ბეჟან ხურციძე
ბეჟან ხურციძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 15 ივლისი, 1947 |
დაბადების ადგილი | ვანი, საქართველოს სსრ, სსრკ |
გარდაცვალების თარიღი | 27 დეკემბერი, 2015 |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ეროვნება | ქართველი |
საქმიანობა | ინჟინერი |
ბეჟან ხურციძე (დ. 15 ივლისი, 1947, ვანი — გ. 27 დეკემბერი, 2015) — ქართველი ინჟინერი, პოლიტიკოსი.
დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი მანქანათმშენებლობის მრეწველობის მართვისა და ორგანიზაციის სპეციალობით. 1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, № 53 ვანის ოლქის მაჟორიტარი. 1999-2004 წლებში — საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი (ვანის მაჟორიტარი) საარჩევნო ბლოკი: საინიციატივო ჯგუფი. 2004-2008 წლებში — საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი (ვანის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ნაციონალური მოძრაობა — დემოკრატები“. 2008-2012 წლებში — საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი, იგივე ოლქის მაჟორიტარი, საარჩევნო ბლოკიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გამარჯვებული საქართველოსთვის“.
რესურსები ინტეტნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|
|
|
- დაბადებული 15 ივლისი
- დაბადებული 1947
- გარდაცვლილი 2015
- გარდაცვლილი 27 დეკემბერი
- საქართველოს III მოწვევის პარლამენტის წევრები
- საქართველოს V მოწვევის პარლამენტის წევრები
- საქართველოს VI მოწვევის პარლამენტის წევრები
- საქართველოს VII მოწვევის პარლამენტის წევრები
- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები
- ქართველი ინჟინრები
- ვანში დაბადებულები
- ხურციძეები