ფონდ ვიკიმედიის უნივერსალური ქცევის კოდექსი
ეს პოლიტიკა დამტკიცებულია ფონდ ვიკიმედიის სამეურვეო საბჭოს მიერ. არ შეიძლება მიმდინარე პოლიტიკის გვერდის ავლა, არ დაცვა ან უგულებელყოფა ფონდ ვიკიმედიის ოფიცრების ან თანამშრომლების მიერ და არც რომელიმე ვიკიმედიის პროექტის ლოკალური პოლიტიკის მიერ. |
რატომ გვაქვს უნივერსალური ქცევის კოდექსი
ჩვენ გვჯერა, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა აქტიურად მიიღოს მონაწილეობა ვიკიმედიის პროექტებსა და სივრცეებში, რათა მივაღწიოთ ჩვენს ხედვას სამყაროს შესახებ, რომლის მიხედვითაც თითოეულ ადამიანს შეუძლია გაიზიაროს კაცობრიობის მიერ შექმნილი ცოდნის ჯამი. ჩვენ გვწამს, რომ ჩვენი კონტრიბუტორების საზოგადოებები უნდა იყოს რაც შეიძლება მრავალფეროვანი, ინკლუზიური და ხელმისაწვდომი. ჩვენ გვსურს აღნიშნული საზოგადოებები იყვნენ პოზიტიური, უსაფრთხო და უზრუნველყონ ჯანსაღი გარემო მისი ყოველი წევრისთვის, და მათთვის, ვისაც სურს მათთან გაერთიანება/გაწევრიანება. ჩვენ მზად ვართ უზრუნველვყოთ აღნიშნული, მათ შორის, წინამდებარე ქცევის კოდექსის მიღებითა და საჭიროების შემთხვევაში განახლებებით. აგრეთვე, ჩვენ გვსურს დავიცვათ ჩვენი პროექტები მათგან, ვინც აზიანებს ან ამახინჯებს კონტენტს.
ვიკიმედიის მისიის შესრულების გზაზე, ყველა, ვინც მონაწილეობს ვიკიმედიის პროექტებსა და სივრცეებში:
- დაეხმარება ისეთი სამყაროს შექმნაში, სადაც ყველას შეეძლება თავისუფლად გააზიაროს ცოდნა
- იქნება გლობალური საზოგადოების წევრი, რომელიც თავიდან აიცილებს მიკერძოებულობასა და წინასწარგანწყობებს, და
- მოწადინებული იქნება მის ყველა ნაშრომში სიზუსტისა და გადამოწმებადობისაკენ
წინამდებარე უნივერსალური ქცევის კოდექსი (უქკ) აღნიშნავს სასურველი და მიუღებელი ქცევის ნორმების საბაზისო დონეს. აღნიშნული ვრცელდება ყველას მიმართ, ვინც ურთიერთობს და წვლილი შეაქვს ვიკიმედიის ონლაინ და პირისპირ (ოფლაინ) პროექტებსა და სივრცეში. აღნიშნული მოიცავს, ახალბედა და გამოცდილი მონაწილეებს, თანამდებობის პირებს პროექტების ფარგლებში, ღონისძიებების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, ვიკიმედიური და შვილობილი ორგანიზაციების თანამშრომლებსა და სამეურვეო საბჭოს წევრებს, ასევე „ფონდ ვიკიმედიის“ თანამშრომლებსა და სამეურვეო საბჭოს წევრებს. აღნიშნული მიემართება ვიკიმედიას ყველა პროექტს, ტექნიკურ სივრცეს, პირისპირ თუ ვირტუალურ ღონისძიებებს, აგრეთვე, შემდეგ შემთხვევებს:
- კერძო, საჯარო და ნახევრად საჯარო ურთიერთობას
- უთანხმოებებთან დაკავშირებულ დისკუსიებს და საზოგადოების წევრთა შორის სოლიდარობის გამოხატვას
- ტექნიკური განვითარების გამოწვევებს
- კონტენტის (შინაარსის) შექმნის ასპექტებს
- საზოგადოების/შვილებული ორგანიზაციების გარე პარტნიორებთან წარმოდგენასთან დაკავშირებულ შემთხვევებს
1 – შესავალი
წინამდებარე უნივერსალური ქცევის კოდექსი აწესებს თანამშრომლობისთვის ქცევის საბაზისო მოდელს მსოფლიოს მასშტაბით, ვიკიმედიის პროექტებისთვის. საზოგადოებებს უფლება აქვთ შეცვალონ წინამდებარე პოლიტიკის დოკუმენტი ადგილობრივი და კულტურული კონტექსტიდან გამომდინარე, არსებული კრიტერიუმების, როგორც მინიმალური სტანდარტის, შენარჩუნებით.
