ორმაგი დაბეგვრა
ორმაგი დაბეგვრის პრობლემა წარმოიშვრება მაშინ როდესაც არარეზიდენტის მიერ გაწეული მომსახურება იბეგრება როგორც მომსახურების გაწევის ასევე არარეზიდენტის ქვეყანაში. იმისათვის რომ თავიდან იქნას აცილებული აღნიშნული შეუთავსებლობა და პირიქით ხელი შეეწყოს საერთაშორისო ვაჭრობას, რიგი ქვეყნები ცდილობენ ერთმანეთთან დადონ ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შეთანხმება. სხვა სიტყვებით ამ შეთანხმებების მიზანია რომ არარეზიდენტი იურიდიული პირი დაიბეგროს მხოლოდ თავის ქვეყანაში.
ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]"ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ" შეთანხმებების მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებასა და ინვესტიციების მოზიდვას. 2008 წლიდან აქტიურ ფაზაში გადავიდა აღნიშნული შეთანხმებების გაფორმება იმ ქვეყნებთან, რომლებთანაც საქართველოს გააჩნია ეკონომიკური ინტერესები. ამგვარ შეთანხმებათა ტექსტები ეფუძნება ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მოდელს და განსაზღვრავს ქვეყნებს შორის დაბეგვრის პრინციპებს. კერძოდ, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ მეორე ქვეყანაში გაწეული საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი დაიბეგრება იმ ქვეყანაში, სადაც იგი იქნა მიღებული ან რეზიდენტობის ქვეყანაში. შემოსავლის წყაროს ქვეყანაში დაბეგვრის შემთხვევაში ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების მიზნით რეზიდენტი ქვეყანა იღებს ვალდებულებას, გადასახადის გადამხდელს ჩაუთვალოს წყაროს ქვეყანაში გადახდილი გადასახადი. შეთანხმების მთავარი მიზანია ასევე გადასახადების გადაუხდელობისაგან თავის არიდება, რაც მიიღწევა საგადასახადო მიზნებისათვის ინფორმაციის გაცვლის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვით.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წყარო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საერთაშორისო დაბეგვრა დაარქივებული 2016-03-10 საიტზე Wayback Machine.