შინაარსზე გადასვლა

მოთხოვნები (დებიტორული დავალიანება)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
საბუღალტრო აღრიცხვა
  • პირდაპირი დანახარჯები
  • ზედნადები დანახარჯები


ბუღ. აღრიცხვის საერთ. სტანდარტები
ბასსი და ფასსი
სააღრიცხვო პოლიტიკა
მარაგების აღრიცხვის მეთოდები
ანგარიშთა გეგმა
დაფა: იხ.  განხ.  რედ.

მოთხოვნები — კომპანიის დებიტორული დავალიანება, რომელიც წარმოექმნება კომპანიას სხვა ფიზიკურ თუ იურიდულ პირებთან ურთიერთობისას. მოთხოვნები თავისი შინაარსით წარმოადგენს კომპანიის აქტივს, რომელიც შესაძლოა წარმოიქმნას მრავალი მიზეზის გამო: პროდუქციის მიწოდება, სამუშაოს შესრულება, მომსახურეობის გაწევა, მომწოდებლებისათვის გადახდილი ავანსები, გაცემული სესხები და სხვა.

მოკლევადიანი და გრძელვადიანი მოთხოვნები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

განასხვავებენ მოკლევადიან და გრძელვადიან მოთხოვნებს. მოკლევადიანია ის მოთხოვნები რომელთა დაფარვა მოსალოდნელია წარმოქმნიდან ერთი წლის მანძილზე, ხოლო გრძელვადიანი კი ის მოთხოვნები, რომელთა დაფარვა მოსალოდნელია წარმოქმნიდან 12 თვის შემდეგ.

ძირითადი ანგარიშები:

მოკლევადიანი მოთხოვნები გრძელვადიანი მოთხოვნები
1410 - მოთხოვნები მიწოდებიდან და მომსახურებიდან 2310 - მიღებული გრძელვადიანი თამასუქები
1415 - გამოქვითული საეჭვო მოთხოვნები 2320 - ფინანსურ იჯარასთან დაკავშირებული მოთხოვნები
1420 - მოთხოვნები მეკავშირე საწარმოს მიმართ 2330 - მოთხოვნები საწესდებო კაპიტალის შევსებაზე
1430 - მოთხოვნები საწარმოს პერსონლის მიმართ 2340 - გადავადებული საგადასახადო აქტივები
1440 - მოთხოვნები ხელმძღვანელებისა და სამეთვალყურეო ორგანოების წევრების მიმართ 2390 - სხვა გრძელვადიანი მოთხოვნები
1450 - მოთხოვნები პარტნიორებზე გაცემული სესხიდან
1460 - კაპიტალის შევსებაზე პარტნიორების გრძელვადიანი დავალიანების მიმდინარე ნაწილი
1470 - გრძელვადიანი მოთხოვნების მიმდინარე ნაწილი
1480 - მომწოდებელზე გადახდილი ავანსები
1490 - სხვა მოთხოვნები
1810 - მისაღები დივედენდები
1820 - მისაღები პროცენტები
1890 - სხვა დარიცხული მოთხოვნები

დამატებითი ანგარიშები:

დამატებითი ანგარიშების დასახელება ანგარიშის მიზანი
1416 - კერძო საეჭვო მოთხოვნების კორექტირება 1415 ანგარიშისაგან დამოუკიდებლად აღსაღრიცხვი კერძო საეჭვო მოთხოვნები
1417 - მოთხოვნებზე ფასდათმობის კორექტირება
1431 - მატერიალურად პასუხისმგებელი პირი ანგარიში რომელზეც აღირიცხება თანამშრომელზე ჩაბარებული მატ-ტექნიკური მარაგი
1477 - მოკლევადიანი მოთხოვნები ფინანსური იჯარიდან გრძელვადიანი ფინანსური იჯარის მიმდინარე ნაწილი
1891 - მოთხოვნები იჯარაზე პერიოდული მოთხოვნები იჯარაზე

მოთხოვნის აღრიცხვა რეალიზაციის შემთხვევაში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მოთხოვნის წარმოქმნა მოთხოვნის დაფარვა
მყიდველზე საქონელის მიწოდება:
დ. 1410 - მოთხოვნები მიწოდებიდან და მომსახურებიდან. (2360 ლარი).
კ. 6110 - შემოსავალი რეალიზიციიდან. (2000 ლარი).
კ. 3330 - გადასახდელი დღგ. (360 ლარი).
მყიდველის მიერ თანხის გადახდა:
დ. 1100/1200 - ფული. (2360 ლარი).
კ. 1410 - მოთხოვნები მიწოდებიდან და მომსახურებიდან. (2360 ლარი).