აღნიშნული უნივერსალური ქცევის კოდექსი ეხება ყველა ვიკიმედიელს, ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე. ქმედებებმა, რომლებიც არღვევენ უნივერსალური ქცევის კოდექსს, შესაძლოა გამოიწვიონ სანქციები. აღნიშნული შესაძლოა დადგენილ იყოს უფლებამოსილი პირის მხრიდან (ადგილობრივი კონტექსტის შესაბამისად) ან/და ფონდ ვიკიმედიის, როგორც პლატფორმის სამართლებრივი მფლობელის მიერ.
2 – სასურველი ქცევა
თითოეული ვიკიმედიელი, იქნება ეს ახალბედა თუ გამოცდილი რედაქტორი, საზოგადოების უფლებამოსილი პირი (სტატუსის მქონე), შვილობილი ორგანიზაციის ან ფონდის სამეურვეო საბჭოს წევრი ან თანამშრომელი, პასუხისმგებელია საკუთარ ქცევაზე.
ვიკიმედიის ყველა პროექტში, სივრცეებსა და ღონისძიებებზე, ქცევა დაფუძნებული იქნება პატივისცემაზე, თავაზიანობაზე, კოლეგიალურობაზე, სოლიდარობასა და კარგ მოქალაქეობაზე. ეს ეხება ყველა შემომწირველსა (კონტრიბუტორსა) და მონაწილეს, ვინც ურთიერთქმედებაშია სხვა შემომწირველებთან (კონტრიბუტორთან) და მომხმარებლებთან მიუხედავად მათი, ასაკის, გონებრივი ან ფიზიკური შეზღუდულობის, ფიზიკური გარეგნობის, ეროვნული, რელიგიური, ეთნიკური და კულტურული ფონის ან კასტის, სოციალური კლასის, ენის სრულყოფილად ცოდნის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობების ან კარიერული სფეროს მოცემულობისა. ასევე, ჩვენც არ გავაკეთებთ გამონაკლისს მიღწევების, უნარების ან ვიკიმედიის პროექტებში და მოძრაობაში წვლილის საფუძველზე.
2.1 – ურთიერთპატივისცემა
ჩვენ მოველით ყველა ვიკიმედიელისგან ერთმანეთის ურთიერთპატივისცემას. ვიკიმედიის, როგორც ონლაინ, ასევე პირისპირი (ოფლაინ) სივრცეში კომუნიკაციის დროს, ჩვენ გამოვიჩენთ პატივისცემას ხალხის მიმართ, ჩვენ ერთმანეთს მოვეპყრობით ურთიერთპატივისცემის ნიადაგზე.
აღნიშნული მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება:
- გამოიჩინეთ ემპათია. მოუსმინეთ და შეეცადეთ გაიგოთ, რისი თქმა სურთ განსხვავებული ფონის მქონე ვიკიმედიელებს. მზად იყავით, რომ დაუპირისპირდეთ და შეცვალოთ თქვენი შეხედულება, მოლოდინები და ქცევა, როგორც ვიკიმედიელი.
- ყოველთვის იხელმძღვანელედ კეთილსინდისიერების პრინციპით და დაკავდით კონსტრუქციული რედაქტირებით; თქვენი წვლილი უნდა გაუმჯობესოს პროექტის ან სამუშაოს ხარისხი. მიაწოდეთ და შესაბამისად მიიღეთ პატივისცემაზე და კეთილსინდისიერების პრინციპზე დაფუძნებული უკუკავშირი. კრიტიკა უნდა იყოს მგრძნობიარე და კონსტრუქციული. ყველა ვიკიმედიელი, სანამ საწინააღმდეგო მტკიცებულება არ იარსებებს, ვალდებულია ივარაუდოს, რომ სხვები თანამშრომლობენ პროექტების განვითარების მიზნით, მაგრამ ეს არ უნდა იქნას გამოყენებული მავნე ზემოქმედების მქონე განცხადებების გასამართლებლად.
