შინაარსზე გადასვლა

თამასუქი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
საბუღალტრო აღრიცხვა
  • პირდაპირი დანახარჯები
  • ზედნადები დანახარჯები


ბუღ. აღრიცხვის საერთ. სტანდარტები
ბასსი და ფასსი
სააღრიცხვო პოლიტიკა
მარაგების აღრიცხვის მეთოდები
ანგარიშთა გეგმა
დაფა: იხ.  განხ.  რედ.

თამასუქი (არაბ. თამასსუქ) — ფასიანი ქაღალდის სახეობა, ვექსილი, რომელიც წარმოადგენს კანონით დადგენილი ფორმის, უდავო სავალო დოკუმენტს, რომლის ძალითაც ესა თუ ის პირი ვალდებულებას კისრულობს დათქმულ ვადაში ან მოთხოვნისთანავე გადაიხადოს გარკვეული ფულადი თანხა დარიცხული პროცენტების გათვალისწინებით.

თამასუქი საკრედიტო-საანგარიშსწორებო ურთიერთობათა გაფორმების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საშუალებაა. იყენებენ ფულის ნაცვლად, როგორც საგადასახდელო დოკუმენტს.

თამასუქის ხელთმქონეს შეუძლია თამასუქით კუთვნილი თანხა მიიღოს ვადამდეც ბანკში თამასუქის განარდებით. თამასუქს ფართოდ იყენებენ საგარეო ვაჭრობაში, საერთაშორისო ანგარიშსწორებისას, აგრეთვე კაპიტალისტური ქვეყნების საშინაო ბრუნვაში.

ყოფილ სსრკ-ში თამასუქს იყენებდნენ საკრედიტო რეფორმამდე (1930). რეფორმის შემდეგ თამასუქით სარგებლობენ მხოლოდ კაპიტალისტურ ქვეყნებთან საგარეო-სავაჭრო ურთიერთობაში.

თამასუქი 2 სახისაა: მარტივი და გადასაპირებელი (ტრატა).

მარტივი თამასუქის გამცემი ვალდებულებას კისრუსობს თამასუქში აღნიშნულ პირს მოთხოვნისთანავე ან დათქმულ ვადაში გადაუხადოს განსაზღვრული ფულადი თანხა.

გადასაპირებელი თამასუქის გამნაღდებლად ითვლება არა თამასუქის გამცემი, არამედ მესამე პირი — აქცეეპტანტი, რომელიც თამასუქის გამცემის ბრძანებით კისრულობს გადახდის უდავო ვალდებულებას. სათამასუქო ბრუნვის მონაწილეთა ურთიერთობა სამოქალაქო-სამართლეებრივი ხასიათისაა და მას აწესრიგებს სპეციალური სათამასუქო კანონმდებლობა, რომელიც უმეტეს ქვეყნებში ეყრდნობა 1930 წლის ჟენევის სათამასუქო კონვენციებს ან/და ინგლისის სათამასუქო კანონს.

ყოფილი სსრკ 1936 შეუერთდა ჟენევის სათამასუქო კონვენციებს, რომელთა საფუძველზე სსრკ ცაკისა და სახკომსაბჭოს 1937 წლის 7 აგვისტოს დადგენილებით ძალაში შევიდა დებულება მარტივი და გადასაპირებელი თამასუქების შესახებ.

ქართულ სამართალში ტერმინი „თამასუქი“ დაახლოებით XVII საუკუნიდან იხმარებოდა საერთოდ სავალო საბუთის მნიშვნელობით და ხშირად გირავნობასაც გულისხმობდა, იყენებდნენ საანგარიშსწორებოდაც, მეტადრე ვაჭრობაში. იგი გვხვდება ქართულ ჩვეულებითი სამართლის კრებულსა და ვახტანგ VI-ის სამართალში, სადაც განსაზღვრულია მისი აუცილებელი რეკვიზიტებიც (მ. 143). სხვა პირობებს შორის თამასუქში ზოგჯერ დავალიანების მაიძულებელი გარემოებებიც კი იწერებიოდა. უფრო ძველად ასეთ საბუთს „ვალის წიგნი“ ერქვა.[1]

თამასუქის პროცენტი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თამასუქის პროცენტი ანგარიშდება დღიური სარგებლობიდან გამომდინარე, მაგრამ თამასუქში იწერება გაცემის წლიური განაკვეთი. დღეების დათვლისას გამოიყენება მიდგომა, რომლის დროსაც გაცემისა და დაფარვის დღე იანგარიშება, როგორც ერთი დღე. მხარეთა შეთანხმებიდან გამომდინარე პრაქტიკაში არსებობს, როგორც 360 დღიანი ისე 365 დღიანი წელი. ასევე თუ ანგარიში მიმდინარეობს თვეებით და გვაქვს 3 თვე ითვლება რომ ადგილი აქვს წლის ერთმეოთხედს.

თამასუქის პროცენტი გაიანგარიშება ფორმულით:

პროცენტი=N*I*C

სადაც, N არის თამასუქის ნომინალი; I - საპროცენტო განაკვეთი; C - თამასუქის ვადის წილი წელიწადში.

თამასუქის დისკონტი ანუ თამასუქის აღრიცხვა წარმოიშვება, გადასაპირებელი თამასუქის შემთხვევაში, რომლის დროსაც ბანკის მიერ დაკავებული თანხა წარმოადგენს ბანკის სარგებელს, რომლითაც მცირდება თამასუქის პროცენტის ოდენობა.