მოთხოვნის აღრიცხვა ფასდათმობის შემთხვევაში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფასდათმობის აღრიცხვა შეიძლება ორი მეთოდით:

  • I. ოპერაციის აღრიცხვა მთლიანი თანხის მეთოდით
მოთხოვნის წარმოქმნა მოთხოვნის დაფარვა
საქონლის რეალიზაცია
დ. 1410 - მოთხოვნები მიწოდებიდან და მომსახურებიდან. (2360 ლარი).
კ. 6110 - შემოსავალი რეალიზიციიდან. (2000 ლარი).
კ. 3330 - გადასახდელი დღგ. (360 ლარი).
მყიდველის მიერ ფასდათმობის(2%) გამოყენება.
დ. 1100/1200 - ფული (გადახდილი თანხა ფასდათმობით). (2312.8 ლარი).
დ. 6120 - გაყიდული საქ. დაბრუნება და ფასდათმობა(დაბრუნებული საქონლის შესაბამისი ნაწილი 6110-დან). (40 ლარი).
დ. 3330 - გადასახდელი დღგ(დაბრუნებული საქონლის შესაბამისი დღგ). (7.2 ლარი).
კ. 1410 - მოთხოვნები მიწოდებიდან და მომსახურებიდან(სრული თანხა რომლითაც მოხდა თავდაპირველი გარიგება). (2360 ლარი).
  • II. ოპერაციის აღრიცხვა წმინდა თანხის მეთოდით
მოთხოვნის წარმოქმნა მოთხოვნის დაფარვა
საქონლის რეალიზაცია:
დ. 1410 - მოთხოვნები შემცირებული 2%-ით. თუ ვიცით რომ მყიდველი აუცილებლად ისარგებლებს ფასდათმობით. (2312.8 ლარი).
დ. 6120 - გამოყენებული ფასდათმობა. (40 ლარი).
კ. 6110 - შემოსავალი რეალიზიციიდან. (2000 ლარი).
კ. 3330 - გადასახდელი დღგ. (352.8 ლარი).
თანხის დროული გადახდა:
დ. 1100/1200 - ფული (გადახდილი თანხა ფასდათმობით). (2312.8 ლარი).
კ. 1410 - მოთხოვნები მიწოდებიდან და მომსახურებიდან(თანხა ფასდათმობით). (2312.8 ლარი).
ვალდებულების დარიცხვა (ფასდათმობის გამოუყენებლობის შემთხვევაში):
დ. 1410 - რეალიზაციის მოცულობა ფასდათმობის გამოუყენებლობისას. (47.2 ლარი).
კ. 6190 - სხვა საოპერაციო შემოსავალი. (40 ლარი).
კ. 3330 - გადასახდელი დღგ. (7.2 ლარი).
თანხის გადახდა:
დ. 1100/1200 - ფული. (2360 ლარი).
კ. 1410 - მოთხოვნები მიწოდებიდან და მომსახურებიდან. (2360 ლარი).

უიმედო და საეჭვო მოთხოვნები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სხვადასხვა მიზეზთა გამო პერიოდის განმავლობაში დაგროვილი მოთხოვნები სრულად დაფარვას არ ექვემდებარება. ამიტომ ფინანსურ აღრიცხვაში მიღებულია ნაწილი მოთხოვნების როგორც საეჭვო მოთხოვნებად აღიარება. აღნიშნული ნაწილი აიღება წინა პერიოდების გამოცდილებიდან. ბასს-18 მიხედვით:

ვიკიციტატა
„როდესაც ჩნდება განუსაზღვრელობა ამონაგებში უკვე ჩართული თანხის მიმართ, ამოუღებელი თანხა ანუ თანხა, რომლის ამოღების ალბათობა ნულის ტოლია, აღიარებული იქნება როგორც ხარჯი და არა როგორც თავდაპირველად აღიარებული ამონაგების კორექტირება.“

პრაქტიკაში დადგენილია საეჭვო მოთხოვნების დათვლის ორი ხერხი:

  • მოთხოვნის ნაშთის ხანგრძლივობის რანჟირების მეთოდი.
  • პროცენტული გამოთვლის მეთოდი, (ნეტო რეალიზაციიდან, ნეტო კრედიტით რეალიზაციიდან ან წლის ბოლოს გაუნაღდებელი მოთხოვნების თანხიდან).

პრაქტიკაში მიღებულია პროცენტული მეთოდი ნეტო კრედიტით რეალიზაციიდან.

"1415 - საეჭვო მოთხოვნების" ანგარიშის წარმოება მიმდინარეობს შემდეგნაირად. წლის ბოლოს კრედიტის მხარეს დაერიცხება დათვლილი სავარაუდო ოდენობა საეჭვო მოთხოვნებისა, ხოლო ხარჯად აღიარდება საბოლოო ნაშთს დაკლებული საწყისი ნაშთი. თუ საწყისი ნაშთი ნულია მაშინ საბოლოო ნაშთი სრულად გაიქვითება ხარჯებში. ასევე იმ მიზეზთა გამო, რასაც ჰქვია უიმედო დავალიანების გაცოცხლება და გაზრდა, გავლენას ახდენს მიმდინარე პერიოდში ხარჯებში გასაქვით თანხაზე.

