მისმა მეუღლემ მათილდემ ეს მამული ბიძის რობერტ ფონ ბრიზენის სიკვდილის შემდეგ მემკვიდრეობით მიიღო.

1944 წლის 1 სექტემბერს ბიონეს მამულში ფონ ბრისტების და ფონ ბრიზენების საგვარეულო მავზოლეუმის ახლოს იგი სრული სამხედრო პატივით იქნა დაკრძალული. მის დასაფლავებაზე პოლიტიკური პირები არ მოსულან. გიუნთერ ფონ კლუგე სურვილისამებრ მიწაში იქნა დასაფლავებული.

ომის დამთავრების შემდეგ მისი გვამი საფლავიდან ამოღებულ იქნა უცნობი პირების მიერ. დღემდე უცნობია ვისი დავალებით მოხდა ეს და სად იქნა გვამი წაღებული.

  • ფრონტზე მებრძოლთა ღირსების ჯვარი - Ehrenkreuz für Frontkämpfer
  • დაჭრილთა ნიშანი (1918) შავ ფერში - Verwundetenabzeichen (1918) in Schwarz
  • 1938 წლის 13 მარტის სამახსოვრო მედალი - Medaille zur Erinnerung an den 13. März 1938
  • 1938 წლის 1 ოქტომბრის სამახსოვრო მედალი - Medaille zur Erinnerung an den 1. Oktober 1938
  • აღმოსავლეთ ფრონტზე 1941/42 წლის ზამთრის ომის მედალი - Medaille Winterschlacht im Osten 1941/42
  • ვერმახტის რაპორტში ოთხგზის მოხსენიება - Viermalige Nennung im Wehrmachtsbericht
  • რკინის ჯვარი (1914) მე-2 და 1-ლი კლასის - Eisernes Kreuz (1914) 2. und 1. Klasse
  • რკინის ჯვარი (1939) მე-2 და 1-ლი კლასის - Eisernes Kreuz (1939) 2. und 1. Klasse
  • ჰოენცოლერნთა სამეფო სახლის ორდენის რაინდის ჯვარი ხმლებით - Ritterkreuz des Hausordens von Hohenzollern mit Schwertern
  • რკინის ჯვრის რაინდის ჯვარი მუხის ფოთოლით და ხმლებით - Ritterkreuz des Eisernen Kreuzes mit Eichenlaub und Schwertern
  • რაინდის ჯვარი (30.09.1939) - Ritterkreuz
  • მუხის ფოთოლი (18.01.1943) - Eichenlaub
  • ხმლები (29.10.1943) - Schwerter

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]