სადისკონტო განაკვეთი გაიანგარიშება ფორმულით:

სადისკონტო განაკვეთი=M*I*T

სადაც, M არის თამასუქის გასანაღდებელი თანხა; I - საპროცენტო განაკვეთი; T - თამასუქის აღრიცხვიდან განაღდებამდე დარჩენილი დრო.

თამასუქის გასანაღდებელ თანხასა და სადისკონტო განაკვეთს შორის სხვაობა წარმოადგენს აღრიცხულ თამასუქზე გადასახდელ თანხას, რომელიც შეიძლება იყოს როგორც დადებითი ისე უარყოფითი რიცხვი. დადებითი სიდიდის შემთხვევაში ადგილი აქვს არასაოპერაციო მოგებას ხოლო უარყოფითის შემთხვევაში არასაოპერაციო ზარალს.

სათამასუქო მოთხოვნების აღრიცხვა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სათამასუქო მოთხოვნები ჩვეულებრივი მოთხოვნებისაგან იმით განსხვავდება რომ გადამხდელი წერილობით პირობას დებს ვალდებულების გადახდაზე მოთხოვნისთანავე ან წინასწარ განსაზღვრულ ვადაში. სათამასუქო მოთხოვნებს, როგორც მარტივს ასევე გადასაპირისპირებელს თავისი აღრიცხვის მიდგომა გააჩნია.

მოთხოვნის წარმოქმნა მოთხოვნის დაფარვა
მარტივი თამასუქის გაცემა:
დ.1510/2310 - მოკლევადიანი/გრძელვადიანი სათამასუქო მოთხოვნები.
კ. 1100/1200/6110 - ფული/აქტივის რეალიზაცია.
პროცენტის დარიცხვა
დ. 1820 - მისაღები პროცენტები.
კ. 8110 - საპროცენტო შემოსავლები.

მარტივი თამასუქის დაფარვა:

დ. 1100/1200 - ფული.
კ. 1820 - მისაღები პროცენტები.
კ. 1510 - მიღებული მოკლევადიანი თამასუქები.
გადასაპირებელი თამასუქის გაცემა:
დ.1510/2310 - მოკლევადიანი/გრძელვადიანი სათამასუქო მოთხოვნები.
კ. 1100/1200/6110 - ფული/აქტივის რეალიზაცია.
გადასაპირებელი თამასუქის დაფარვა:
დ. 1100/1200 - ფული.
კ. 8110 - საპროცენტო შემოსავალი (შემცირებული გადაპირებისას ბანკის მიერ გამოწერილი პროცენტით).
კ. 1510 - მიღებული მოკლევადიანი თამასუქები.

თუ ბანკის საპროცენტო ხარჯმა გადაფარა სათამასუქო საპროცენტო შემოსავალი, მაშინ:

დ. 1100/1200 - ფული.
დ. 8290 - სხვა არასაოპერაციო ხარჯი.
კ. 1510 - მიღებული მოკლევადიანი თამასუქები.
თამასუქის განაღდების ვადის გადაცილებისას თამასუქის მოთხოვნად აღიარება:
დ. 1490/2390 - მოთხოვნები.
კ. 1510/2310 - თამასუქები.
კ. 1820 - მისაღები პროცენტები.
განაღდებულია ვადაგადაცილებული თამასუქი:
დ. 1490/2390 - მოთხოვნები.
კ. 1100/1200 - ფული.

გასანაღდებელი თამასუქების აღრიცხვა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გასანაღდებელი თამასუქები სათამასუქო მოთხოვნების მსგავსია, მხოლოდ იმ განსხვავებით რომ თამასუქის ამღები თავად კომპანიაა.

ვალდებულების წარმოქმნა ვალდებულების დაფარვა
მიღებულია თამასუქი:
დ. 1100/1200 - ფული
კ. 3115/4120 - გასანაღდებელი მოკლევადიანი/გრძელვადიანი თამასუქები

გრძელვადიანიდან მიმდინარე თამასუქსის გადმოტანა.

დ. 4120 - გასანაღდებელი გრძელვადიანი თამასუქები
კ. 3115 - გასანაღდებელი მოკლევადიანი თამასუქები

თამასუქზე პროცენტის დარიცხვა:

დ. 8210 - საპროცენტო ხარჯები
კ. 3410 - გადასახდელი პროცენტები
თამასუქის განაღდება:
დ. 3115 - გასანაღდებელი მოკლევადიანი თამასუქები
დ. 3410 - გადასახდელი პროცენტები
კ. 1100/1200 - ფული
  • "მთავარი ბუღალტერი". №1, 2007 წ.
  • "ბუღალტრული აღიცხვა" ა. ხორავა, ნ. კვატაშიძე, ნ. სრესელი, ზ. გოგრიჭიანი. 2008 წ.
  • "ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების გამოყენება" რ. ძაძამია. თბილისი. 2008
  • ჯავახიშვილი ივ. ისტორიის მიზანი, წყაროები და მეთოდები წინათ და ახლა, წგნ. 3, ნაკვ. 2 — ქართული სიგელთამცოდნეობა ანუ დიპლომატიკა, ტფ., 1926, გვ. 51-52;
  1. "ქართული სამართლის ძეგლები", ი. დოლიძის გამოც., ტ. 1-2, თბ., 1963—65