მოთხოვნის წარმოქმნა მოთხოვნის დაფარვა
უიმედო მევალეების ფაქტობრივი ზრდა.
დ. 1415 - გამოქვითული საეჭვო მოთხოვნები.
კ. 1410 - მოთხოვნები მიწოდებიდან და მომსახურებიდან.
უიმედო მევალეების ფაქტობრივი შემცირება.
დ. 1410 - მოთხოვნები მიწოდებიდან და მომსახურებიდან.
კ. 1415 - გამოქვითული საეჭვო მოთხოვნები.
მიმიდინარე პერიოდში თუ ადგილი აქვს საწყისიდან საბოლოომდე ნაშთის ზრდას მაშინ სხვაობა ტარდება შემდეგნაირად:
დ. 7460 - საეჭვო მოთხოვნ. დაკავშირებული ხარჯები.
კ. 1415 - გამოქვითული საეჭვო მოთხოვნები.
თუ პირიქით მაშინ:
დ. 1415 - გამოქვითული საეჭვო მოთხოვნები.
კ. 6130 - შემოსავალი საეჭვო მოთხოვნებიდან

დარიცხული მოთხოვნები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დარიცხული მოთხოვნები ეს ისეთი მოთხოვნებია, რომლებიც კომპანიას პერიოდულად ერიცხება, სხვადასხვა აქტივების დროებით სარგებლობაში გაცემის სანაცვლოდ. იქიდან გამომდინარე რომ მისაღები დივიდენდი და მისაღები პროცენტები მიღების შემთხვევაში კომპანიისათვის წარმოადგენს ეკონომიკურ შემოსავალს, საგადასახადო კოდექსიდან გამომდინარე გადასახადით იბეგრება მხოლოდ პროცენტით მიღებული შემოსავალი. იურიდიულ პირებს შორის განაწილებული დივიდენდი, ფიზიკურ პირებზე გაცემებისაგან განსხვავებით, გადასახადით არ იბეგრება.

მოთხოვნების დარიცხვა მოთხოვნების დაფარვა
მისაღები დივიდენდები:
დ. 1810 - მისაღები დივიდენდები.
კ. 8120 - შემოსავალი დივიდენდების მიღებიდან.
დივიდენდების მიღება:
დ. 1100/1200 - ფული
კ. 1810 - მისაღები დივიდენდები.
მისაღები პროცენტები:
დ. 1820 - მისაღები პროცენტები.
კ. 8110 - შემოსავალი პროცენტების მიღებიდან.
პროცენტების მიღება:
დ. 1100/1200 - ფული
დ. 3315 - გადასახდელი პროცენტის გადასახადი
კ. 1820 - მისაღები პროცენტები.
მოთხოვნები იჯარაზე:
დ. 1891 - მოთხოვნები იჯარაზე.
კ. 8190 - სხვა არასაოპერაციო შემოსავალი.
საიჯარო ქირის მიღება:
დ. 1100/1200 - ფული
კ. 1891 - მოთხოვნები იჯარაზე.

მოთხოვნების აღრიცხვა უცხოური ვალუტით ანგარიშსწორებისას

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მოთხოვნის წარმოქმნა მოთხოვნის დაფარვა
20 ნოემბერი, საქონლის რეალიზაცია 1000$. - კურსი 1.6
დ. 1410 - მოთხოვნები მიწოდებიდან და მომსახურებიდან. (1600 ლარი).
კ. 6110 - შემოსავალი რეალიზიციიდან. (1600 ლარი).
31 დეკემბერი, მოთხოვნის გადაფასება 1000$. - კურსი 1.55
დ. 8240 - ზარალი საკურსო სხვაობიდან. (50 ლარი)
კ. 1410 - მოთხოვნები მიწოდებიდან და მომსახურებიდან. (50 ლარი).

20 იანვარი, მყიდველის მიერ მოთხოვნის დაფარვა 1000$. - კურსი 1.65

დ. 1220 - უცხოური ვალუტა რეზიდენტ ბანკში. (1650 ლარი).
კ. 8140 - მოგება საკურსო სხვაობიდან. (100 ლარი).
კ. 1410 - მოთხოვნები მიწოდებიდან და მომსახურებიდან. (1550 ლარი).
ყურადღებით! მოთხოვნები (საავანსო მოთხოვნებისაგან განსხვავებით), თუკი უცხოურ ვალუტაში არიან წარმოშობილნი, მათი გადაანგარიშება ხდება წლის ბოლოს საბოლოო სავალუტო კურსით.

