დავით ჭიჭინაძე
დავით ჭიჭინაძე | |
---|---|
დაბადების თარიღი |
31 ივლისი, 1965 თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
ეროვნება | ქართველი |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | უმაღლესი |
პროფესია | ბიზნესმენი, პოლიტიკოსი |
პარტია | ტრიბუნა |
მეუღლე(ები) |
ირინა ხმელევსკაია (განქორწინებული) თამუნა ბარძიმაშვილი (განქორწინებული) ნინო კუჭავა (დღემდე) |
შვილ(ებ)ი |
სალომე ანასტასია ბარბარე |
მშობლები |
მამა: ლევან ჭიჭინაძე დედა: ნათელა ჭიჭინაძე |
დავით ჭიჭინაძე (დ. 7 ივლისი, 1965, თბილისი) — ქართველი ბიზნესმენი და პოლიტიკოსი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დავით ჭიჭინაძე 1982–1987 წლებში სწავლობდა შრომის წითელი დროშის ორდენოსანი, ვ. ი. ლენინის სახელობის საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ჰიდროტექნიკის ფაკულტეტზე, პროფესიით მშენებელ ჰიდროტექნიკოსი. 2000 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი.
1987–1999 წლებში კერძო ბიზნესით იყო დაკავებული. 1999-2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს აღორძინება“. 2013–2014 წლებში შპს „დმპ“-ის დამფუძნებელი. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს მუშაობდა თბილისის ისნის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად. 2016-2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი (თბილისის ავლაბრის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო “. იდეოლოგიური უთანხმოების გამო 2018 წელს დატოვა პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო".
2019 წლის 22 ივნისს დააარსა პარტია „სახალხო ტრიბუნა“.[1]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დავით ჭიჭინაძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- დავით ჭიჭინაძე — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|