- პატივი ეცით თუ როგორ არქმევენ და აღწერენ შემწირველები (კონტრიბუტორები) საკუთარ თავს. მათ შეიძლება გამოიყენონ კონკრეტული ტერმინები საკუთარი თავის დასახასიათებლად. პატივისცემის ნიშნად გამოიყენეთ ეს ტერმინები ამ ხალხთან ან მათთან ურთიერთობისას. მაგალითები მოიცავს:
- ეთნიკურ ჯგუფებს საკუთარი თავის აღსაწერად შეუძლიათ გამოიყენონ კონკრეტული სახელი, ნაცვლად იმ დასახელებებისა, რომელსაც ისტორიულად სხვები იყენებდნენ მათ აღსაწერად;
- ზოგიერთი სახელი შესაძლოა მოიცავდეს ასოებს, ბგერებს ან სიტყვებს მათი ენიდან, რომლებიც შეიძლება თქვენთვის უცხო იყოს;
- ადამიანები, რომლებიც იდენტიფიცირებენ თავს გარკვეულ სექსუალურ ორიენტაციასთან ან გენდერულ იდენტობასთან მკაფიო სახელების ან ნაცვალსახელების გამოყენებით;
- ადამიანები, რომლებსაც აქვთ გარკვეული ფიზიკური ან გონებრივი შეზღუდული შესაძლებლობები, შეიძლება საკუთარი თავის დასახასიათებლად გამოიყენონ კონკრეტული ტერმინები
- პირისპირი შეხვედრების დროს, უნდა მივესალმოთ ყველას და ვეცადოთ, რომ ვიყოთ პოზიტიურები და პატივი ვცეთ ერთმანეთის არჩევანს, საზღვრებს, მგრძნობიარე თემებს, ტრადიციებსა და საჭიროებებს.
2.2 – თავაზიანობა, კოლეგიალობა, ურთიერთდახმარება და კარგი მოქალაქეობა
ჩვენ ვიღვწით შემდეგი ქცევებისკენ:
- თავაზიანობა გამოიხატება სხვების, მათ შორის, უცხო ხალხის მიმართ მოქცევისას და მიმართვისას ზრდილობის გამოხატვაში.
- კოლეგიალობა არის მეგობრული მხარდაჭერა, რომელიც გამოიხატება ერთმანეთის მიმართ საერთო ძალისხმევის გასაძლიერებლად.
- ურთიერთდახმარება და კარგი მოქალაქეობა გულისხმობს აქტიური პასუხისმგებლობის აღებას ვიკიმედიის პროექტების პროდუქტიულ, სასიამოვნო და უსაფრთხო ადგილად უზრუნველსაყოფად და ასევე ვიკიმედიის მისიაში წვლილის შეტანას.
აღნიშნული მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება:
- მენტორობა და ტრენერობა: დახმარება ახალბედებს, რომ იპოვონ თავიანთი გზა და შეიძინონ აუცილებელი უნარები.
- გამოიჩინეთ სოლიდარობა: გაუწოდეთ შემომწირველებს (კონტრიბუტორებს) დახმარების ხელი, როდესაც მათ დახმარება სჭირდებათ და ილაპარაკეთ მათ ნაცვლად, როდესაც მათ უნივერსალური ქცევის კოდექსით დადგენილი მოსალოდნელი ქცევის დარღვევით ეპყრობიან.
- აღიარეთ და დააფასეთ მომხმარებლების მიერ შესრულებული სამუშაო: მადლობა გადაუხადეთ მათ მიერ გაწეული სამუშაოსთვის. დააფასეთ მათი ძალისხმევა და ნდობა გამოუცხადეთ, სადაც ეს საჭიროა.