საავანსო მოთხოვნის აღრიცხვა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოთხოვნის აღრიცხვა თანხის ავანსად გადახდის შემთხვევაში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მოთხოვნის წარმოქმნა მოთხოვნის დაფარვა
ავანსად ფულის ჩარიცხვა:
დ. 1100/1200 - ფული. (2360 ლარი).
კ. 3120 - მიღებული ავანსები. (2360 ლარი).
ავანსის გადაფარვა საქონლის რეალიზაციით:
დ. 3120 - მიღებული ავანსები. (2360 ლარი).
კ. 1410 - მოთხოვნები მიწოდებიდან და მომსახურებიდან. (2360 ლარი).

მყიდველზე საქონელის მიწოდება:

დ. 1410 - მოთხოვნები მიწოდებიდან და მომსახურებიდან. (2360 ლარი).
კ. 6110 - შემოსავალი რეალიზიციიდან. (2000 ლარი).
კ. 3330 - გადასახდელი დღგ. (360 ლარი).
შენიშვნა! თუ ბუღალტრული გატარებებისას ავანსების დროსაც, სიმარტივისთვის ვსარგებლობთ მხოლოდ 1410 ანგარიშით, საბუღალტრო პროგრამა, რომელიც მოთხოვნის ანგარიშს გადააფასებს წლის ბოლოს არსებული კურსით, წარმოშობს ცვლილებას, რადგანაც ავანსებზე (3120 ანგარიშზე) გატარების შემთხვევაში უცხოურ ვალუტაში წარმოშობილი ავანსები გადაიანგარიშება იმ თანხითა და თარიღით, როდესაც ის დასაწყობდება, შესაბამისად წლის ბოლოს გამოთვლილი მოგება-ზარალი განსხვავებული გამოვა. ამიტომ განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვენ დაკავებული ვართ უცხოურ ვალუტაში რეალიზაციით, 3120 ანგარიშის გამოყენება სავალდებულოა.

საავანსო მოთხოვნების აღრიცხვა უცხოური ვალუტით ანგარიშსწორებისას

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მოთხოვნის წარმოქმნა მოთხოვნის დაფარვა
ავანსად ფულის ჩარიცხვა 25 მარტი 20 000 $, კურსი 1.5:
დ. 1220 - უცხოური ვალუტა რეზიდენტ ბანკში. (30000 ლარი).
კ. 3120 - მიღებული ავანსები. (30000 ლარი).
ავანსის გადაფარვა საქონლის რეალიზაციით 13 იანვარი, 5 000$, კურსით 1.18:
დ. 3120 - მიღებული ავანსები. (5900 ლარი).
კ. 1410 - მოთხოვნები მიწოდებიდან და მომსახურებიდან. (5900 ლარი).

13 იანვარი, საავანსო მოთხოვნის 5 000$-ის გადაფასება 1.5 და 1.18 კურსთაშორის სხვაობით — 1600 ლარით

დ. 3120 - მიღებული ავანსები. (1600 ლარი)
დ. 8140 - მოგება საკურსო სხვაობიდან. (1600 ლარი).

მყიდველზე საქონელის მიწოდება, 5 000$, კურსით 1.18:

დ. 1410 - მოთხოვნები მიწოდებიდან და მომსახურებიდან. (5900 ლარი).
კ. 6110 - შემოსავალი რეალიზიციიდან. (5000 ლარი).
კ. 3330 - გადასახდელი დღგ. (900 ლარი).

დარჩენილი ნაშთის 15 000$-ის გადაფასება ხდება მხოლოდ მისი შემდგომი რეალიზაციით ჩახურვის დროს.

შენიშვნა! სავაანსო მოთხოვნების ნაშთის გადაანგარიშება წლის ბოლოს საბოლოო სავალუტო კურსით არ ხდება. ის რჩება იმ კურსით ეკვივალენტი ლარში, რა კურსითაც ის აისახა ბალანსში, წარმოშობის მომენტში.
ავანსების გადაანგარიშება ხდება, როდესაც ავანსი გადაიხურება დასაქონლებული ნაწილით, ხოლო გადაანგარიშება დასაქონლებისდროინდელი თარიღით (და არა წლის ბოლოს). ნაშთის დარჩენის შემთხვევაში წლის ბოლოს არ გადაიანგარიშება არამედ რჩება წარმოშობისდროინდელი კურსით.
  • "მთავარი ბუღალტერი". №1, 2007 წ.
  • "ბუღალტრული აღიცხვა" ა. ხორავა, ნ. კვატაშიძე, ნ. სრესელი, ზ. გოგრიჭიანი. 2008 წ.
  • "ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების გამოყენება" რ. ძაძამია. თბილისი. 2008