შინაარსზე გადასვლა

პრინც გუსტავ-ადოლფის ზღვა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პრინც გუსტავ ადოლფის ზღვა (ინგლ. Prince Gustav Adolf Sea) — ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანის კუნძულთშორისი ზღვა კანადის არქტიკულ არქიპელაგში.[1] დასავლეთიდან შემოზღუდულია კუნძულებით ბორდენით და მაკენზი-კინგით, აღმოსავლეთიდან — ელეფ-რინგნესით, სამხრეთიდან — ლაფიდის კუნძულით. სახელი უწოდა ოტო სვერდრუპმა თავისი ექსპედიციის დროს, შვედეთის პრინცის — გუსტავ-ადოლფის (სამომავლოდ როგორც მეფე გუსტავ VI) პატივსაცემად,[2] 1902 წელს.