3 – მიუღებელი ქცევა
უნივერსალური ქცევის კოდექსი მიზნად ისახავს დაეხმაროს საზოგადოების წევრებს ცუდი ქცევისა და შევიწროების სიტუაციების დადგენაში. შემდეგი ქცევები მიუღებლად მიიჩნევა ვიკიმედიის მოძრაობაში:
3.1 – შევიწროება
აღნიშნული მოიცავს ნებისმიერ ქცევას, რომელიც ძირითადად მიზნად ისახავს ადამიანის დაშინებას, შეურაცხმყოფას ან აღშფოთებას, ან, რომლის გონივრული მოლოდინიც მეტწილად აღნიშნული შედეგების მიღწევა იქნება. ქცევა შევიწროვებად შეიძლება ჩაითვალოს, თუ ის აღემატება პიროვნების მიერ გონივრულად მოსალოდნელ თმენას (გლობალური სამყაროს კულტურული კონტექსტის და მოლოდინის გათვალისწინებით). შევიწროება ხშირად ემოციური ძალადობის სახეს იღებს, განსაკუთრებით იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც მოწყვლად მდგომარეობაში არიან, და შესაძლოა მოიცავდეს მის სამუშაო ადგილზე ან მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან დაკავშირებას მისი დაშინების ან სხვაგვარად უხერხულ სიტუაციაში ჩაყენების მიზნით. ზოგიერთ შემთხვევაში, ქცევა შესაძლოა ერთეულ შემთხვევაში არ აღწევდეს შევიწროების ხარისხს, მაგრამ მისი განმეორების შემთხვევის შედეგად შევიწროება მივიღოთ. შევიწროებად ჩაითვლება, მაგრამ არ შემოიფარგლება შემდეგი ქმედებები:
- შეურაცხყოფა: აღნიშნული მოიცავს იარლიყის მიწებებას, ცილისწამების ან სტერეოტიპების გამოყენებას და პირად მახასიათებლებზე დაფუძნებულ თავდასხმებს. აღნიშნული მოიცავს შეურაცხმყოფლად ან სტერეოტიპულად მოხსენიებას, აგრეთვე, სხვა ნებისმიერ თავდასხმას პიროვნულ მახასიათებელზე დაფუძნებით. შეურაცხყოფა შეიძლება ეხებოდეს აღქმად მახასიათებლებს, როგორიცაა ინტელექტი, გარეგნობა, ეთნიკური წარმომავლობა, რასა, რელიგია, კულტურა, კასტა, სექსუალური ორიენტაცია, სქესი, ინვალიდობა, ასაკი, ეროვნება, პოლიტიკური მიკუთვნებულობა ან სხვა მახასიათებლებს. ზოგიერთ შემთხვევაში, განმეორებითი დაცინვა, სარკაზმი ან აგრესია შეიძლება შეფასდეს ერთობლივად, როგორც შეურაცხყოფა, მაშინაც კი, თუ ამას ცალკეულ შემთხვევებში აღნიშნული არ მოჰყოლია.
- სექსუალური შევიწროება: სექსუალური სახის ყურადღება ან ნებისმიერი სახის ქმედება, როდესაც პირმა იცის ან გონივრული მოლოდინი არსებობს, რომ იცოდეს, რომ აღნიშნული არის მიუღებელი ან, როდესაც კონკრეტულ სიტუაციაში თანხმობის მიღება შეუძლებელია.
- მუქარა: ღიად ან ნაგულისხმევად ფიზიკური ძალადობის, უსამართლოდ გაკიცხვის, უსამართლო და უკანონო რეპუტაციული ზიანის მიყენებით ან უპერსპექტივო სამართლებრივი დავის დაწყებით დამუქრება კამათის მოსაგებად ან აიძულო ვინმე მოიქცეს ისე, როგორც შენ ეს გინდა.
- სხვათა მიმართ ძალადობის წახალისება: ეს გულისხმობს სხვის წახალისებას თვითდაზიანების ან თვითმკვლელობის ჩადენისკენ, ასევე სხვის წახალისებას, რომ იძალადოს მესამე პირზე.
- პირადი ინფორმაციის გასაჯაროვება (დოქსინგი): სხვისი პირადი ინფორმაციის გაზიარება, როგორიცაა სახელი, სამუშაო ადგილი, ფიზიკური ან ელექტრონული ფოსტის მისამართი, ამაზე აშკარა ნებართვის გარეშე. აღნიშნული ვრცელდება არა მხოლოდ ვიკიმედიის პროექტებზე, აგრეთვე, ყველგან და დამატებით მოიცავს ინფორმაციას ვიკიმედიის პროექტებში აქტივობების შესახებ ინფორმაციის გაზიარებას.
- დევნა: პიროვნების ადევნება პროექტების მასშტაბით და მის მიერ შესრულებული სამუშაოს განმეორებით კრიტიკა, რომ ძირითადად გამიზნულია აწყენინოს ან დაუკარგოს ხალისი მას. იმ შემთხვევაში თუ პრობლემა კვლავ გრძელდება პირთან დაკავშირებისა და გასაუბრების შემდგომ, საზოგადოებების დღის წესრიგში შესაძლოა დადგენს წინასწარ განსაზღვრული წესების შესაბამისად აღმოფხვრან აღნიშნული პრობლემა.
