შინაარსზე გადასვლა

დივიდენდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
18:19, 30 მაისი 2024-ის ვერსია, Kober (განხილვა | წვლილი) (დაემატა კატეგორია:კორპორატიული ფინანსები გაჯეტ HotCat-ით)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

დივიდენდი (ლათ. dividendum – გასაყოფი) — განაწილებას დაქვემდებარებული შემოსავალი, რომელსაც იღებს კაპიტალის მესაკუთრე სააქციო საზოგადოების წმინდა მოგებიდან საკუთარი კაპიტალის ინვესტირებული წილის პროპორციულად კაპიტალის კლასის მიხედვით.

სააქციო საზოგადოებაში ჩვეულებრივი აქციებიდან მიღებული დივიდენდის ოდენობა დამოკიდებულია საზოგადოების წმინდა მოგებაზე. პრივილეგირებულ აქციებზე დივიდენდი, აქციის ნომინალური ღირებულებიდან გამომდინარე, წინასწარ დადგენილი პროცენტის მიხედვით გაიცემა.

გავრცელებულია დივიდენდის გადახდის რამდენიმე ფორმა: ნაღდი ანგარიშსწორება, ანგარიშსწორება აქციებით, ოფციონით და მატერიალური ღირებულებით. დივიდენდების გადახდის წესი და პერიოდულობა შეიძლება განსხვავებული იყოს ქვეყნებისა და კომპანიების მიხედვით. დივიდენდების მოცულობა განისაზღვრება პარტნიორების წილის შესაბამისად.