შინაარსზე გადასვლა

სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
საბუღალტრო აღრიცხვა
  • პირდაპირი დანახარჯები
  • ზედნადები დანახარჯები


ბუღ. აღრიცხვის საერთ. სტანდარტები
ბასსი და ფასსი
სააღრიცხვო პოლიტიკა
მარაგების აღრიცხვის მეთოდები
ანგარიშთა გეგმა
დაფა: იხ.  განხ.  რედ.

სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება (სპს) — საზოგადოება, რომელშიც რამდენიმე პირი ერთობლივად, ერთიანი საფირმო სახელწოდებით ეწევა სამეწარმეო საქმიანობას და საზოგადოების ვალდებულებებისათვის კრედიტორების წინაშე პასუხს აგებს, როგორც სოლიდარული მოვალეები – მთელი თავისი ქონებით, პირდაპირ და უშუალოდ. პარტნიორს შეუძლია უარი თქვას კრედიტორის მოთხოვნათა დაკმაყოფილებაზე, სანამ საზოგადოება უფლებამოსილია იდავოს გარიგებაზე, რომელიც საფუძვლად უდევს საზოგადოების ვალდებულებას. იგივე უფლება აქვს პარტნიორს მანამ, სანამ კრედიტორის მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს საზოგადოების ვადამოსული საპირისპირო მოთხოვნის შესრულებით.

სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების ნიშნებია:

  1. სავაჭრო საქმიანობის განხორციელება;
  2. საზოგადოების საქმიანობაში პარტნიორთა პირადი მონაწილეობა;
  3. ერთიანი საფირმო სახელწოდების არსებობა;
  4. საზოგადოების ვალდებულებებისათვის კრედიტორების წინაშე პარტნიორთა პასუხისმგებლობა თავიანთი პირადი ქონებით და სოლიდარულად.
  • საქართველოს კანონი მეწარმეთა შესახებ. მუხლი 20