- ტროლინგი: საუბრის განზრახ ჩაშლა ან პოსტების არაკეთილსინდისიერი გამოქვეყნება ვინმეს განზრახ პროვოცირების მიზნით.
3.2 – ძალაუფლების, პრივილეგიის ან ზეგავლენის ბოროტად გამოყენება
ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას აქვს ადგილი მაშინ, როდესაც პირი, რომელიც რაიმე ძალაუფლებას, პრივილეგიას ან გავლენას ფლობს და ჩართულია სხვა ადამიანების მიმართ უპატივცემულო, სასტიკ და/ან ძალადობრივ ქცევაში. ვიკიმედიის გარემოში ეს ყველაზე ხშირად სიტყვიერი ან ფსიქოლოგიური შეურაცხყოფის ფორმას ატარებს და შეიძლება შევიწროებას მოიცავდეს.
- სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება სტატუსის მქონე პირების, თანამდებობის პირებისა და პერსონალის მიერ: უფლებამოსილების, ცოდნის ან რესურსის ბოროტად გამოყენებას აქვს ადგილი, როდესაც პროექტებში სტატუსის მქონე (არჩეული) პირების (ფუნქციონერები), აგრეთვე ფონდ ვიკიმედიის ან ვიკიმედიის შვილობილი ორგანიზაციების ოფიციალური პირების და თანამშრომლების მხრიდან სხვების დაშინება ან მუქარა ხდება.
- თანამდებობის და კავშირების ბოროტად გამოყენება: სხვის დასაშინებლად თანამდებობისა და რეპუტაციის გამოყენება. მნიშვნელოვანი გამოცდილებისა და კავშირების მქონე ადამიანებისგან მოლოდინი გვაქვს განსაკუთრებული სიფრთხილით მოიქცნენ, რადგან მათ მხრიდან მტრულ კომენტარებს შეიძლება არასასურველი შედეგი მოჰყვეს. განსაკუთრებით მეგობრებისა და მხარდამჭერების მხრიდან მუქარის შექმნის საფრთხით. საზოგადოების ავტორიტეტის მქონე ადამიანებს განსაკუთრებული პრივილეგია აქვთ სანდოობის და არ უნდა გამოიყენონ ეს ბოროტად სხვებზე თავდასხმისთვის, რომლებიც არ ეთანხმებიან მათ.
- ფსიქოლოგიური მანიპულაცია: მუშაობა (მარტო ან ჯგუფთან ერთად) იმისთვის, რომ ვინმემ ეჭვი შეიტანოს საკუთარ აღქმებში, გრძნობებში ან გაგებაში კამათის მოსაგებად ან აიძულო ვინმე მოიქცეს საკუთარი მისი სურვილის შესაბამისად.
3.3 - კონტენტის (შინაარსის) ვანდალიზმი და პროექტების ბოროტად გამოყენება
მიზანმიმართულად მიკერძოებული, ცრუ, არასწორი ან შეუსაბამო კონტენტის (შინაარსის) შეტანა ან კონტენტის შექმნის შეფერხება.
აღნიშნული მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება:
- ნებისმიერი კონტენტის განმეორებითი ან დაუსაბუთებელი წაშლა შესაბამისი განხილვებისა და ახსნა-განმარტებების გარეშე.
- კონტენტის სისტემატური მანიპულირება ფაქტების ან თვალსაზრისების კონკრეტული ინტერპრეტაციების სასარგებლოდ (აღნიშნული აგრეთვე გულისხმობს წყაროების არაკეთილსინდისიერად ან განზრახ არასწორად მითითებას და კონტენტში არასწორი მონაცემების შეტანას)
- სიძულვილის ენა გამოხატული ნებისმიერი ფორმით, ან დისკრიმინაციული ენის გამოყენება კონკრეტული ინდივიდის ან პირთა ჯგუფის მიმართ რაიმე ნიშნის საფუძველზე შეურაცხყოფის მიყენების, დამცირების ან სიძულვილის გაღვიძების მიზნით
- ენციკლოპედიის კონტექსტის ან ინფორმაციული შინაარსის გარეშე სხვათა მიმართ სიმბოლების, სურათების, კატეგორიების, მონიშვნების ან სხვა კონტენტის გამოყენება დაშინების ან დაზიანების მიზნით. აღნიშნული მოიცავს კონტენტში სქემათა გამოყენებას სხვათა დევნისა და მარგინალიზაციის მიზნით.