შინაარსზე გადასვლა

ფრიდრიხ პაულუსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ფრიდრიხ ვილჰელმ ერნსტ პაულუსი (გერმ.: Friedrich Wilhelm Ernst Paulus) (დ. 23 სექტემბერი, 1890, ბრაიტენაუ, ჰესენი — გ. 1 თებერვალი, 1957, დრეზდენი, საქსონია) — გერმანელი სამხედრო მოღვაწე, „ვერმახტისგენერალ-ფელდმარშალი.

არმიაში იყო 1910 წლიდან. იყო პირველი მსოფლიო ომის მონაწილე. შემდეგ მუშაობდა რაიხსვერში. მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში იყო სხვადასხვა არმიების შტაბების უფროსი, იყო გეგმა „ბარბაროსას“ ერთ–ერთი შემდგენელი. 942 წლის იანვრიდან სარდლობდა მე-6 არმიას აღმოსავლეთის ფრონტზე და ხელმძღვანელობდა შეტევას სტალინგრადზე. მისი არმია მოექცა ალყაში და 1943 წლის 31 იანვარს დანებდა საბჭოთა ჯარს. 1953 წლიდან ცხოვრობდა გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Sovetika.ru - გვერდი საბჭოთა ერას შესახებ დაარქივებული 2007-03-10 საიტზე Wayback Machine. სტატიები ფრიდრიხ ვილჰელმ ერნსტ პაულუსის შესახებ